ეს კატა მთელი დღეები სადღაც იკარგებოდა. გამოცანა ამოიხსნა, როდესაც ერთხელ მასთან ერთად წერილი გადმოსცეს...

Загрузка...

როგორი საყვარლებიც არ უნდა იყვნენ ზღვის გოჭები ან თუთიყუშები, არცერთ ცხოველს არ შეუძლია ადამიანის გაცინება, ისე როგორც კატას. მაგრამ ძაღლებისგან განსხვავებით, კატები დამოუკიდებლები არიან და აკეთებენ იმას, რაც მხოლოდ მათ სურთ. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანების ემოციებს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კატა ეხმარება თავის პატრონს სტრესებთან გამკლავებაში, და მაკურნებელი ძალა გააჩნია.
ეს ისტორია სან ფრანცისკოში მოხდა. კატას სახელად ნალა, ისევე როგორც სხვა კატებს, უყვარდა მარტო სეირნობა. ის სახლიდან დილით გადიოდა და გვიან საღამოს ბრუნდებოდა.

ერთხელ, როდესაც შინ დაბრუნდა, პატრონებმა მის ყელსაბამზე წერილი შენიშნეს. წაკითხვისას კი ცრემლები ვერ შეიკავეს.

„ვიცით, ვინ არის ამ კატის პატრონი, მაგრამ ის ხშირად გვსტუმრობს. კართან კნავის, სანამ არ შემოვუშვებთ. შემდეგ ფეხებზე გვეხახუნება, სახლში ისე დადის, თითქოს აქ მთელი ცხოვრება ცხოვრობს. მიდის მაცივართან და სასუსნავს გვთხოვს, სძნავს სავარძელზე, შემდეგ მშვიდად მიდის. ყოველ ჯერზე მოუთმენლად ველით, როდის გვესტუმრება კვლავ. ძალიან გვამშვიდებს, რადგან წელს ჩვენი კატა მოკვდა, რომელიც 21 წელი ცხოვრობდა ჩვენთან..."

საოცარია, როგორ დაუმეგობრდა ეს კატა უცხო ოჯახს სწორედ მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ცხოველი თითქოს გრძნობდა, რომ მისი ყოფნა ესაჭიროებათ. საკვირველია, როგორი მგრძნობიარენი არიან კატები, თუმცა, მათ თავხედობას ხანდახან ხომ ზღვარი არ აქვს...

აი, რამდენიმე მტკიცებულება ამისა:

„დღეს დილით სამზარეულოში შევედი და აი, რა დავინახე ნიჟარაში. ეს ჩემი კატა არ არის“

ეს კატა მთელი დღეები სადღაც იკარგებოდა. გამოცანა ამოიხსნა, როდესაც ერთხელ მასთან ერთად წერილი გადმოსცეს...

„ვინმე დამიჯერებს, თუ ვიტყვი, რომ ვერაფერი ვისწავლე იმიტომ, რომ უცხო კატა მესტუმრა მაიძლებდა, მოვფერებოდი?“

ეს კატა მთელი დღეები სადღაც იკარგებოდა. გამოცანა ამოიხსნა, როდესაც ერთხელ მასთან ერთად წერილი გადმოსცეს...

„ორპირი ქარი მოვაწყვე და კარი 2 წუთით ღია დავტოვე. შედეგი - ჩემს სახლში კატა გაჩნდა“.

ეს კატა მთელი დღეები სადღაც იკარგებოდა. გამოცანა ამოიხსნა, როდესაც ერთხელ მასთან ერთად წერილი გადმოსცეს...

„არადა, არ მყავს კატა...“

ეს კატა მთელი დღეები სადღაც იკარგებოდა. გამოცანა ამოიხსნა, როდესაც ერთხელ მასთან ერთად წერილი გადმოსცეს...

მკითხველთა შთაბეჭდილებები