აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით


ნებისმიერი ადამიანი, თუ სიმდიდრეზე არა, კეთილდღეობასა და უზრუნველყოფაზე ოცნებობს. თუმცა, ყველა განსხვავებულ გზას ირჩევს ამ მიზნის მისაღწევად. ის, რაც თქვენ იდეალურად გერგებათ, შესაძლოა, სხვას არაფერში წაადგეს. ჩვენ გთავაზობთ მოკლე და ასახლისო ტესტს, რომელიც ოქროს თევზის დაჭერაში ვერა, მაგრამ სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებათ!

  1. თქვენ ახალ პროდუქტს შექმნით
    აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით

    რა იქნება ეს - ნივთი, მომსახურება თუ ხელოვნების ნიმუში - თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ბუნებისგან საკმარისაც დიდი ფანტაზია მოგენიჭათ იმისთვის, რომ შექმნათ ორიგინალი და არა ასლი. ნუ შეგეშინდებათ წამოწყების და ნუ უგულებელყოფთ საინტერესო იდეებს. არავინ იცის, რომელი მათგანი გაამართლებს. გახსოვდეთ, რომ გამბედავი წამოწყებით ჩაეყარა საფუძველი ყველაზე დიდ გამოგონებებსაც.

  2. ფულს ლატარიაში მოიგებთ
    აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით

    თქვენ ავანტიურისტი და სწრაფი შედეგის მოყვარული ხართ, კაპიტალის დასაგროვებლად დიდხნიანი შრომა თქვენი მოწოდება ნამდვილად არ არის. ამასთან, მოკლევადიანი ბიზნესისთვის წამოწყებაც გეზარებათ. გჯერათ იღბლიანი ვარსკვლავის, ფორტუნა ხშირად გწყალობთ და ხშირადაც იღებთ კონკურსებსა და ლატარეებში მონაწილეობას. ვინ იცის, იქნებ შემდეგ ჯერზე ჯეკ-პოტი მოხსნათ. ფრთხილად იყავით! მარტივი ფულის საშიშროება ისაა, რომ ადამიანები მას არ აფასებენ და უმიზნოდ ფლანგავენ.

  3. თქვენ კაპიტალის გონივრულად დაბანდებით გამდიდრდებით
    აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით

    თქვენ სტაბილურობასა და სიმყუდროვეს აფასებთ, არ მონაწილეობთ უაზრო ავანტიურებში(განსაკუთრებით, ფინანსების სფეროში). თუმცა იმაზე, რასაც ლეგალური სარგებლის მოტანა შეუძლია, არასდროს თქვათ უარი. თვლით, რომ ფული სწორი და გონივრული მოქმედებით, ეტაპობრივად უნდა იშოვოთ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია ბიზნესის სიმყარეზე, მიუხედავად მისი მასშტაბისა. გერმანელებს ამაზე კარგი გამონათქვამი აქვთ - "Klein aber mein” - "ცოტაა, მაგრამ ჩემია."

  4. მოულოდნელი მემკვიდრეობა გაგამდიდრებთ
    აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით
ვინ იცის, იქნებ თქვენი სადა გემოვნებითა და ჰედონიზმისადმი მიდრეკილებით კავშირი გაქვთ ბებიის ბებიის ფრანგ ბებიასთან ან ბაბუასთან. თუ თქვენ ცხოვრებაში ფული გაჩნდება, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ იგი წარსულიდანაა. შორეულ(შესაძლოა, ახლო) ნათესავი, დიდი ალბათობით, მემკვიდრეობის დატოვებას სწორედ თქვენთვის გადაწყვეტს.

ახლა, როცა იცით თქვენი გამდიდრების გზა, დროა თქვენც დაეხმაროთ იღბალს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: