6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

Загрузка...

მავნე ჩვევა ყველას აქვს, მაგრამ არსებობს ჩვევები, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ იმ ჩვევების შესახებ, რომლებიც ჩვენს ეპითელიუმზე არსებულ ფორებს კეტავს და მუწუკების ფორმირებას განაპირობებს.

  1. ფერიმჭამელებსა და მუწუკებს თავად იშორებთ.

    6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

    თვითნებურად სახის გასუფთავება არასდროსაა კარგი იდეა. დიახ, მუწუკებისა და ფერიმჭამელებისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ, ოღონდ ეს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს და არა თქვენ. როდესაც თვითნებურად ცდილობთ მუწუკის ამორებას, თქვენ საკუთარ კანს აზიანებთ და ფორებს აფართოებთ.

  2. ხშირად ეხებით სახეს.

    6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

    დღის განმავლობაში ხელით ჩვენ უამრავ ბინძურ ნივთს ეხებით, ხოლო შემდეგ უსუფთაო ხელების სახეზე შეხება თქვენ სახის ქსოვილებს უბრალოდ გინადგურებთ! დიახ, ჭუჭყიანი ხელი ბაქტერიებითაა სავსე, რომელთა სახეზე აღმოჩენა კარგს არაფერს გიქადით.

  3. ღამით მაკიაჟით იძინებთ.

    6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

    კოსმეტოლოგი კაილი ჯენერს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. კაილის სახის ქსოვილი გარკვეულწილად დაშლილი და დაზიანებული იყო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ სელებრითი ღამით მაკიაჟით იძინებდა. ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას თქვენც, აუცილებლად გაიწმინდეთ დაძინებამდე სახე.

  4. არ აქცევთ ყურადღებს პილინგს.

    6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

    პილინგი სხვადასხვანაირი არსებობს. მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენება ხილის ან ამქერცლავი გელები. ნაკლებად მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენება - აბრაზული. იდეალურად მუშაობს Clarisonic-ის ტიპის ჯაგრისები, ამიტომ არჩევანი სწორედ ამ ფირმაზე გააკეთეთ ხოლმე.

  5. არასწორად უვლით კანს.

    6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

    დიახ,დიახ! გოგოების უმეტესობა ფორებს კონსილერით ახრჩობს! მათ უმეტესობას ჰგონია, რომ ამ გზით ისინი საკუთარ თავს კარგს უკეთებენ, თუმცა პირიქით. იმ შემთხვევასი, თუ აკნე ან მუწუკები გაწუხებთ, არჩევანი მინერალურ, სუფთა საშუალებებზე გააკეთეთ.

  6. აიგნორებთ შეფუთვაზე არსებულ ინსტრუქციასა და გაფრთხილებას.

    6 მავნე ჩვევა, რომლებიც ჩვენს სახეზე არსებულ ფორებს კეტავს!

    ინსტრუქცია თქვენს საუკეთესო მეგობრად უნდა იქცეს! მათ გარეშე კონკრეტული დამატენიანებლის გამოყენება საზიანოა. თქვენ, ასევე ძალიან დაგეხმარებათ A ვიტამინით გაჯერებული დამატენიანებელი კრემები. ისინი ფორებს პირვანდელ სახეს უბრუნებს და კანს ბევრად უფრო ჯანსაღ ელფერს სძენს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები