რას აფასებთ ყველაზე მეტად? აირჩიეთ ფოტო და გაიგეთ რაღაც ახალი თქვენს პიროვნებაზე

Загрузка...

მოგწონთ ფსიქოლოგიური ტესტები? გასაოცარია, რამდენი რამის გაგება შეგიძლიათ მათი დახმარებით საკუთარ თავზე. მაგრამ იცოდით, რომ თქვენ შეგიძლიათ ღრმად ჩააღწიოთ საკუთარ პიროვნებაში კონკრეტული სურათის ამორჩევით? თქვენ უბრალოდ ეს მარტივი ტესტი უნდა გაიაროთ.

როგორც იცით, ზიგმუნდ ფროიდმა უდიდესი წვლილი შეიტანა ფსიქოანალიზსა და ზოგადად ფსიქოლოგიაში. გასაოცარია, როგორ შეეძლო მას ადამიანის შინაგანი სამყაროს ანალიზი. ეს უნიკალური ტესტი ადამიანის ტიპის დასადგენად შეიქმნა. ნუ მოგერიდებათ, სცადეთ.

ტესტი ძალიან მარტივია. ზემოთ მოცემული 3 ფოტოდან უბრალოდ ამოირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ნახეთ შედეგები.



თავისუფლება
სრულიად ბედნიერი ადამიანი ხართ. გაქვთ არაჩვეულებრივი ინტუიციის გრძნობა, ამიტომაც კარგად იცით, როგორ უნდა მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ცდილობთ მხოლოდ იმის გაკეთებას, რაც მოგწონთ და აბსოლუტურად არ ხართ დამოკიდებული სხვის მოსაზრებებზე. მახვილი გონება და თვალი გაქვთ. თქვენთვის მთავარია მხოლოდ ბალანსის პოვნა მას შორის, თუ რა გინდათ და რა გჭირდებათ. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგადაა.



სიყვარული
სიყვარული გეხმარებათ ბედნიერად და ხალისიანად ცხოვრებაში. მტკიცედ გჯერათ, რომ სიყვარულის გარეშე ცხოვრება სეუძლებელია. გიყვართ მხიარულება და დროის უზრუნველად გატარება, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გაურბიხართ, არამედ სულიერად აუცილებლად გესაჭიროებათ ხშირი განტვირთვა. იმისთვის, რომ გვერდიდან ეს საქციელი ეგოიზმად არ ჩაგეთვალოთ, უფრო მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად.



ოჯახი
მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ოჯახმა თქვენით იამაყოს. თქვენ ფასეულობებითა და პრინციპებით აღგზარდეს, ამიტომაც ცხოვრებაში ადვილად იღებთ მყარ გადაწყვეტილებებს. თქვენი გრძნობები "არასწორისა" და "სწორის" მიმართ განუსაზღვრელია. ეცადეთ საკუთარ წესებისა და პრინციპების დაცვას და ყველაფერი კარგად იქნება.

მოგეწონათ ტესტი? შედეგი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები