ბავშვმა, დედასთან ერთად სეირნობის დროს რაღაც დაიყვირა, რითაც თავისი სიცოცხლე გადაარჩინა

Загрузка...

ნებისმიერი, ვინც ამ წყვილს დაინახავდა, იფიქრებდა, რომ ისინი დედა-შვილი იყვნენ. თუმცა უეცრად პატარა გოგონამ რაღაც დაიყვირა, რის გამოც ირგვლივმყოფები აღშფოთდნენ.

-"არ მისცეთ უფლება ჩემი წაყვანის, ის დედაჩემი არ არის, მას არ ვიცნობ!"

ედრიანმა დაინახა, როგორ მიჰყავდა ვიღაც ქალს ძალით პატარა, უსაყვარლესი გოგონა და დაუფიქრებლად მივიდა მასთან, ბავშვს ხელი მოკიდა და თავისკენ მისწია.

მოწინააღმდეგე ძლიერი აღნაგობის ქალი იყო და როცა მიხვდა, რომ მას დაიჭერდნენ, ედრიენს ხელი ჰკრა, თუმცა ედრიენი ადგილიდანაც არ დაძრულა და ბავშვისთვის ხელიც არ გაუშვია მანამ, სანამ დამნაშავე არ მიიმალა.

საბედნიეროდ, სამართალდამცავებმა დაადგინეს ბოროტმოქმედის ვინაობა - მარია როდრიგეზი - და მას უკვე ეძებენ.

ედრიენი ახლა გმირად აღიარეს და ქალაქის მმართველმა, მიჩ ო ფარელმა მის შესახებ ასეთი სიტყვა წარმოსთქვა:

-"გმირები ჩვენ გვერდით არიან, თუმცა ჩვენ ვერ ვამჩნევთ მათ გამბედაობასა და ყურადღებას. ედრიენის მზრუნველობამ და სიყვარულმა ბავშვების მიმართ ხელი შეუშალა ბავშვის გატაცებას".

ბავშვის დედამ, შერონმა თითქმის ვერაფერი თქვა ედრიენ იანგისთვის მადლობის გადასახდელად.

-"ედრიენი რომ არა, ვერც კი წარმოვიდგენ, სად შეიძლებოდა ახლა ყოფილიყო ჩემი ქალიშვილი"-თქვა ბოლოს მან.

მშობლებო, გაუფრთხილდით შვილებს და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ასეთ შემთხვევებს, რათა თავიდან ავიცილოთ დანაშაული.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: