რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

Загрузка...

მაღაზიაში შეძენილი პროდუქტები, ხშირად, დამატებით უცნაურ კომპონენტებს შეიცავს. OXOTV-ის რედაქციამ გადაწყვიტა გაეგო, თუ რისგან შედგება ჩვენი ყველაზე საყვარელი საკვები.

შემოთავაზებული ინფორმაცია სულაც არაა იმის საბაბი, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტზე უარი თქვათ. უბრალოდ აკონტროლეთ მათი ზომა, განსაკუთრებით ბავშვებთან. საყიდლებისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად მიჰყევით სტატიის ბოლოს მოცემულ რჩევებს.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

ცილის ემულსია - შემაერთებელი ქსოვილის, კანის ნაწიბურები. ემულსიის მოცულობა დამოკიდებულია წარმოების ხარისხსა და მწარმოებელზე, საშუალოდ, მისი საშუალო წილი ვარირებს 40-დან 60%-მდე. გემოსა და იერის გასაუმჯობესებლად და მოხმარების ვადის გასახანგრძლივებლად პროდუქტს ემულგატორებს, კონსერვანტებს, საღებავებსა და გემოს გამაძლიერებლებს უმატებენ.

აირჩიეთ ძეხვი ნატურალური შეფუთვით და, სანამ ბავშვს მიაწოდებდეთ, მოხარშეთ ძეხვი, რათა მარილი და სხვა ნაკლებად სასარგებლო შემცველობა ჩამოშორდეს.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

კონცენტრატი - პიურე, რომელიც შედგება პომიდვრისა და სახამებლისგან. კონცენტრატში პომიდორის მოცულობა დამოკიდებულია კეჩუპის ხარისხსა და მწარმოებელზე. საშუალოდ, იგი მერყეობს 6-10%-მდე. ზოგიერთი მწარმოებელი კონცენტრატში ვაშლს ან ქლიავს ამატებს. თხევად კომპონენტად, ხშირად, სიმინდის სიროფს იყენებენ, რომელიც პროდუქტს სიბლანტეს ანიჭებს და შედის კონსერვანტების სიაში.

კეჩუპის შერჩევისას დააკვირდით მასზე წარწერებს. შეიძინეთ პროდუქტი, რომელსაც აწერია "ექსტრა" ან "მაღალი კლასი".

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

კრაბის ჩხირებისთვის ფარშს არც ისე ძვირადღირებული თევზებისგან ამზადებენ. ფილე იწმინდება, ირეცხება, რათა თევზის სუნი გაუქრეს, შემდეგ მუშავდება. სხვა კომპონენტები: მარილი, შაქარი, სოიოს ცილა, მცენარეული ზეთი, საღებავები(ყველაზე ხშირად, კარმინი) და გემოს დანამატები.

ხარისხიანი კრაბის ჯოხები გაყინულ მდგომარეობაში არ ტყდება. მაგარი მასა, რომელიც გადაღუნვისას ტყდება, უხარისხოა და შეიცავს ბევრ სახამებელს.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

ხშირად, ჩიფსები არა ყველისგან, არამედ აღდგენილი კარტოფილისგან მზადდება(ფხვნილის სახით), რომელსაც ბრინჯის ან სიმინდის ფქვილს უმატებენ. თერმული დამუშავების შედეგად, ჩიფსებში ჩნდება აკრილამიდი(კანცეროგენი). ზოგიერთი მწარმოებელი ამ ნივთიერების ნორმას აჭარბებს (2მკ/კგ) 1000ცალ ჩიფსში.

ჩიფსები, რომლებსაც მთელი კარტოფილისგან ამზადებენ, უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ვინაიდან მათ ბევრ ზეთში წვავენ, ხოლო ფხვნილისგან დამზადებულ ჩიფსებს უცხიმოდ აცხობენ. არჩევანი თქვენზეა.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გარდა, ზოგიერთი ფანტელი შეიცავს პალმის ზეთს. ასევე, ზოგიერთ ფანტელში შედის სიმინდის სიროფი, რომელიც დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, რაც, ხშირად, არაა ასახული შეფუთვაზე.

სახმებლისა და შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ექიმები ურჩევენ მშობლებს, არ მისცენ შვილებს ყოველ დილით სიმინდის ფანტელები. ყველაზე მეტ შაქარს ხილის ფანტელები შეიცავს.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

ხილის იოგურტში რეალურად, ხილის დანამატები 1-5% ხილს შეიცავს. დანამატი, ასევე, შეიცავს სახამებელს, არომატიზატორებს, საღებავებსა და მჟავიანობის მარეგულირებელს. სტაბილიზატორის დანიშნულებით, იოგურტში გამოიყენება სახამებელი, რეზინი, ჟელატინი, ალგინატი და ნატრიუმი.

იოგურტის ოპტიმალური შემადგენლობა - მთელი რძე და ბაქტერიები(ბიფიდობაქტერიებისა და რძემჟავას შემცველობა მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადასთან ახლოს). შემადგენლობაში, ასევე, დასაშვებია კრემი და რძის შრატი.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

პასტის წარმოებაში გამოიყენება მცენარეული წარმოშობის კარაქი, ხშირად, პალმისა. სხვა კომპონენტები: ვანილინი, ემულგატორები, დამატკბობლები და არომატიზატორები.

შეიძინეთ პასტა, რომელიც არაა დაფარული თეთრი საფარით. ასეთ პროდუქტებში დიდი რაოდენობით შედის პალმის ზეთი და ნაკლებად - კაკაო. შოკოლადის პასტის მსოფლიო მწარმოებლები გვირჩევენ, დღეში არაუმეტეს 2 ჩ/კ პასტის მიღებას.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

ხარისხიანი შოკოლადი მხოლოდ კაკაოს ზეთისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა მას ხშირად უმატებენ პალმის, ქოქოსის ან შიის ზეთს. სხვა კომპონენტებია: ემულგატორები(ხშირად, ლეციტინი), არომატიზატორები და გემოს დანამატები.

ხარისხიანი შოკოლადი უნდა იყოს მაგარი და ხრაშუნა, გატეხვისას უნდა ჰქონდეს ხმა.

რისგან შედგება რეალურად სასუსნავები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს

შედედებული რძე მიიღება რძის აორთქლებით(დაახლ. 1.5ლ საჭირო 1 ქილისთვის), ამიტომაც მასში მხოლოდ ძროხის რძის ცხიმი შედის. ხშირად, მწარმოებლები ამცირებენ რძის შემცველობას და მოცულობის გასაზრდელად იყენებენ მცენარეულ ცხიმსა და დამატკბობლებს.

საერთო რჩევები პროდუქტების არჩევისას

  • ძირითადი პრინციპი - რაც უფრო ნაკლები კომპონენტია მითითებული შემადგენლობაში, მით უფრო ნატურალურია პროდუქტი. დაიმახსოვრეთ მარკები არარეკომენდებული საკვები პროდუქტებისა.

  • ისეთი დასახელებები, როგორებიცაა "იოგურტინო", "შოკოლადის ფილა", "უგემრიელესი შედედებული რძე" და ა.შ, უფლებას აძლევს მწარმოებლებს წესების დარღვევისა. აღნიშნვა "TU" ნიშნავს იმას, რომ მწარმოებელი გაემიჯნა სტანდარტებს და ჩამოაყალიბა საკუთარი "პირობები".

  • მოერიდეთ შაქრის შემცველ პროდუქტებს. შაქარი შესაძლებელია აღინიშნოს როგორც "სორბოზა", "მელასა", "დექსტროზა" და სხვა დასახელებებით, რომლებიც "ოზა"-თი ბოლოვდება. ხელოვნური ანალოგებია E967(ქსილიტი) E954(სახარინი) და მსგავსი დანამატები, რომლებიც E9-თი იწყება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: