7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს პარტნიორს სხვა ადამიანთან აქვს ემოციური კავშირი

Загрузка...

ფიზიკური ღალატის გაგება უფრო მარტივია, ვიდრე ემოციურისა. ქმარი დიდხანს ყოვნდება "სამსახურში", სახლში დაბრუნებულს სუნამოს სუნი ასდის, პერანგზე პომადის ლაქებია.. ყველაფერი ნათელია. მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რომ ის უბრალოდ სხვაზე ფიქრობს? თითქოს იგი თქვენ გვერდითაა, თუმცა მისი ფიქრები სხვის გარშემო ტრიალებს. თქვენთან ყველაფერი რიგზეა, თუმცა, ალბათ, მას გაუჩნდა ახალი ინტერესები, ახალი ლექსიკონი, უცნაური ქცევები.. ეს ყველაფერი შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ თქვენი ქმარი სხვა ქალბატონზეა შეყვარებული...

ფსიქოთერაპვეტი გვიყვება, თუ როგორ უნდა გავიგოთ ადრეულ ეტაპზე, რომ მეუღლე სხვა ქალითაა გატაცებული

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს პარტნიორს სხვა ადამიანთან აქვს ემოციური კავშირი

  1. თქვენი სექსუალური ცხოვრება ძალიან გაიშვიათდა ან პირიქით, ძალიან გახშირდა

    თუ თქვენს ქმარს ვიღაც ჰყავს და ეს ჯერ პლატონურია, სანამ ის თავის მიზანს მიაღწევს და ეს ურთიერთობა უფრო არ გასერიოზულდება, თქვენთან იგი სიყვარულით უფრო ხშირად დაკავდება. ფსიქოთერაპევტი ჯინი ლავი ამბობს, რომ თუ მეუღლე ახალი ობიექტის მიმართ ლტოლვას ვერ იკმაყოფილებს, უხეშად რომ ვთქვათ, იგი იმას იყენებს, რაც აქვს - ამ შემთხვევაში, თავის ცოლს. რა თქმა უნდა, ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგიერთი მამაკაცი, ასეთ შემთხვევაში, ცოლისგან თავს შორს დაიჭერს. მათი ლიბიდო დროებით ეცემა მანამ, სანამ ახალი ობიექტის მიმართ ლტოლვას არ დაიკმაყოფილებს.

  2. თქვენთვის იგი უგულო და მიუწვდომელი გახდა

    თუ თქვენი პარტნიორი ცდილობს სხვა ქალთან ურთიერთობის გაბმას, ის მოუკლებს თქვენთან თავისი საქმეების განხილვას. სხვა ადამიანებთან ახალი, ხშირი კონტაქტი, ლავის თქმით, მას დიდ ენერგიას მოითხოვს, რის გამოც მას უბრალოდ აღარ აქვს თქვენთან ურთიერთობის ძალა. თუ ის აღარ გიყვებათ ყოველდღიურ ისტორიებს, არ განიხილავს პრობლემებსა და ნიუანსებს თქვენთან, ესეიგი ის ამას სხვასთან აკეთებს. ეს სარწმუნო მტკიცებულებაა იმისა, რომ მამაკაცი სხვა ქალზე ფიქრობს. შემდეგი სტადია - ის ფიზიკურად თქვენთანაა, თუმცა ხვდებით, რომ ფიქრებით ის ძალიან შორსაა.

  3. მისი დამოკიდებულება თქვენ მიმართ შეიცვალა

    7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს პარტნიორს სხვა ადამიანთან აქვს ემოციური კავშირი

    თქვენ შორის უფსკრული გაჩნდა. ახლა უკვე ცდილობს დიდება მოიხვეჭოს და ამას თქვენი დამცირებით აკეთებს. მაგალითად, უეცრად მას აღარ მოსწონს თქვენი მომზადებული საჭმელი, აკრიტიკებს თქვენს გემოვნებას, მაშინ, როცა აქამდე მას ყველაფერი მოსწონდა რაც თქვენთან იყო დაკავშირებული.

  4. იცვლება მისი დამოკიდებულება სოციალური ქსელებისა და მესიჯების მიმართ

    თუ აქამდე მას მუდმივად ეზარებოდა მესიჯების წერა, ახლა კი 24 საათი ამას აკეთებს და სოციალურ ქსელებშიც ძალიან აქტიურია, ამაზე უნდა დაფიქრდეთ. ყველაფერს იმ შემთხვევაში გაიგებთ, თუ მას ჰკითხავთ, ვის წერს ასე გამუდმებით. სავარაუდოდ, ის დამალავს ტელეფონს, დაიბნევა და დაუდევარ ტყუილს იტყვის. ის ხვდება, რომ დამნაშავეა და ცუდად იქცევა, თუმცა ისეა შეპყრობილი ლტოლვით სხვის მიმართ, რომ იძულებულია ეს თქვენგან დამალოს. ასე, მისი აზრით, ის ტკივილს გარიდებთ თავიდან.

  5. ის გამუდმებით წარმოთქვამს მის სახელს

    ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებზე, თუმცა თუ მამაკაცი ხშირად ახსენებს ერთსა და იმავე სახელს, ესეიგი მასთან მთლად მეგობრული დამოკიდებულება არ აქვს.

  6. კამათის დროს ის სულ სხვაგვარად იქცევა

    თუ ის კამათის დროს ახალ სიტყვებსა და მაგალითებს იყენებს, სავარაუდოდ, "ის" არსებობს. რასაკვირველია, მამაკაცი ახალ ობიექტს უყვება სირთულეებზე თქვენს ურთიერთობებში, ის რჩევებს აძლევს, რომლებსაც თქვენთან საუბარში იყენებს. ეს სიტყვები მას სახლში "მოაქვს" და თქვენთან ამბობს.

  7. თქვენს საკუთარ ურთიერთობაში თავს მესამედ, ზედმეტად თვლით


თუ თქვენ თავს ნომერ პირველად აღარ თვლით და პარტნიორი აღარ გიზიარებთ მნიშვნელოვან მომენტებს, სამწუხაროდ, მას ვიღაც ჰყავს.

თუ ჩამოთვლილთაგან 2-3 "სიმპტომი" მაინც გაქვთ ამოჩემებული და ვერ ისვენებთ, კარგი იქნება, თუ თავად გაარკვევთ თქვენს ურთიერთობას. რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს, სიმართლე აუცილებლად უნდა გაარკვიოთ!

იმედი მაქვს, თქვენ არასდროს აღმოჩნდებით ასეთ სიტუაციაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: