იცოდით, რომ შესაყვარებლად მხოლოდ 3 ცდა გაქვთ?

Загрузка...

ათეულობით საუკუნის წინ ფილოსოფოსები და მისტიკოსები ამბობდნენ, რომ თითოეულ ადამიანს მხოლოდ 3 სახის სიყვარულის განცდის შანსი ეძლევა. ყოველი მათგანი გარკვეულ მიზანს ემსახურება და ყოველი მათგანისგან რაღაც გაკვეთილი უნდა მიიღო. თანამედროვე ფსიქოლოგებიც ირწმუნებიან, რომ შეყვარება მხოლოდ 3-ჯერ შეიძლება.

პირველად სიყრმეში გვიყვარდება

იცოდით, რომ შესაყვარებლად მხოლოდ 3 ცდა გაქვთ?

ეს გახლავთ ის, რასაც იდეალისტურ სიყვარულს უწოდებენ. ზღაპარს ჰგავს და რომანტიკითაა აღსავსე. გვწამს, რომ ეს გრძნობა სამუდამოა, ამიტომ მზად ვართ, გადავაბიჯოთ საკუთარ პრონციპებს და ინტერესებს. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი წყვილისთვის მნიშვნელოვანია არა ყოფნა, არამედ, მოჩვენებითობა. მათ სურთ იყვნენ იდეალურები სხვების დასანახად, და არა საკუთარი თავისთვის.

მეორე სიყვარული, ყველაზე რთული

იცოდით, რომ შესაყვარებლად მხოლოდ 3 ცდა გაქვთ?

ეს სიყვარული დიდ ტკივილს გვანიჭებს, მაგრამ სწორედ ამ ურთიერთობისგან ვსწავლობთ ბევრ რამეს. გვხვდებით, ვინ ვართ, რა გვსურს ცხოვრებისგან, ვუშვებთ შეცდომებს და მათზე ვსწავლობთ. გრძნობების ამპლიტუდა სიყვარულიდან სიძულვილამდე ყოველდღე მერყეობს, ხანდახან ვფიქრობთ, რომ ვიპოვეთ მეორე ნახევარი, ხანდახან - რომ მისი მოკვლა გვსურს. როგორც წესი, ეს არასწორი და ტოქსიკური ურთიერთობაა, რომლის მერეც გრჩება უზარმაზარი სიცარიელე.

მესამე სიყვარული, რომელსაც არ ველით

იცოდით, რომ შესაყვარებლად მხოლოდ 3 ცდა გაქვთ?

როდესაც იღლები იმედისგაცრუებებისგან, ტკივილისგან და კარგავ იმედს, რომ ოდესმე კიდევ ვინმე შეგიყვარდება, უეცრად ხვდები ადამიანს, რომელიც გადაატრიალებს მთელ შენს ცნობიერებას. არ გეჩვენება შესაფერისი, იდეალისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მასთან ისე მსუბუქად გრძნობ თავს, რომ იაზრებ: ეს სწორედ ისაა, რისთვისაც ღირდა ლოდინი. ეს ადამიანი გიღებს ისეთს, როგორიც ხარ, არაფერს ითხოვს შენგან. ამ სიყვარულშიი ყველაფერია: სიბრძნე, გამოცდილება, მგრძნობიარობა, გულწრფელობა, ერთგულება, სინაზე და მზრუნველობა. ეს სიყვარული გვაფრთიანებს...

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როცა ადამიანი ამ მესამე სიყვარულს ვერ განიცდის. მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერები ისინი არიან, ვისაც ეს სამივე ეტაპი გამოუვლია ერთ ადამიანთან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: