მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!


ზაფხულობით ჩვენ მუდამ ხვდებით მწერების მსხვერპლნი. მათი ნაკბენების გამო ხშირად გვიჩნდება ქავილის, წვის შეგრძნება. არსებობს ნაკბენის 9 ფორმა, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია, ხოლო მათ შესახებ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

  1. კოღოს ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    კოღოს ნაკბენი საშიში სულაც არ გახლავთ. ის კანზე პატარა ბორცხვის მაგვარია და ქავილი ახლავს თან. თუკი ქავილის პარალელურად, ნაკბენის ზონა გეწვით, ლიმფური კვანძები გაგისივდათ და სისუსტეს გრძნობთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რადგან შესაძლოა სისხლში ინფექცია იყოს მოხვედრილი.

  2. რწყილის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    ეს ნაკბენები ძლიერ ქავილს იწვევს. ძირითადად რწყილის ნაკბენი დიდ მრგვალ ბორცვებს მოგვაგონებს, რომელთაც წითელი შეფერილობა აქვთ. პირველ რიგში, ისინი აუცილებლად წყლით და საპნით უნდა ჩამოიბანოთ, შემდეგ მათზე თუთიის კრემი წაისვით, ის ქავილის შეგრძნებას ხსნის. ნაკბენებს ნუ მოიფხანთ, რადგან შესაძლოა ინფექციის გაჩენას შეუწყოთ ხელი.

  3. ბაღლინჯოს ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    ბაღლინჯოს ნაკბენები სხვადასხვანაირია. ზოგი შეუმჩნეველია, ხოლო ზოგს ძლიერი ალერგიული რეაქცია, ქავილი და ტკივილი ზდევს თან. კანის დაზიანების გარდა ტიპური სიმპტომებია: ტკივილი, ქავილი, კანის ანთება (დერმატიტი) და ალერგიული დაზიანებები, მათ შორის შესიებები და ბებერები.

    ტკიპების მთავარი მტერი ჰიგიენა გახლავთ! ჩამოიბანეთ კანი წყლითა და საპნით, განსაკუთრებული ყურადღება ნაკბენების ადგილებს მიაქციეთ. უკიდურეს შემთხვევაში თქვენ ანთების საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინური საშუალება დაგჭირდებათ.

  4. ობობის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    თუკი რამდენიმე სახეობას არ ჩავთვლით ( შავ ქვრივსა და კარაკტურას ), ობობის ნაკბენი სრულიად უსაფრთხოა. მისი შემჩნევა მარტივია. ის ორი მომრგვალებული წერტილი გახლავთ და მეტი არაფერი. თუკი ობობამ გიკბინათ, ნაკბენი წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი მასზე ყინული დაიდეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ანტიჰისტამინური საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ უფრო სერიოზული სიმპტომები აღგენიშნებათ და ეჭვი გაქვთ, რომ ობობა შხამიანი იყო, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ.

  5. ტკიპის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    ეს პარაზიტები ძირითადად ძუძუმწოვრების სხეულზე ცხოვობენ, ძირითადად ძაღლის. ისინი ადამიანისთვის საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს. ხშირად ტკიპები ყირიმული ჰემორაგიული ციების ან ლიმის დაავადების გადამტანები არიან. თუკი ტკიპა მოგეწებათ, დაუყოვნებლივ მოიშორეთ სხეულიდან, თუნდაც ტრადიციული საშუალებებით, როგორებიცაა: ზეთი, ბენზინი, მოწვა. მისი მოშორება პინცეტით საკმაოდ ეფექტურია. მისი მოცილების შემდეგ ნაკბენი საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ. დაიმახსოვრეთ, რომ გადამტან ტკიპებს მხოლოდ 48 საათი სჭირდება თქვენს დასაინფიცირებლად, ამიტომ ტყიდან დაბრუნებულმა აუცილებლად შეიმოწმეთ სხეული.

  6. ჭიანჭველის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    ჭიანჭველის რამდენიმე სახის ნაკბენი არსებობს და შხამს შეიცავს, მაგალითად ტყის რიჟასი. ეს შხამი ქავილს, ანთებასა და კანის გაღიზიანებას იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ ქრება, კორტიზონის მაზი წაისვით. ბებერის გაჩენის შემთხვევაში, ნუ გახეთქავთ მას! ამით შესაძლოა ინფექცია შეუშვათ ორგანიზმში. ასეთ დროს თქვენ უბრალოდ ექიმს უნდა ესტუმროთ.

  7. მორიელის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    იმას, თუ რამდენად საშიშია მორიელის ნაკბენი, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მორიელის ტიპი, ადამიანის ასაკი, ორგანიზმსი შეღწეული შხამის რაოდენობა. სხვა შემთხვევების მსგავსად, თავდაპირველად თქვენ შხამი უნდა ამოიღოთ, რაშიც სამართებელი დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს პინცეტის გამოყენება. მან შესაძლოა შხამის დამატებითი რეზერვუარები გახეთქოს და ორგანიზმში მეტი შხამი შეუშვას. შხამის ამოღების შემდეგ ნაკბენი წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ, 10 წუთის განმავლობაში დაიდეთ მასზე ყინული, ხოლო პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. თუკი თქვენი მდგომარეობა უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  8. კრაზანის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

  9. ფუტკრის ნაკბენი.

    მწერების 9 ნაკბენი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

    რეალურად ფუტკრის ნაკბენი საშიში სულაც არ გახლავთ, თუკი დაავადებებს არ ჩავთვლით. არიან ადამიანები, რომელთაც ფუტკრის ნაკბენზე ალერგია აქვთ. ამ შემთხვევაში მათ აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ. შესიების მოსახსნელად გირჩევთ ნაკბენი ძმრით ან სხვა დამხმარე საშუალებით დაამუშავოთ. ფუტკრები ხშირად ეპითელიუმში შხამს ტოვებენ, რასაც პინცეტის დახმარებით მარტივად მოიშორებთ.


OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: