გაიგეთ, რომელი მზეა თქვენი მფარველი დაბადების თარიღის მიხედვით

Загрузка...

ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენ გვიცავს ცხრა მზიდან ერთ-ერთი. ზოდიაქოს ნიშნის მსგავსად, თქვენ შეგეფერებათ მზის გარკვეული ნომერი. მას შეუძლია ბევრი რამის თქმა თქვენს ხასიათზე, ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ასევე, იმის თქმაც შეუძლია, თუ რა წარმატება გელით ახლო მომავალში - ყოველი მზე ენერგეტიკითა და ვიბრაციით განსხვავდება.

გაიგეთ, რომელი მზეა თქვენი მფარველი დაბადების თარიღის მიხედვით

როგორ უნდა გაიგოთ თქვენი მზის ნომერი:

აიღეთ თქვენი დაბადების თარიღი(მაგ. 22 მარტი), დაუმატეთ თვის რიცხვი (3) დღის რიცხვს (22) = 25. გაყეთ ეს რიცხვი ორ ნაწილად და შეკრიბეთ (2+5), თქვენი მზის ნომერია 7.

  1. ადამიანები, რომლებსაც პირველი მზე მფარველობს, ამბიციურობითა და ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან. ხშირად, ეს ადამიანები კრეატიული, შემოქმედი და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ისინი ეგოისტები და ჯიუტები ხდებიან. ასეთი ადამიანები ახალი იდეების საწყობები არიან. ურთიერთობებში მოსიყვარულეები არიან, თუმცა, ხშირად, ინტერესს ისევე სწრაფად კარგავენ, როგორც უჩნდებათ. ეს მზე ყველაზე ხშირად ლომებსა და ვერძებს მფარველობს.

  2. ეს მზე მარტოსულობას, განკურნებასა და ჰარმონიას ასხივებს. ადამიანებს, რომლებსაც მეორე მზე იცავს, არ აწყენდათ ემოციებისგან გათავისუფლებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის სწავლა ისე, როგორც სხვებზე ზრუნავენ. ისინი სენსუალურები, მგრძნობიარე და ეპათიურები არიან. ამ მზის ვიბრაციას მჭიდრო კავშირი აქვს მთვარის ენერგიასთან და კირჩხიბის ნიშანთან.

  3. მესამე მზე თამაშის, აღმოჩენებისა და თავგადასავლების წყაროა. ამ მზის მფარველობის ქვეშ, ადამიანები წარმოუდგენლად ცნობისმოყვარე, გონიერი და სოციალური არიან. ისინი ემოციების ნამდვილი კალეიდოსკოპები არიან - აღტაცება, გაოცება, შიში და წყენა. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და ხელიდან არ უშვებენ შანსს ახალი ინფორმაციის გაგების ან საკუთარი იდეების გაჟღერებისა. მესამე მზე ყველაზე მჭიდროდ მშვილდოსანთან და იუპიტერთანაა დაკავშირებული.

  4. მეოთხე მზის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები საიმედოობის, ერთგულებისა და სტაბილურობის განსახიერებაა. დასახული მიზნების მისაღწევად ისინი თავს არ იშურებენ, თუმცა კარგი იქნება, თუ კომუნიკაციურ უნარებსა და მათ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების მიღების უნარზე იმუშავებენ. ამ ადამიანებს ხელაღებით შეგვიძლია ვუწოდოთ სამაგალითო მეოჯახეები, რომლებიც თავიანთ პარტნიორებს უერთგულებენ. ეს მზე ახლოსაა მერწყულთან.

  5. ეს მზე ცვლილებებს, შთაგონებასა და შემოქმედებას ასხივებს. ეს ადამიანები ძალიან მეგობრულები და აქტიურები არიან, მარტივად ეგუებიან ყველა იმ ცვლილებას, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხდება. მათთვის, მეორე ნახევარი მათი საუკეთესო მეგობარიც უნდა იყოს. ამასთან, მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თავისუფლება და თვითგამოხატვის საშუალება. მეხუთე მზე მჭიდროდაა დაკავშირებული ქალწულისა და ტყუპების ნიშანთან და პლანეტა მერკურთან.

  6. ადამიანები, რომელთაც მეექვსე მზე მფარველობს, შემოქმედი პიროვნებები არიან, რომელთათვისაც აუცილებელია საკუთარი იდეების ხორცშესხმა. საიმედო და სანდონი არიან, ასევე, შრომისმოყვარენიც - არასდროს გაურბიან პასუხისმგებლობებს. ურთიერთობებში მათ ვნება აკლიათ, თუმცა ძალიან ერთგულები არიან. ამასთან, ისინი საკმაოდ ეჭვიანები არიან. ეს მზე დაკავშირებულია კუროსა და სასწორთან, ასევე, პლანეტა ვენერასთან.

  7. ამ მზის ქვეშ, ადამიანები ღრმა ემოციების, სულიერებისა და შემეცნების წყარონი არიან. ისინი წარმოუდგენლად ძლიერ ინტუიციას ფლობენ. ბუნებით მეოცნებენი არიან და, ხშირად, ცხოვრებას შემოქმედებასა და ხელოვნებას უძღვნიან. მათთვის აუცილებელია გვერდით ისეთი ვინმეს ყოლა, ვინც დააფასებს მათ ნიჭსა და მგრძნობიარობას. რაც შეეხება ურთიერთობებს - ისინი ხშირად იდეალისტურები არიან. მეშვიდე მზე უმეტესად თევზებს მფარველობს და დაკავშირებულია ნეპტუნთან.

  8. ამ მზის ადამიანები ასახიერებენ შინაგან ძალას, ავტორიტეტსა და წარმატებას. ამ ადამიანებზე ამბობენ, რომ წარმატებით არიან გარშემორტყმული - ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თავიანთ სფეროში ისინი მწვერვალებს დაიპყრობენ. ისინი არ უშინდებიან რისკსა და ექსპერიმენტებს. მერვე მზის ადამიანები მკაცრად უერთგულებენ პარტნიორს, არიან მოწესრიგებული და კეთილისმსურველი. ეს მზე დაკავშირებულია სატურნთან, მერწყულსა და თხის რქასთან.

  9. მეცხრე მზის ხალხი ბრძენი და გახსნილია. მათ წარმატების მიღწევა მედიცინასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ. ისინი მარტივად ითვისებენ ახალ ცოდნას და სიამოვნებით უზიარებენ სხვებსაც. მათი პარტნიორის კომფორტისა და უზრუნველყოფისთვის თითქმის ყველაფერზე წავლენ. მეცხრე მზე დაკავშირებულია მორიელთან და ვერძთან.
იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში და მომავლის სწორად დაგეგმვაში ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: