თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რომ თავიდან აიცილოთ უბედურება

Загрузка...

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი ორგანიზმის ყველაზე სუსტი ადგილი - სისხლძარღვებია, და ეს მართლაც ასეა. სუსტი სისხლძარღვები შეიძლება გახდეს ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობის ჩავარდნის მიზეზი, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ყველაზე სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ საგანგაშო სიმპტომები, რომ ზომები დროულად მივიღოთ და ექიმს მივმართოთ.

დღეს ვილაპარაკებთ ერთ-ერთ ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვებთან, - ეს არის თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა. გახსოვდეთ, რომ ყველაზე სახიფათო წარმონაქმნიც კი არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას ზიანს, თუ დროულად მიიღებთ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას.

მოდით გავერკვიოთ, რას წარმოადგენს თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა, როგორი სახეობების არის და რა მოვუხერხოთ.

ანევრიზმას უწოდებენ პათოლოგიას, რომლის დროსაც სისხლძარღვის მონაკვეთი თავის ტვინში ზომაში იზრდება სისხლძარღვის კედლის სისუსტის გამო. ანევრიზმის გამობერილმა მონაკვეთმა შეიძლება ზეწოლა მოახდინოს გარშემო ქსოვილებზე, მაგრამ ყველაზე სახიფათოა ის, რომ ანევრიზმა შეიძლება გასკდეს და სისხლი ჩაიღვაროს ტვინის მიმდებარე ქსოვილებში.

თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რომ თავიდან აიცილოთ უბედურება

თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის გასკდომა - ეს არის მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება და ხშირად მივყავართ ფატალურ დასასრულამდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ანევრიზმის დროული აღმოჩენა და ექმისადმი მიმართვა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ანევრიზმა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და არ იყოს ასაკზე დამოკიდებული, ამიტომ მნიშვენოვანია გამოკვლევების რეგულარული ჩატარება.

როგორი შეიძლება იყოს ანევრიზმები და რა სიმტომები მეტყველებს მის არსებობაზე?

  1. პატარა ანევრიზმები. ასეთი ტიპის ანევრიზმები შედარებით გავრცელებულია, და შეიძლება მისი ძალიან არ გვეშინოდეს. ასე, ზოგიერთი კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 6-9 პროცენტს შეიძლება ანევრიზმა ქონდეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ზემოქმედებას არ ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე. ის არანაირ სიმპტომს არ იწვევს, ამიტომ შეიძლება მის შესახევ ვერასდროს გაოგოთ.

    თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რომ თავიდან აიცილოთ უბედურება

  2. საშუალო ანევრიზმები. თუ ეს წარმონაქმნი საკმაოდ დიდი ხდება, ის იწყებს ზეწოლას ტვინის უახლოესი ქსოვილებზე. ტვინის ნევრსა და ქსოვილებზე ზეწოლას უკვე ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები, და საჭიროა მათზე დროული ყურადღების მიქცევა. თუ საკუთარ თავს ან ახლობლებს შეამჩნიეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • ძლიერი და ზუსტად ლოკალიზებული თავის ტკივილი;
  • გულისრევა და ყლაპვის ფუნქციის დარღვევა;
  • მხედველობის გაუარესება ან გაორმაგებული ხედვა;
  • ტკივილი თვალის არეში;
  • ენისა და კიდურების სისუსტე და დაბუჟება;
  • მეტყველების დარღვევა.

  • ანევრიზმის გასკდომა. იმ შემთხვევაში, თუ ანევრიზმა მაინც გასკდა, სისხლი იწყებს გარშემო ქსოვილებში მოხვედრას, ანუ ადგილი აქვს ინსულტს. ამ სისხლდენას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი. თუ თქვენს გვერდით ვინმეს ასეთი სიმპტომები აქვს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება:


    • ძალიან ძლიერი და მკვეთრი თავის ტკივილი (პაციენტები მას ღწერენ როგორც ყველაზე ცუდ თავის ტკივილს ცხოვრებაში);
    • გონების დაკარგვა;
    • გულისრევა და ღებინება;
    • კისრის გაშეშება;
    • უეცარი ცვლილებების ფსიქიკურ მდგომარეობაში;
    • სიარულისპრობლემები და თავბრუსხვევა;
    • გაფართოებული გუგები (ამასთან შეიძლება მხოლოდ ერთი გუგა იყოს გაფართოებული);
    • სინათლის შიში;
    • კრუნჩხვები.

    ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელობანია დაუყოვნებლივ მიმართოთ საავადმყოფოს.

    ვინ არის რისკის ზონაში?

    ანევრიზმის წარმოქმნაზე მოქმედებს ასაკი და მემკვიდრეობითობა. გამოკვლევების მონაცემებით, ამ დაავადებისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილი არიან ადამიანები 35- დან 60 წლამდე, უმეტესად ქალები. ასევე დიდი მნიშველობა აქვს ცხოვრების სტილსაც. მაგალითად, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება ბევრჯერ ზრდის რისკს. მოწევა აგრეთვე ზრდის თავის ტვინის ანევრიზმის წარმოქმნას. თუ თავის ტვინის ტრამვული დაზიანება გადაიტენთ, ექიმს უნდა მიმართოთ, რომ ანევრიზმის წარმოქმნა გამორიცხოთ.

    როგორც კვლევები აჩვენებს, ყოველ 10 წუთში მსოფლიოში ადგილი აქვს თავის ტვინის ანევრიზმის გასკდომას და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების 40% იღუპება. უბედურება რომ თავიდან ავიცილოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ დაავადების რისკის ფაქტორებისა და სიმპტომების შესახებ. ამ ინფორმაციამ შეიძლება გადაგირჩინოთ სიცოცხლე თქვენ და თქვენს ახლობლებს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო სტატიის გაზიარება!

    თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და ტკივილები გაქვთ, რეკომენდაციას გაძლევთ ექიმს მიმართოთ. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

    მკითხველთა შთაბეჭდილებები

    მოიწონეთ ჩვენი გვერდი: