7 მარტივი ხერხი, ასაკზე ბევრად ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ

Загрузка...

თუნდაც შინაგანად თავს ახალგაზრდად და აქტიურად გრძნობდეთ, სარკეში თქვენი გამოსახულება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოიყურებოდეთ იმ ასაკის შესაბამისად, როგორც გრძნობთ თავს.

7 მარტივი ხერხი, ასაკზე ბევრად ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ

დაჯექით სწორად

7 მარტივი ხერხი, ასაკზე ბევრად ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ

ადამიანები გამართული მხრებით ბევრად ახალგაზრდად, თავდაჯერებულად და ბედნიერად გამოიყურებიან. თანაც, თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ: სახსრების, კუნთებისა და თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

დაკავდით იოგით ან პილატესით. ეს ვარჯიშები გაამაგრებს მუცლის კუნთებს, რაც დაგეხმარებათ, სხეული ვერტიკალურად დაიჭიროთ. გარდა ამისა, თუ მჯდომიარე ცხოვრების წესი გაქვთ, ყოველ საათში შეასრულეთ აჭიმვები.

გაიღიავეთ წარბები

ექსპერტების თქმით, სქელი მუქი წარბები ასაკს გვმატებს, როცა ღია წარბებს უკუეფექტი აქვს. წარბების ტონიკით შეღებვა ფართო და მომხიბვლელ მზერას გჩუქნით 4-6 კვირით. იმიჯი რუჟით დაასრულეთ.

გამოიყენეთ ჰაილაითერები

7 მარტივი ხერხი, ასაკზე ბევრად ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ

შეიძინეთ რამდენიმე ჰაილაითერი სახის კონტურირებისთვის, თმის ფერზე 2 ტონით ღია. ამის წყალობით, კანი უფრო მბზინვარე და ჯანსაღი გამოჩნდება, რაც ახალგაზრდობის პირველი ნიშანია. ასევე შეძლებთ 40 წელს გადაცილებული ქალისთვის დამახასიათებელი ცვლილებების შენიღბვას.

გაიზარდეთ გრძელი თმა... ან შეიჭერით

ექსპერტების თქმით, თუ სქელი თმა გაქვთ, მხრებამდე სიგრძე გაგაახალგაზრდავებთ. თხელი თმის შემთხვევაში, მოგიხდებათ მოკლე ვარცხნილობა.

შეიძინეთ ახალი ბიუსტჰალტერი

ასაკთან მკერდი ჩამოიწელება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამის დემონსტრირება არ ღირს. პირველივე ნიშნებისას, შეიძინეთ ფუშ-აფ ეფექტის ბიუსტჰალტერი, რათა მკერდის ზოლი დაბრუნდეს იქ, სადაც ახალგაზრდობაში იყო.

გაიკეთეთ მანიკური


7 მარტივი ხერხი, ასაკზე ბევრად ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ

ახლახან ინგლისელმა პლასტიკურმა ქირურგებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ფრჩხილებზე ლაქსა და ბეჭდებს ყურადღება გადააქვთ დაბერების ისეთი ნიშნებისგან, როგორებიცაა ასაკობრივი ლაქები და ვენები. მკვლევარები ადამიანებს ფოტოებს აჩვენებდნენ, სადაც მხოლოდ ხელები იყო გამოსახული. შედეგად, გამოკითხულთა 49%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მანიკურიანი ხელები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, 52%-მა იგივე განაცხადა სამკაულებზე.

იზრუნეთ საკუთარ ღიმილზე

ქათქათა ღიმილის წყალობით უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდად გამოიყურები. რა თქმა უნდა, სტომატოლოგიურ პროცედურებს ვერაფერი შეედრება, მაგრამ საამისოდ თანხა თუ არ გაქვთ, დღეს უამრავი საშუალება არსებობს, რომლებიც კბილებს უწინდებურ სიქათქათეს დაუბრუნებს.


მკითხველთა შთაბეჭდილებები