128 წლის არგენტინელი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ის ადოლფ ჰიტლერია

Загрузка...

არგენტინაში მცხოვრები 128 წლის გერმანელი ემიგრანტი ამტკიცებს, რომ იგი ნამდვილი ადოლფ ჰიტლერია

მოხუცმა მამაკაცმა შოკისმომგვრელი ინტერვიუ ესპანურენოვან ჟურნალთან "El Patriota" გააკეთა. იგი აცხადებს, რომ ბოლო 70 წლის მანძილზე იგი შურისმაძიებლებს გამოგონილი სახელით ემალებოდა. ადამიანების უმრავლესობას მისი მონათხრობის არ სჯერა, რადგან მამაკაცი დემენციითაა დაავადებული.

გერმან გუტენბერგი ამტკიცებს, რომ ვინაიდან ისრაელმა შეწყვიტა მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეთა ძებნა, მან გადაწყვიტა გამოჩენილიყო. ის მაინც არ აღიარებს თავის დანაშაულს(ან იმ ადამიანის დანაშაულს, ვისადაც თავს ასაღებს). ის ასევე ამბობს, რომ აპირებს ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას, რომელშიც აღწერილი იქნება მისი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები.

ამ ადამიანის აღიარებისა არ სჯერა ადამიანების უმრავლესობას. მისი არც საკუთარ ცოლს სჯერა, რომელიც მასთან ერთად უკვე 55 წელია ცხოვრობს. ის ამბობს, რომ გერმანი ნამდვილად იყო გარეული სამხედრო საქმეებში, თუმცა შეუძლებელია, იგი თავად ჰიტლერი იყოს. ქალბატონი, ასევე, ამბობს, რომ მისი მეუღლე ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯება და აქამდე არც ერთხელ არ უხსენებია რაიხის ყოფილი დიქტატორი.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ადამიანზე?

მკითხველთა შთაბეჭდილებები