დაასახელეთ წელიწადის საკუთარი საყვარელი სეზონი და გეტყვით რას ნიშნავს თქვენი პასუხი.

Загрузка...

ყველას აქვს წელიწადის საყვარელი დრო. ზოგი სუსხიან და ცივ ზამთარზე გიჟდება, ზოგი კი მცხუნვარე მზეზე. რეალურად თქვენი საყვარელი სეზონის მიხედვთ თქვენზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ტესტს, რომელიც თქვენს თავზე ბევრ რამეს გიამბობთ.

ამოირჩიეთ წელიწადის რომელიმე სეზონი.

დაასახელეთ წელიწადის საკუთარი საყვარელი სეზონი და გეტყვით რას ნიშნავს თქვენი პასუხი.

თუკი გიყვართ ზამთარი

თქვენ ოჯახის ადამიანი ხართ. გიყვართ კომფორტი და სიმყუდროვე. თქვენ მუდამ გაქვთ გემრიელი საუზმე, სადილი და ვახშამი. ხართ ძალიან მზრუნველი და თბილი, ამასთან არ გიყვართ სიახლეები.

თუკი გიყვართ გაზაფხული

თქვენ სიცოცხლისმოყვარული პიროვნება ხართ. გიყვართ სიახლეები, მხიარულება. თქვენ ახლიდან დაბადება გჩვევიათ და ხშირად ბერავთ სიცოცხლეს გარშემომყოფებსაც. ცხოვრებაში კეთილი, ენერგიული ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც უყვარს დღის ჯანსაღად გატარება.

თუკი გიყვართ ზაფხული

თქვენ უბრალოდ გიჟდებით ახალ თავგადასავლებზე. ზაფხულის პერიოდში თქვენ ფაქტობრივად "იტენებით". თქვენ ემოციური ადამიანები გიზიდავთ და ბოლომდე გართობა გიყვართ. თქვენს გარშემო მუდამ ხმაურია და აყალმაყალი. ხშირად სტუმრობთ ბარებსა და რესტორნებს. შეიძლება ძალიან თავისუფალი იყოთ, თუმცა სწორედ ამიტომ უყვარხართ ადამიანებს.

თუკი გიყვართ შემოდგომა

თქვენ მეოცნებე ბრძანდებით. ხშირად ფიქრობთ და აანალიზებთ თქვენს გარშემო არსებულ სიტუაციას. ხანდახან მელანქოლია გიბყრობთ, რაც არც ისე დიდი ხანი გრძელდება. ხშირად უღმავდებით საკუთარ თავს და გიყვართ მარტო დარჩენა, რათა ძალები აღიდგინოთ. თქვენ ძალიან კეთილი და მზრუნველი ბრძანდებით, გარშემომყოფებს კი მხოლოდ სიყვარულს ჩუქნით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები