ყური დაუგდეთ საკუთარ თავს, აირჩიეთ კარტი და გაიგეთ, რას გეუბნებათ მომავალი

Загрузка...

ასოციაციის მეთოდი განსაკუთრებით ფსიქოლოგებს უყვართ, იმიტომ, რომ ის ადამიანის კეთილდღეობას, მისი მისწრაფებებისა და განწყობის განსაზღვრაში ეხმარება. დღეს OXOTV-ს რედაქცია გთავაზობთ ერთი ასეთი ტესტის გავლას.
ყური დაუგდეთ საკუთარ თავს, ზედაპირულად შეხედეთ კარტებს და დაფიქრდით, რომელი მათგანი გამოგხატავთ ყველაზე მეტად.

ყური დაუგდეთ საკუთარ თავს, აირჩიეთ კარტი და გაიგეთ, რას გეუბნებათ მომავალი

კარტი N1

მოცემულ ცხოვრებისეულ ეტაპზე მკვეთრად გჭირდებათ სიმშვიდე. სავარაუდოდ, ამის წინაპირობა საკმაოდ სტრესული სიტუაცია იყო და აუცილებლად გჭირდებათ თავისუფლება და დასვენება. გასაგებია, რომ საქმე ახლაც ბევრია, მაგრამ მაინც გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. გაიხსენეთ დიდი ხნის წინ მივიწყებული ჰობი, დაფიქრდით, რას შეუძლია სიხარული მოგიტანოთ. ყველაფერი ეს ძალას მოგცემთ ახალი მიღწევებისთვის და შეამჩნევთ, რომ გადატვირთვის შემდეგ თქვენი საქმეები სწრაფად კარგად წავა.

კარტი N2

თუ ეს კარტი აირჩიეთ, ესე იგი, წარმატება გელოდებათ. ნაწილობრივ ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და დამაჯერებლად უყურებთ მომავალს. სამყარო თქვენს განწყობას გრძნობს და მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი წამოწყებისას. ამ კარტის არჩევა ნიშნავს, რომ მალე თქვენი ცხოვრება უკეთესისკენ შეიცვლება. შესაძლებელია, ცვლილებები გლობალური არ იყოს, მაგრამ უმალ იგრძნობთ მათ. მთლიანობაში, ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ გამოსცდოთ ბედი. წარმატება გელოდებათ.

კარტი N3

ეს კარტი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ საკუთარი თავისა და სამყაროს მიღების გზაზე ხართ. ხვდებით, რომ მთავარი თქვენთვის - საკუთარ თავთან ჰარმონიაა. შური და ეჭვიანობა მეორე პლანზე გადადის. აცნობიერებთ, რომ მათში არანაირი პრაქტიკული აზრი არ დევს და ყველა ადამიანს თავისი პრობლემები აქვს. ახლა როგორც არასდროს, უკეთ გრძნობთ საკუთარ ემოციებს. შესანიშნავი პერსპექტივები გეხსნებათ. შესაძლებელია ახალი სანაცნობო და უცნობ ადგილებში მოგზაურობა .

კარტი N4

თქვენ ბოლოს და ბოლოს ისწავლეთ საკუთარი თავისა და ინტუიციის მოსმენა და ცდილობთ ეს უნარი ცხოვრების ყველა სფეროში გამოიყენოთ. იმის დამსახურებით, რომ თქვენ აქ და ახლა ცხოვრობთ, უფრო წარმატებული ხდებით. თუ ხედავთ, რომ გავლენას ვერ ახდენთ სიტუაციაზე, მსუბუქად იღებთ ამას და დინებას მიყვებით. მალე მალე სულიერად განათლდებით და დიდი ხნის კითხვებზე პასუხებს მიიღებთ.

კარტი N5

დგება დრო, როდესაც საკუთარი თავის განებივრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეწყვიტეთ თავის საქმითა და რუტინული ამოცანებით დაქანცვა. ბოლოს და ბოლოს გაიხსენეთ, ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ იმ საკითხებზე დახარჯოთ, რასაც თქვენთვის სიამოვნება არ მოაქვს. ყველაზე ცუდ დღეებშიც კი ეცადეთ არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა. ზუსტად ის გეხმარებათ იტივტივოთ და ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ.

რომელი კარტი აირჩიეთ? მოგეწონათ თქვენი პროგნოზი? ვიმედოვნებთ, რომ ყოველი თქვენგანისთვის იწყება პირადი ბედნიერების, მატერიალური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების პერიოდი!

მკითხველთა შთაბეჭდილებები