ეს მოხუცი ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ადგილას ატარებდა. შემდეგ მასზე ინტერნეტში დაწერეს

Загрузка...

ყოველ საღამოს, ეს მოხუცი სახლიდან გამოდიოდა. თავისით, ან ეტლზე, ის ძლივს გადადიოდა 51-ე ესტაკადას ფენიქსში, არიზონას შტატში.
მეორე მხარეს აღმოჩენილი მოხუცი ნელნელა მიდიოდა 2 ქუჩის გააკვეტაზე, სადაც ჩერდებოდა, ამოალაგებდა სპილენძის მონეტების კოლექციას და ყიდდა.

ფიტნეს ინსტრუქტორი, ლიზა ფანდრიჩი, რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა მოხუცს და მიხვდა, რომ ეს სანახაობა გულს უკლავს მას.
ცრემლები მოადგებოდა თვალებზე, მარტოხელა მოხუცის სილუეტის ხილვისას. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ უნდა გაიცნოს და მის ცხოვრებაზე მეტი გაიგოს.

ეს მოხუცი ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ადგილას ატარებდა. შემდეგ მასზე ინტერნეტში დაწერეს

ასეც მოიქცა. მიუახლოვდა მოხუცს და 10 დოლარი და ბოთლი წყალი შესთავაზა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს პოლ ლომაქსი ჰქვია. უკვე 54 წელია, დაქორწინებულია. ყოველ საღამოს აქ იმიტომ გამოდის, დამატებითი თანხა რომ გამოიმუშავოს. უნდა, მეუღლეს დაეხმაროს სახლის გამოსყიდვაში, რომელშიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მაგრამ, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან წყვილის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.
ლომაქსი ყოველ საღამოს აქ რჩება, სანამ მაღაზიის ვიტრინებში შუქი არ ჩაქრება. ლიზამ წუხილი გამოთქვა, რომ დარდობს მის უსაფრთხოებაზე, რაზეც მამაკაცმა მიუგო: „ჩემზე ღმერთი ზრუნავს“.

გოგონამ გადაწყვიტა, რაიმეთი დახმარებოდა მოხუცს, ჯერ მონეტები შეიძინა, შემდეგ კი ინტერნეტში ფონდი GoFundMe გახსნა.
ლომაქსის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების შემოწირულობა იმდენად დიდი იყო, რომ წყვილმა სახლის გამოსყიდვა შეძლო.
ადამიანები აღაფრთოვანა ასეთმა საქციელმა და დახმარების სურვილი გამოთქვეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ღმერთი არ ზრუნავს მასზე. ახლა მის ცხოვრებას ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს.

ეს მოხუცი ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ადგილას ატარებდა. შემდეგ მასზე ინტერნეტში დაწერეს

ლომაქსი განაგრძობს თავის საქმიანობას, ფენიქსი კი უწინდებურად სტუმრობს მას. მაგრამ ცუდს ნურაფერს იფიქრებთ: ახლა, როცა ის გადარჩენილია, უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობით ტკბება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები