6 რამ, რაც იმის მანიშნეელია, რომ შესაძლოა საკუთარ მეორე ნახევარს მალე დაშორდეთ.

Загрузка...

ურთიერთობები ტკივილის ან უდიდესი ბედნიერების მომტანია. მათ ადამიანის დეპრესიაში ჩაგდება და პირიქით, გაბედნიერება შეუძლიათ. რა ძალა აქვთ მათ? რატომ ვსაზრდოობთ ურთიერთობებით? ადამიანი მათზე არაფრის დიდებით უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან დაშორება ხშირად მტკივნეული ასატანია. ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 6 ნიშანს, რომლებიც სწორედ დაშორებაზე მეტყველებს.ეს ნიშნები თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალიწინოთ და ეცადოთ სიტუაცია როგორმე გამოასწოროთ.

  1. კონფლიქტებისა და ჩხუბისგან თავის არიდება.

    კონფლიქტები ყველაზე მტკიცე ოჯახებშიც კი ხდება, მაგრამ პარტნიორები მათ თავს მაინც არ არიდებენ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მათ იციან რამდენად ძლიერია ის გრძნობა, რომელმაც ისინი ერთმანეთთან დააკავშირა. პარტნიორებს, რომელბსაც ერთმანეთი უყვართ, არ ეშინიათ ჩხუბების, მაგრამ, როცა ურთიერთობები ცივდება პატარა კამათიც კი საკმაირისია ყველაფრისთვის წერტილის დასასმელად. წყვილებმა, რომელთაც ერთმანეთი დიდად არ უყვართ, კარგად იციან ეს.

  2. ნაკლები ფიზიკური კონტაქტი.

    ინტიმური ურთიერთობა- აუცილებელი ნაწილი ჯანსაღი ურთიერთობისა. მის გარეშე პარტნიორები თავს საკმარისად ბედნიერად ვერ იგრძნობენ. როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი ძლიერ უყვართ, მათ მუდამ უნდათ, რომ ერთმანეთს შეეხონ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური კონტაქტი პარტნიორებს შორის იშვიათი გახლავთ, ეს გრძნობის განელების ერთ-ერთი მანიშნებელი ფაქტორია.

  3. პარტნიორის უარყოფა.

    თუკი ერთ დროს პარტნიორის ხმა ნაზად და ალერსიანად გეჩვენებოდათ, ხოლო ახლა მისი გაგონება გაღიზიანებთ, ეს დაშორების ერთ-ერთი მომასწავებელი ფაქტორია. ასეთ დროს გირჩევთ გაიხსენოთ, თუ რა ძალიან გახარებდათ ეს ხმა წარსულში, რამდენი ტკბილი მოგონება გაკავშირებთ საყვარელ ადამიანთან და გაღიზიანება ნელ-ნელა გაგიქრებათ. სიყვარულს ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, თუმცა, როდესაც ის ქრება მხოლოდ სიცარიელე და დაღლილობა რჩება.

  4. სტილისა და ცხოვრების წესის შეცვლა.

    რა თქმა უდნა ცხოვრების წესის შეცვლა ჩვეული რამ არის, მაგრამ თუკი პარტნიორმა იეცრად მოინდომა ყველაფრის განახლება, შეიცვალა სტილი, დაიკლო ან მოიმატა წონაში, ეს სხვა ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. ეს სამზადისი არაფერია, თუ არა ცხოვრების ახალ ფურცელზე დაწყება. ფაქტიურად ყოველივე ეს იმით არის გამოწვეული, თუ, როგორ შეეცვალა პარტნიორს მსოფლმხედველობა და აზრები.

  5. დაე, ისე იყოს, როგორც იქნება.

    შევარებული წყვილები მუდამ ცდილობენ რაიმე შეცვალონ და ურთიერთობები უფრო გააიმჯობესონ. ისინი ენერგიას არასდროს იშურებენ და იბრძვიათ საკუთარი მომავლისთვის. როდესაც გრძნობა ნელდება, ადამიანებს მოტივაცია ეკარგებათ და ურთიერთობაში უბრალოდ მდინარეს მიჰყვებიან. მათ რამის შეცვლა და განახლება აღარ სურთ.

  6. სულ უფრო ხშირად ცალ-ცალკე ყოფნა.

    ერთად გატარებული დრო- უმნიშვნელოვანესი რამ შეყვარებული წყვილებისთვის. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთისთვის ძვირფასია, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აერთად იყვნენ. გრძნობის გაქრობას ხშირ შემთხვევაში ერთად ყოფნის სურვილის გაქრობაც თან ახლავს. თუკი ადამიანს თქვენს მიმართ სიყვარული აღარ ამოძრავებს, მას სხვა ინტერესები უჩნდება და დროს უკვე არა თქვენ, არამედ სწორედ მათ უთმობს.

    ძირითად შემთხვევებში ურთიერთობების შენარჩუნება შესაძლებელია. პარტნიორებმა უბრალოდ უნდა გააანალიზონ რა მოხდა მათ შორის, რამ გააცივა ისინი და ერთად გადაწყვიტონ როგორ მოაგვარონ არსებული პრობლემები. ურთიერთგაგება აუციებელი და მნიშვნელოვანი რამ გახლავთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: