რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ


კარგად ვიცით, რომ ძილის უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, იწვევს სტრესსა და ნაადრევ დაბერებას. აღმოჩნდა, რომ ორგანიზმისთვის ძილი კი არა, სწორად ძილია საჭირო. ძილის დროს ზოგიერთი პოზა იწვევს ხერხემლის ტკივილს, დაძაბულობასა და ნაოჭებსაც კი. კოსმეტოლოგთან გამაახალგაზრდავებელ პროცედურამდე უკეთესი იქნება თუ უბრალოდ ძილის ჩვევებს შეიცვლით.

  1. დაილაგეთ ბალიშები ხელების ქვემოთ

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    თუ თქვენ მიეჩვიეთ გვერდზე წოლას, ყველაზე მეტად დაგინაოჭდებათ სახე და დეკოლტე. თავიდან გაგიჭირდებათ ზურგზე წოლა, თუმცა ამას გაგიმარტივებთ იდაყვების ქვემოთ დალაგებული ბალიშები. როცა გვერდზე მოგინდებათ გადაბრუნება, ბალიში ხელს შეგიშლით. რა თქმა უნდა, რამდენიმე კვირა მოგიწევთ დისკომფორტის ატანა, სანამ ახალ პოზას შეეჩვევით, თუმცა ჯანმრთელობისა და მორალური მდგომარეობის გაუმჯობესება დიდხანს არ დააყოვნებს.

  2. ორივე მხარეს დაილაგეთ მძიმე საგნები

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    კიდევ ერთი ვარიანტი ზურგზე წოლისთვის - წიგნები და სხვა მძიმე საგნები ხელს შეგისლით გვერდზე გადაბრუნებაში.

  3. დაიდეთ ბალიში მუხლების ქვემოთ

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    თუ ზურგზე წევხართ, დიდია ალბათობა იმისა, რომ მყესი ან ნერვი დაგეჭიმოთ. ამისგან თავის ასარიდებლად დაიდეთ ბალიში მუხლების ქვეშ. როცა ფეხები სხეულზე უფრო მაღლაა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ამასთან, იხსნება წელის დაძაბულობა, რაც ხშირად იწვევს წელის ტკივილებს.

  4. დახვეული პირსახოცი დაიდეთ თავქვეშ

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    დიდი ბალიში ხერხემლისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა. საუკეთესო ვარიანტია, შეიძინოთ მოზრდილი ორთოპედიული ბალიში ან თავქვეშ დაიდოთ დახვეული პირსახოცი.

  5. შეარჩიეთ მოხერხებული მატრასი

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    ჯანსაღი ძილი უაზრობაა ორთოპედიული მატრასის გარეშე. თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით, შეარჩიეთ უფრო რბილი ან უფრო მაგარი მატრასი.

  6. ღამით ჩაიცვით სპეციალური ბიუსტჰალტერი

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    ბამბის ან ლიკრის ბრა დაიცავს მკერდს უსწორმასწორობისა და დაძაბულობისგან გვერდზე წოლის შემთხვევაში.

  7. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    მშრალი კანი უფრო მიდრეკილია დანაოჭებისაკენ. გამოიყენეთ უცხიმო, დამატენიანებელი კრემი დეკოლტის არეში.

  8. მოერიდეთ მძიმე საკვებს

    რა პოზაში უნდა დაიძინოთ, რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

    კალორიული, ცხიმიანი და ნახშირწყლებით გაჯერებული საკვები ძალიან ცუდი არჩევანია, განსაკუთრებით კი ღამით. საკვები, რომლის გადამუშავებასაც ძილის დროს ვერ ასწრებს საჭმლისმომნელებელი აპარატი, იწვევს დუღილის პროცესს, რაც ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს. ამასთან, იგი უკარგავს კანს ელასტიურობას.
დაიმახსოვრეთ, რომ ჯანსაღი ძილი - ეს მშვიდი ძილია. მიეცით თავს დასვენების საშუალება, ნუ იმუსავებთ გვიანობამდე და ნუ მიიღებთ მაღალკალორიულ საკვებს.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: