უსახლკარო მაღაზიიდან გასვლაზე უარს აცხადებდა. ადგილზე მისულ პოლიციას ასეთი სანახაობა დახვდა

Загрузка...

ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრში უსახლკარო მოხუცი უარს აცხადებდა შენობის დატოვებაზე და თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის თანამშრომელი, ხოსე ფლორესი დაყოვნებლივ გამოცხადდა გამოძახების ადგილას, რადგან იცოდა, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევებში ადამიანები.

პოლიციელი მიუახლოვდა მაღაზიას და ემზადებოდა მწვავე სიტუაციასთან გასამკლავებლად, თუმცა მას შემდეგი სურათი დახვდა: იმის ნაცვლად, რომ მოხუცი გაეგდოთ, თანამშრომლები მისთვის ფულს აგროვებდნენ და ადგილიც კი უშოვეს, სადაც ცხოვრებას შეძლებდა.

ოფიცერი ფლორესისთვის ადამიანების ასეთი საქციელი შთაგონება იყო და გადაწყვიტა, ამ კეთილ საქმეში თავისი წვლილი შეეტანა. მისი მოვალეობა იყო მოხუცის თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაყვანა, თუმცა ასე არ მოქცეულა. თანაც, შეამჩნია, რომ მოხუცს ძალიან თხლად ეცვა ცივი ამინდის მიუხედავად.

ფლორესმა მამაკაცი ტანსაცმლის უახლოეს მაღაზიაში წაიყვანა და ახალი ყელიანი ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი და ხელთათმანი უყიდა. მან გადაწყვიტა, მოხუცი თავშესაფარში წაყვანამდე ყველაფრით უზრუნველეყო.

რა შესანიშნავია, როცა ადამიანები ეხმარებიან მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. იმედია, ეს ისტორია შთაგაგონებთ სიკეთის კეთებისათვის.

მოგვიყევით მსგავსი ისტორიები კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები