ქმარმა მას "მსუქანი" უწოდა და საყვარელი გაიჩინა, შემდეგ კი ეს მწარედ ინანა

Загрузка...

საყვარელი ადამიანისგან ღალატი ძალიან მტკივნეული რამაა ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ როცა თქვენი რჩეული გღალატობთ და ბოლოს ამ საქციელის გამართლებას თქვენი დადანაშაულებით ცდილობს, ეს, ალბათ, ორმაგად მტკივნეული იქნება.

25 წლის ლისეტმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. როდესაც თავისი მეუღლის ტელეფონში საყვარლის წერილები ნახა, დამშვიდდა, გამბედაობა მოიკრიბა და ქმარს, ხოსეს, უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა. ხოსემ კი, იმის მაგივრად, რომ თავი გაემართლებინა, თავისი შვილების დედას "მსუქანი" უწოდა და უთხრა, რომ სწორედ მის გამო იპოვა სხვა ქალი.

-"მას თავის გამართლებაც კი არ უცდია და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, ეს იმიტომ მოხდა, რომ მე მსუქანი ვარ. ისიც დაამატა, რომ მთელი ცხოვრება ასეთად დავრჩებოდი" - ამბობს ლისეტი

ქმარმა მას "მსუქანი" უწოდა და საყვარელი გაიჩინა, შემდეგ კი ეს მწარედ ინანა

ლისეტმა წონაში მატება პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დაიწყო. მაშინ ისინი მუდმივად სწრაფი კვებით სარგებლობდნენ. ხოსეს გაუმართლა და არ გასუქებულა, თუმცა ლისეტი შესამჩნევად გაიზარდა.

ქმარმა მას "მსუქანი" უწოდა და საყვარელი გაიჩინა, შემდეგ კი ეს მწარედ ინანა

ხოსეს აღარ მოსწონდა ლისეტი, მუდმივად ამცირებდა და ახსენებდა მის წონას.

-"ერთხელ შევამჩნიე, როგორი ზიზღით მიყურებდა ხოსე, როცა დივანზე ვიჯექი და ვჭამდი, მან ჩაილაპარაკა-"მსუქანა", თუმცა ამან ღიმილით გადაიარა. თანდათან კი მისი საუბარი სერიოზულად შეურაცხმყოფდა. მეც მინდოდა, ისეთივე ფიგურა მქონოდა, როგორიც მაშინ, როცა შევუყვარდი, თუმცა ნებისყოფა არ მყოფნიდა დიეტისთვის." - იხსენებს ქალბატონი.

ლისეტი ხვდებოდა, რომ ქმარმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა და დეპრესია დაეწყო.

-"ხოსე ყურადღებას აღარ მაქცევდა, ამიტომაც საჭმელი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ქმარი მუდმივად მტკენდა გულს და საჭმელი ერთადერთი შვება იყო ჩემთვის. დღეში დაახლ. 4000 კალორიას ვიღებდი."

ბოლოს ქმრის საქციელი ყელში ამოუვიდა ლისეტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხოსემ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

"მე ნაწყენი ვიყავი, თუმცა მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, რომ ეს მამაკაცი მე ვეღარასდროს მომაყენებდა ზიანს"

ლისეტმა კარდინალურად შეცვალა ცხოვრების სტილი და რაციონი. დაიწყო ვარჯიში და ბუნებრივად, ყოველგვარი ოპერაციის გარეშე მან 57 კგ დაიკლო!

ქმარმა მას "მსუქანი" უწოდა და საყვარელი გაიჩინა, შემდეგ კი ეს მწარედ ინანა

ხოსემ მალევე შეამჩნია ლისეტის ცვლილება და სცადა კიდევაც მისი დაბრუნება

"ყოველი კვირის ბოლოს, როცა ხოსე ლისმარის სანახავად მოდიოდა, ის თვალს ვერ მწყვეტდა. ერთხელ მითხრა, რომ სექსუალურად გამოვიყურები, თუმცა მე მას კარი მივუხურე. დედა ქალიშვილისთვის სამაგალითო უნდა იყოს, ამიტომაც დავამტკიცე, რომ ხოსე არასწორად მოიქცა და ამით ჩემს შვილს მაგალითი მივეცი" -ამბობს ლისეტი.

ქმარმა მას "მსუქანი" უწოდა და საყვარელი გაიჩინა, შემდეგ კი ეს მწარედ ინანა

ცხოვრების ახალი სტილის დამსახურებით, ლისეტმა ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაიუმჯობესა და თავდაჯერებულობაც მოემატა.

ის ნამდვილი მაგალითია ქალებისთვის, რომლებიც მორალური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: