11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

Загрузка...

ინდივიდს ისე არაფერი აბედნიერებს, როგორც საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთი. ადამიანი ბუნებით ხომ გამომგონებელი არსებაა? ჩვენმა რედაქციამ გაითვალისწინა ეს და ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხერხებს, რომელთა სახლის პირობებში ცდა ძალიან მარტივი გახლავთ.

  1. სახლის პირობებში გაკეთებული შეიკერი.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    სპრინგლსის ცარიელ ყუთს ძირზე ბასრი ხელსაწყოთი ნაჩვრეტები გაუკეთეთ და შიგნით სასურველი სანელებელი ჩაყარეთ.

  2. დაფა, რომელიც არ ცურავს.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    დააწებეთ დაფის ოთხივე მხარეს საშლელები და დაფა ცურვას აღარასოდეს დაიწყებს.

  3. გამაძლიერებელი.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    ცარიელ სპრინგლსის ყუთს თავი და ბოლო მოაჭერით, ხოლო შუაში პატარაზე ჩაჭერით. შიგნით თქვენი სმარტფონი მოათავსეთ. იმისათვის, რომ ის უფრო მტკიცე გახდეს, მას ჭიკარტები დაუმაგრეთ. ამ მეთოდით თქვენი სმარტფონის ხმა ბევრად უფრო ძლიერი გახდება.

  4. ბოთლის დამჭერი.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    აიღეთ რამდენიმე საშლელი და მაგიდაზე ისე დააწებეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ისინი ბოთლის ზომაზე უნდა იყოს დამაგრებული. ეცადეთ საშლელი მაგიდაზე კარგად დაამაგროთ, ის მტკიცე უნდა იყოს. ამ ხერხის წყალობით ბოთლიდან სითხე ხელის გაკვრის შემთხვევაში არასდროს გადმოიქცევა.

  5. ბურთი სტრესისთვის.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    მსგავსი ბურთის გაკეთება ძალიან მარტივია. ბურთში მოათავსეთ კბილის პასტა და მას თავი კარგად შეუკარით. თუკი გსურთ ბურთი უფრო მაგარი გახდეს, იგი კიდევ ერთ ბურთში ჩადეთ.

  6. გასაღების დასაკიდი.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    1. აიღეთ საშლელი და მას ჭიკარტები დააწებეთ.
    2. საშლელი მაგიდაზე წებოს დახმარებით დაამაგრეთ.
    3. თქვენ ამ საკიდზე ნებისმიერი პატარა ნივთის დაკიდება შეგიძლიათ.


  7. პოპკორნის ხელსაწყო.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    ამ ხელსაწყოს გასაკეთებლად თქვენ 2 ცარიელი ქილა დაგჭირდებათ. გაჭერით ერთი ქილა შუაზე და მეორე ზემოდან დაადეთ. ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მეორე ქილას შუა ნაწილი უნდა ჰქონდეს ჩაჭრილი, ხოლო ქვემოდან პატარა სანთელი უნდა ახურებდეს.

  8. ჭიქა.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    აიღეთ 2 ლიტრიანი ბოთლი. მოხატეთ იგი ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა და გამოჭერით. თქვენ ჭიქას მიიღებთ. მგონი რთული არ არის ხომ?

  9. ქაფის სათამაშო.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    შუაზე გაჭერით ნახევარლიტრიანი ბოთლი და მას წინდის ზედა მხარე ჩამოაცვით. წინდიანი ნაწილი თქვენ საპნიან წყალში ცოტა ხნის განმავლობაში უნდა გააჩეროთ, ხოლო შემდეგ ამოიღოთ და ბოთლს ჩაბეროთ. ამ გზით თქვენ უამრავ საპნის ბუშტს წარმოქმნით. ეს მეთოდი მშობლებს ბავშვები გართობაში ეხმარება. სცადეთ თქვენც!

  10. ალის იარაღი.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    აიღეთ 2-3 სანთებელა და ისინი ერთმანეთზე ლენტით ან რაიმე სხვა საშუალებით გადაახვიეთ. სანთებელები ჩვეულებრივ ფრჩხილის იარაღს მიუმაგრეთ და სასხლეტს დააწექით. ალის გაკონტროლება სასხლეტით შეგიძლიათ. რაც უფრო მაგრად დააჭერთ მას, მით უფრო ძლიერი იქნება ალი.

  11. წვენის საწური.

    11 გასაოცარი რამ, რომლის გაკეთება სახლის პირობებში დამოუკიდებლად შეგიძლიათ!

    ამ ხელსაწყოს გასაკეთებლად თქვემ 2ც პლასტმასის ბოთლი დაგჭირდებათ. ერთი ბოთლი დიდი უნდა იყოს, ხოლო მეორე პატარა. გაჭერით დიდი ბოთლი შუაზე და მასში პატარა ბოთლი ამოყირავებულად მოათავსეთ. პატარა ბოთლი მასში ჩხირების მეშვეობით ჩაამაგრეთ. ამ მეთოდით თქვენ მინიატურულ წვენსაწურს მიიღებთ. ცდად ნამდვილად ღირს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები