10 გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

Загрузка...

თუ თქვენ ყოველთვის ოცნებობდით კერძო კუნძულზე თუნდაც ერთი ღამის გატარებაზე, თქვენ მარტო არ ხართ. როგორც აღმოჩნდა, მთელი კუნძულის დაწირავება შესაძლებელია მხოლოდ 307$-ად.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო კერძო კუნძულს, რომელთა დაჯავშნა პირდაპირ საიტიდან შეგიძლიათ და მათი უმეტესობა ორადგილიან ლუქს ნომერზე უფრო იაფიც კი დაგიჯდებათ.

თუ თქვენ გეგმავთ გრანდიოზულ დაბადების დღეს, აღნიშნავთ წლისთავს ან უბრალოდ განტვირთვა გესაჭიროებათ - კერძო კუნძული ორიგინალური არჩევანია.
ბელიზის კამკამა წყლებიდან ბაჰამის ტროპიკულ სამოთხემდე - გთავაზობთ 10 საუკეთესო კერძო კუნძულს:

10. მდინარე კოლეტონის პლანტაცია, აშშ, $307

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ეს კერძო კუნძული კურორტ ჰილტონ-ჰედიდან არც ისე შორს მდებარეობს, თუმცა, მასთან შედარებით, აქ სულ სხვა სამყაროა. სამხრეთი კაროლინის შტატის მიწებზე სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ 150 აკრის(0.6 კვ.კმ) ფართობის ხელუხლებელი ბუნებით.

9. ჩიტის კუნძული, ბელიზი, $435

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ეს კუნძული-სამოთხე მოქცეულია მარჯნის რიფებს შორის, გარს კრისტალურად სუფთა წყალი და ზღაპრული ზღვის ფაუნა აკრავს, ამასთან, კუნძულზე მთელი წლის განმავლობაში ულამაზესი ამინდია.

8. არეა 51, ფარვატერის ყურე, ბაჰამის კუნძულები, $450

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ინებივრეთ კარიბული მზის სხივების ქვეშ ძველმოდურ კოტეჯებში კერძო კუნძულზე. ფასში შედის მოსამსახურე პერსონალიც, ასე, რომ მთელი საზრუნავი შეგიძლიათ კონტინენტზე დატოვოთ.

7. კერძო კუნძული გაქირავებით, ათასი კუნძული, ნიუ-იორკი, $604

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ეს კუნძული თავისი ხის კოტეჯებით განლაგებულია ტბა ტე-აილსზე, რომელიც ცნობილია თბილი წყლით. ბანაობის შემდეგ, სტუმრებს შეუძლიათ, დაისვენონ მრგვალ ნავმისადგომზე და დატკბნენ 360 გრადუსიანი წყლის ხედით.

6. პოინტ ჰაუსის პროსპექტი, ბაჰამა, $720

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

კუნძული, რომელიც განლაგებულია შორეულ სანაპიროზე, იდეალური ადგილია გარესამყაროსგან მოსაწყვეტად. სტუმრებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის გართობას პლიაჟზე, მათ შორის, ველურ ღორებთან ერთად ცურვასა და ქარის სერფინგს.

5. იპილის ნავსადგური, ფილიპინები, $801

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

იდეალური ადგილი ტროპიკული დასვენებისთვის. ეს კუნძული მდებარეობს პალავანში - ფილიპინების არქიპელაგზე, რომელიც 1780 კუნძულისაგან შედგება. სტუმრების განკარგულებაშია 3-საძინებლიანი ვილა, ქვიშიანი სანაპირო და კირქვის მაღალი კლდეები.

4. აღმოსავლეთი სისთერ როქ აილენდი, ფლორიდა, $1613

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ტროპიკული კუნძული განლაგებულია ფლორიდა-კისის არქიპელაგის შუაგულში, ძრავიანი ნავით ხმელეთიდან სულ 3 წუთის სავალზე. აქ შეგიძლიათ ვერტმფრენით ჩამოსვლაც - კუნძულს საკუთარი ასაფრენი ბილიკი აქვს.

3. ექსკლუზიური კერძო კუნძული, ბელიზი, $1643

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ეს კუნძული 14 ადამიანზეა გათვლილი და ითვალისწინებს მძღოლს, მენავეს, სრულ პერსონალს, ზღვის სპორტის აღჭურვილობასა და მაიას მთების ულამაზეს ხედს.

2. ალუბლის კუნძული, კანადა, $2466

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ეს მილიონიანი კოტეჯი, რომელიც 4 აკრის ფართობის კერძო კუნძულზეა მოთავსებული, მდებარეობს ტბა მუსკაკის შუაგულში, ონტარიოში. სტუმრებს შეუძლიათ ტბაში ბანაობა და პლიაჟზე კოცონის დანთება.

1. როიალ ბელიზი, ბელიზი, $5000

10  გასაოცარი კერძო კუნძული, რომელთა ფასიც ერთი ღამით 307$-დან იწყება

ეს ბელეზური კუნძული სრული პერსონალით სიაში ყველაზე ძვირია, რაც სულაც არ არის გასაკვირი. აქ გათვალისწინებულია 18 ადგილი, ზღვის თხილამურები, მოწყობილობები წყალქვეშა ცურვისთვის, სერფინგის დაფები და იდეალური საშუალებები დაივინგისათვის.

თქვენ რას ფიქრობთ ამ კუნძულებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: