12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

Загрузка...

მოგზაურობა - ეს არის ემოციათა და შთაბეჭდილებათა ოკეანე. თუმცა, ჩემოდნების ჩალაგებისას ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ მოსალოდნელ ხარჯებზეც. და მაინც, შეგიძლიათ ამ პრაგმატულ მხარესაც ღიმილით შეხვდეთ, რადგანაც ამ 12 ულამაზეს ქვეყანაში მოგზაურობა ძვირი ნამდვილად არ დაგიჯდებათ!

რუმინეთი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €6-დან / სტანდარტული €11-დან

კვება: €3-დან

ტრანსპორტი: €0,34-დან

რუმინეთში ზღაპარი და რეალობა ერთმანეთში აირია. სკერიშოარის ქვაბული, ასტრაპარკი, ტრანსფაგარაშის გზატკეცილი, პელეშის ციხე-სიმაგრე, მხიარული გამოქვაბული, ტალახის ვულკანები - უთვალავი. თუ თქვენ იქ ჩაფრინდებით საკმაოდ იაფი ბილეთით ან წახვალთ ავტობუსით, თქვენ გაგაოცებთ პეიზაჟი, გამორჩეული არქიტექტურა და დაბალი ფასები. ცხოვრება სხვადასხვა ქალაქში: ჰოსტელებში €6-დან, სასტუმროებში €11, სანაპიროზე მინი-ბუნგალოებში €8. ქუჩისა(€3) და ჩვეულებრივ კაფეებში(€5) გაგაოცებთ მუსაკისა და ჩორბის ულუფის ზომა. ნახევარ კგ ყველს, ხორცს, რძეს, პურს, ქათმის მკერდსა და ხილის მხოლოდ €9-11ად შეიძენთ. ტრანსპორტი € 0,34 ღირს, ხოლო ბუქარესტის მეტროთი მგზავრობა - €1,1.

ლაოსი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €4-დან / სტანდარტული €9-დან

კვება: €2-დან

ტრანსპორტი: €2-დან

"მილიონი სპილოს ქვეყანა" გამოირჩევა მისი ეგზოტიკურობით. ეს კარგი ვარიანტია ყველასთვის, ვინც ბიოტურზე წასვლაზე ოცნებობს: ჯუნგლი ბოკეო, ბოლავენის პლატო, მდინარეები და ჩანჩქერებიანი მთები ნამდვილი სამოთხეა. მაგალითად, €9,5ად შეგიძლიათ ვანგ ვენგში 8საათი ისრიალოთ თხილამურებზე. ლაოსში მარტივად იპოვით ნომერს ჰოსტელსა(€4) და სასტუმროში(€9). კვება მრავალფეროვანია: კარტოფილი ხორცით(€2), ბლინები(€1), კრევეტების სუპი(€3), იოგურტი(€0,5), ბანანი(€0,5 1,5 კგ). ავტობუსით ქალაქებს შორის მგზავრობა €4-20 ჯდება. მოტოციკლებს დღეში €6-ად გთავაზობენ, ველოსიპედის ქირაობა დღეში €1,5ად შეგიძლიათ. ფასების დაკლებაც შეგიძლიათ გასაუბრებით :)

პორტუგალია
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €8-დან / სტანდარტული €16-დან

კვება: €4-დან

ტრანსპორტი: €1,85(ავტობუსით)-დან

გასაოცარ პორტუგალიაში ყველაფერი შეგიძლიათ: ულამაზეს სანაპიროზე სეირნობა, მადეირას კუნძულზე მთების დალაშქრვა, ალტა-დორაში ადგილობრივი ღვინის გასინჯვა, პენის სასახლესთან ულამაზესი ფოტოების გადაღება, აზორის კუნძულებში ვეშაპების გაცნობა. აიღეთ ნომერი ჰოსტელში(€8ად), სასტუმროში(€16) ან ზღვისპირა კერძო სახლებში. პოპულარული კერძების სიაშია ვირთევზა ბოსტნეულში(€3-4), გრილის თევზი(€2), თბილი ფუნთუშები სხვადასხვა შიგთავსით. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ადგილობრივ კაფეებში სადილი ორ ადამიანზე(€11) ან მოამზადოთ ნოყიერი ვახშამი მარინადის(€7), ქათმის(€6), კრევეტების(€9-11), მიდიების(€2,5), ყველის(€5-დან) ან ხილის(€2) შეძენით. ხოლო თუ გსურთ ადგილობრივ მუზეუმებში უფასოდ შესვლა, მაღაზიებში ფასდაკლებები და ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა, შეიძინეთ ბარათი Lisboa Card.

ბულგარეთი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €7-დან / სტანდარტული €15-დან

კვება: €2-დან

ტრანსპორტი: €0,51-დან

სთუმართმოყვარე ბულგარეთი გიწვევთ ოქროს ქვიშებზე ნესებრში, სოზოპოლსა და რივიერაში. აქ თქვენ გაგაოცებთ რილის 7 ტბა, ბელოგრადჩიკის კლდე, ვარდების ველი და უძველესი მელნიკი. სასტუმროებში საკმაოდ იაფი ნომრებია - ჰოსტელებში €7, ხოლო სასტუმროებში: ზღვის პირას €8, ხოლო დედაქალაქში €15. ბუნგალო ბუნებაში €12, ხოლო სტუდიოს ტიპის ბინა ზღვის პირას €28. შეუკვეთეთ ვახშამი იაფ რესტორანში €4ად, საუზმე კაფეებში €1,5ად და ნოყიერი სადილი €10ად. პურს, ყველს, კარტოფილს, ქათამს, ხილსა და ღვინოს ბაზარში €12-14ად შეიძენთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი €0,51 ღირს, ხოლო ქალაქთაშორისი - €1-3,5.

პერუ
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €5-დან / სტანდარტული €11-დან

კვება: €2-დან

ტრანსპორტი: €0,4-დან

პერუსთან ყველაზე მკვეთრი ასოციაცია მაჩუ-პიკჩუა. ინკების ქალაქი შესანიშნავია, თუმცა, თქვენ, ასევე, გელოდებათ ლეგენდარული ტბა ტიტიკაკა, ჩაჩაპაიასში გიგანტური ჩანჩქერი გოკტა, "მუდმივი გაზაფხულის" ქალაქი არეკიპა, ამაზონის ჯუნგლები და უაკაჩინის საოცარი ოაზისი. აქ იაფფასიანი ჰოსტელები(€5_ და სასტუმროებია(€11). არ დაგავიწყდეთ ეროვნული კერძების დაგემოვნებაც: სევიჩე, ანტიკუჩოსი, ბურიტო, ტაკო, კოქტეილი "პისკო საუერი). ადგილობრივ დუქნებში ბოსტნეულიანი ქათმის შეძენა €2ად შეგიძლიათ, ნოყიერად ისადილებთ €3-5ის ფარგლებში, შვედურ მაგიდას კი €8ად გაგიწყობენ. მაღაზიაში პურს, ქათმის მკერდს, კვერცხს, ხილსა და ყველს დაახლ. €10ად შეიძენთ. საზოგადოებრივი ტრანპოსრტით მგზავრობა €0,4 ღირს, ქალაქთაშორისი ავტობუსებით €1-3, ქალაქში შეგიძლიათ ტაქსის დაქირავება €4-8ად.

პოლონეთი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €7-დან / სტანდარტული €17-დან

კვება: €4-დან

ტრანსპორტი: €0,8-დან

დახვეწილი დედაქალაქი, მალბორკის სასახლე, მთის ტბები ტატრას მწვერვალებზე, თვალწარმტაცი სათხილამურო კომპლექსები - ამ ყველაფერთან ერთად, პოლონეთი დაბალი ფასებითაც გვაოცებს. ჰოსტელის ნომრებში ხშირად გვთავაზობენ ფასდაკლებებს €7-დან, ხოლო კრაკოვში სტანდარტული ნომრის აღებას ორ ადამიანზე €21ად შეძლებთ, ვროცლავში - €17-21ად. მაღაზიებშიც საკმაოდ დაბალი ფასებია - რძე, პური, კვერცხი, ბრინჯი, ხახვი, კარტოფილი, 0,5 კგ ქათმის მკერდი და ბოთლი ღვინო სულ რაღაც €11 დაგიჯდებათ. ფინჯანი კაპუჩინო ან ერთი ბოკალი ლუდი €1,6 ღირს, კაფეში სადილობა - €4-6. ტრანსპორტის საფასურს მარტივად და ფასდაკლებით გადაიხდით მობილური აპლიკაციებით - SkyCash, Mobilet ან საიტზე Callpay.

უნგრეთი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €7-დან / სტანდარტული €10-დან

კვება: €2.5-დან

ტრანსპორტი: €1,14-დან

უნგრეთი ევროპის სხვა ქვეყნებს სილამაზით არ ჩამოუვარდება, თუმცა, ტურისტებს აქ განსაკუთრებული ბონუსი - დაბალი ფასები ელით. ჰოსტელში €7, სასტუმროში - €14-21, ხოლო კოჩერსერფერში €0ად გაჩერებით თქვენ გელით ბუდაპეშტის მუზეუმებში უფასო ვიზიტები, ლაჟვარდოვან ტბა ბალატონზე დასვენება, ტიხანის ლავანდის მინდვრებზე სეირნობა, უძველესი ციხე-სიმაგრეების დათვალიერება და თვალწარმტაცი დუნაი. იაფფასიან რესტორანში €2,5–6ად დანაყრდებით. პურს, ყველს, ღვინოსა და ქათმის ხორცს €11-12ად შეიძენთ. ბილეთი აქაურ ტრანსპორტში €1,14 ღირს, ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ დღიური ბილეთი ერთ კაცზე €5,3ად, ან 5 კაციანი ჯგუფისთვის 10,6ად.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: სახლი €3-დან, ჰოსტელი €9-დან / სტანდარტული €20-დან

კვება: €3-დან

ტრანსპორტი: €1-დან

სარ-ი გთავაზობთ გასაოცარ პროგრამას სამოგზაუროდ: კეიპტაუნი კეთილი იმედის კონცხზე, უდაბნო კალაჰარი, მსოფლიოში უდიდესი ბოტანიკური ბაღი კირსტენბოში, სარეზერვო "კრიუგერი" ლომებით, ჟირაფებითა და სხვა ცხოველებით ლიმპოპოსთან ახლოს. საზღვაო პარკი "ციციკამა(დელფინები, ვეშაპები), დრაკენსბერგის მთები, "კაცობრიობის აკვანი"(200მდე გამოქვაბული)ნ და სხვა ულამაზესი სანახაობა. საცხოვრებელ სახლში ღამის გათევა ერთ ადამიანზე €3, ჰოსტელში €9, ხოლო სასტუმროში €20 ღირს. სადილი იაფფასიან რესტორანში €6-7ად შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ფასტფუდში კი €3-4ად. €15-20ად შეიძენთ რძეს, პურს, ბრინჯს, კვერცხს, ქათმის ხორცს, ფორთოხალსა და ღვინოს. ქალაქის ავტობუსის ბილეთი €1 ღირს, ხოლო ტაქსი - €2.

ფილიპინები
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €4-დან / სტანდარტული €9-დან

კვება: €1,8-დან

ტრანსპორტი: €0,3-დან

პირველყოფილი ბუნება, თბილი ჰავა, თეთრი პლიაჟი და ძველი ინტრამუროსი - ეს ყველაფერი ფილიპინებია. სებუსა და პანგლაოს კუნძულებზე ჰოსტელსა და სასტუმროებში ნომერს €4-14ად იშოვით. შეგიძლიათ სახლის დაქირავება თვეში €260ად. ბორაკაეში ოთახი კონდიციონერითა და უკაბელო ინტერნეტით €12 ღირს, ხოლო კუნძულზე ყველაზე ხელმისაწვდომი სასტუმროა რაიონში Boat Station 3. საკვების შეძენა შეგიძლიათ მაღაზიებსა და ქუჩაში (€0,4–3 1 კგ-სთვის). ადგილობრივებისთვის კაფეში საუზმე € 1,8–3 ღირს, ხოლო ტურისტებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ორჯერ უფრო ძვირი. ტურისტები ქვეყანაში მოტოციკლებით, ნავებითა და ბორნებით, ასევე, ავიაკომპანიების CebuPacific-ს ან AirAsia-ს ლოუ-კოსტერებით. ყველაზე იაფად შეგიძლიათ ტრაიციკლებზე ან მიკროავტობუსებით მგზავრობა, ან მეტროში შესვლა სულ რაღაც €0.3ად.

ალბანეთი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €5-დან / სტანდარტული €10-დან

კვება: €2-დან

ტრანსპორტი: €1-დან

ალბანეთი მდიდარია ჯადოსნური კუთხეებით - ქალაქი გიროკასტრა, ცისფერი თვალი, სკადარსკის ტბა, კურორტი კსამილი, ბუტრინტი. ადვილად იპოვით კომფორტულ ნომერს ჰოსტელში €5ად, სასტუმროში (€10) ან კერძო სახლებში. ალბანური ფასები სასმელსა და საკვებზე ევროპაში ერთ-ერთ დაფალ ფასებად ითვლება. ძალიან მადისაღმძვრელ სადილს ქუჩის კაფეში შეიძენთ €1,8ად, რესტორანში კი €3-5. აქ პოპულარულია ჩომლეკი ხორცითა და ბოსტნეულით, ზღვისპროდუქტების კერძი, "ოშაფის" ტკბილეული და არომატული ყავა(€0,5-1). მგზავრობას €0,9ად შეძლებთ: 50კმ-ს მატარებლით, 30კმ-ს ავტობუსით და 20კმ-ს მიკროავტობუსით.

ბალი
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €3-დან / სტანდარტული €8-დან

კვება: €2-დან

ტრანსპორტი: €0,36-დან

ბალი - სასწაულების ადგილი. აქ მკვეთრ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით პეპლების პარკი, ტირტა განგას წყლის სასახლე, ბატუკარუს მთა, ტირტა ემპულის ტაძარი, სეკუმპულის ჩანჩქერები, ჯატილუვის ბრინჯის ტერასები და საოცარი პლიაჟები. ჰოსტელის ნომრებს შეიძენთ 3, სასტუმროს - 8, ხოლო ბუნგალოს 12 ევროდ. ინდონეზიური, ჩინური და ევროპული სამზარეულოს ფასები ასე გამოიყურება: საუზმე €1,5-3, სადილი ორ კაცზე €4-8, უფრო ხელმისაწვდომია ვეგეტარიანული კერძები(€1). ადგილობრივი სამზარეულოს შედევრია ბატი "ბებეკ ბეტუტუ", მწვადი "სატე ლილიტი" ზღვისპროდუქტებისგან და დესერტი "ლაკ-ლაკი". ხილი და პროდუქტი უფრო იაფია სანაპიროსგან დაშორებულ ბაზრებში. ტრანსპორტით მგზავრობა €0,36, ხოლო ტაქსის დაქირავება € 2,5 დაგიჯდებათ.

ნიკარაგუა
12 თვალწარმტაცი ქვეყანა, რომლებში მოგზაურობაც დიდ ხარჯებთან არ ასოცირდება

ღამის გათევა: ჰოსტელი €4-დან / სტანდარტული €10-დან

კვება: €2-დან

ტრანსპორტი: €1-დან

თუ იღბლის წყალობით ცენტრალურ ამერიკაში მოხვდებით, შეიძინეთ იაფი ბილეთი ნიკარაგუისკენ. კვება კომფორტულ კაფეში €2-8 ღირს, გრანადის მოედანზე კი ყიდიან სადილს €2-3ად. იაფ პროდუქტებსა და ხილს(ბანანს, საზამთროსა და ნესვს) ყიდიან ბაზრობებზე. ტრანპორტი €1 1 საათით, ხოლო სხვა ქალაქში ტაქსიც წასვლა €25. იმოგზაურეთ და დატკბით გრანადის მოედნის, მომოტომბოს ვუკლანის, ორქიდეებისა და ეგზოტიკური ფრინველების პარკების, სიმინდის კუნძულების ქათქათა პლიაჟების, კიბორჩხალების ფესტივალის, სან-ხუან-დელ-სურზე ცეკვებისა და ბუსავასუს სანახაობებით. აქ ყველაფერი ეგზოტიკური და თვალწარმტაცია.

ყოფილხართ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქვეყანაში? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და, რაღა თქმა უნდა, ხარჯებიც :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: