ბუნებრივი საშუალებები ყელისა და გულ-მკერდის არეებიდან ნაოჭების მოსაშორებლად.

Загрузка...

ჩვენ მუდამ ვიხედებით სარკეში და ვაფასებთ საკუთარ ვიზუალს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ გამოვყურებით, რას ფიქრობენ ჩვენზე გარშემომყოფები და ა.შ ასაკთან ერთად ფიზიკურ სილამაზეს ნებისმიერი ადამიანი კარგავს, ხოლო ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ იმ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა წყალობით ნაოჭებს ყელისა, თუ გულ-მკერდის არეებიდან სამუდამოდ დაემშვიდობებით.

იცოდით, რომ ადამიანები საშუალოდ სიცოცხლის 23 წელს ძილში ატარაბენ? ნუ გიკვირთ, ეს სრული სიმართლეა. ძილი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელზეც ინდივიდი უარს ფიზიკურად ვერ იტყვის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძილის პროცესში სხეული დუნდება, ისვენებს და ძალებს აღიდგენს. იგი აუცილებელია. მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმი ვერ გაძლებს. ძილთან ერთად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პოზამ კერძოდ, თუ რა პოზასი სძინავს პირს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხეულის კონკრეტულ მდგომარეობაში დიდი ხნით გაჩერებამ შესაძლოა სხვადასხვა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. გულზე ძილი ადამიანს მკერდისა და ყელის არეებში ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს, ასევე გვერდულად, ნახევრად მუცელზე. საუკეთესო პოზა ზურგზე წოლა გახლავთ. ამ პოზაში ნაოჭების გაჩენის შანსები საგრძნობლად იკლებს.

გულ-მკერდისა და ყელის მოსისხლე მტერი მზეც გახლავთ. მოგეხსენებათ მზის სხივები დიდად უსაფრთხო არ არის. დიდი ხნის განმავლობაში მზეში დგომა თქვენს კანს აშრობს, აუხეშებს და აბერებს. მზის რადიაციული სხივები ორგანიზმის ქსოვილს თანდათანობით შლის. ისინი ეპითელიმს საკუთარ ელასტიურობასა და სხვა თვისებებს უკარგავს.

თქვენ მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველდღიური ჩვევების წყალობით შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნათ. ადამიანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ კონკრეტულ საკვებსა, თუ ჩვევაზე აუცილებლად უნდა თქვას უარი. არსებობს უამრავი ხალხური მეთოდი, რომელთა დახმარებით ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს მარტივად გაუმკლავდებით და აღმოფხვრით.

ბანანის ნიღაბი.

  1. ბანანი კანს სწრაფად და მარტივად აახალგაზრდავებს. აიღეთ მწიფე ბანანი და მისგან ფაფა გააკეთეთ.

  2. ამ ფაფის 1 სუფრის კოვზი შეურიეთ ვარდის ნაყოფის ესენციურ ზეთსა და ვარდის წყალთან.

  3. მიღებული მასა პრობლემურ ზონებზე წაისვით და 30 წუთი გაიჩერეთ.

  4. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჩვეულებრივი წყლით ჩამოიბანეთ.

  5. პროცედურა სასურველი შედეგის მიღებამდე კვირაში 3ჯერ გაიმეორეთ.


ლუდის ნიღაბი.

ძირითადი პრობლემა, რომელსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ არის ორგანიზმში კოლაგენის ნაკლებობა. მისი დეფიციტი კანის დეჰიდრატაციასა და დაბერებას განაპირობებს, ამის თავიდან ასაცილებლად იდეალური საშუალებაა ლუდის ნიღაბი.

  1. აურიეთ ჩვეულებრივი იოგურტი 1 სუფრის კოვზ ხორბლის თესლსა და 1 სუფრის კოვზ ლუდის საფუართან.

  2. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და ყელზე წაისვით. აცადეთ მას გახმეს.

  3. პროცედურა კვირაში 3ჯერ გაიმეორეთ და რამდენიმე კვირაში შედეგი თავად შეაფასეთ.


სასარგებლო რჩევები.

  • ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზე ძალიან აჭერს.

  • იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული.

  • ეცადეტ ნაკლებად მიირთვათ წითელი ხორცი.

  • რაციონში ხორბლის ოდენობა შეამცირეთ.

  • უარი თქვით მავნე პროდუქტებზე. სწრაფი კვება ორგანიზმის პირველი მტერია!


OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: