7 ხრიკი, რომლების დახმარებითაც თქვენი სააბაზანო სისუფთავის ეტალონად იქცევა

Загрузка...

რა შეიძლება დალაგებაზე ილოი იყოს? ეს ხომ უმაღლესი ამთემატიკა არ არის. ჩვენს სუპერაქტიურ დროში მნიშვნელოვანია არამხოლოდ სისუფთავის ფაქტი, არამედ, სისუფთავე რომ უმოკლეს დროში დაამყარო. პროცესის შესამსუბუქებლად და დასაჩქარებლად, არსებობს მარტივი, მაგრამ საჭირო ხრიკები, ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. სწორედ ამ ხრიკებზეა დღეს ჩვენს სტატიაში საუბარი:

ქათქათა აბაზანა

აბაზანას სიყვითლე, ჭუჭყი და ბაქტერიები რომ მოაშოროთ, 4 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 0,5 ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა სპირტი და ¼ ჭიქა სოდა. წაუსვით ზედაპირს და დატოვეთ 15 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით. გაოცდებით, თუ როგორ იოლად გაირეცხა ყველაფერი!

სუფთა დუში


დუშის ნადების მოსაცილებლად, ჩაასხით ძმარი პოლიეთილენის პარკში და ისე შეკარით, რომ დუში მთლიანად მოთავსდეს. გააჩერეთ 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით.

გამჭვირვალე სარკე

სარკის გაწმენდა იოლია, თუნდაც საწმენდი საშუალება არ გქონდეთ ხელთ: შეურიეთ წყალბადის პეროქსიდი და სოდა, მოუსვით ეს მასა ღრუბელით - სარკე ახალივით გაბრწყინდება.

სუფთა ტუალეტი


მოამზადეთ ხსნარი: 10 მლ თბილი წყალი, 3 გრ სოდა და 2 გრ ლიმონის წვენი. გამოიყენეთ მზა მასა უნიტაზის ბადის გასაწმენდად, წაუსვით და დატოვეთ 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ.

ტუალეტის ჯაგრისი


მოათავსეთ ჯაგრისი ჭურჭელში, რომლის გადაგდებაც არ დაგენანებათ გამოყენების შემდეგ. დაუმატეთ 0,5 ჭიქა სოდა, 2 ს.კ. მარილი, ¼ ჭიქა ძმარი და დაასხით მდუღარე წყალი. 1 საათში ჯაგრისი ახალივით გახდება.

მბზინვარე ონკანი

ონკანიდან ჟანგის მოცილება იმაზე ადვილია, ვიდრე გგონიათ: მოაყარეთ მარილი დაჟანგებულ ადგილზე, დაასხით ლიმონის წვენი, გააჩერეთ მთელი ღამით დილით კი გარეცხეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.




სუფთა ჭერი

ჭერზე ლაქებისა და მტვრის მოცილება შესაძლებელია, თუ ვედროს თანაბარი რაოდენობის წყლითა და ძმრით გაავსებთ. იატაკის მოსაწმენდით მოუსვით ეს ხსნარი. წვეთები თვალში რომ არ მოგხვდეთ, გაიკეთეთ სათვალე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები