როგორ უნდა გააძლიეროთ გული მომატებული ქოშინის დროს

Загрузка...

ეს რეცეპტი დაეხმარება მათ, ვისაც გულის პრობლემები აქვს და მის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

ხშირად შეამჩნევდით, რომ ხანშიშეულ ადამიანებს, კიბეებზე ასვლისას ეწყებათ, მარტივად რომ ვთქვათ, დისკომფორტი, რაც ჰაერის უკმარისობით - ქოშინით გამოიხატება.

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა გულის გასაძლიერებლად?

აკადემიკოსი ბოლოტოვი გვირჩევს, ორთქლის ან ფინური აბაზანის მიღებამდე 1 საათით ადრე მივირთვათ ცხოველის 50-100 გრ გული, ხოლო აბაზანამდე 15 წუთით ადრე მივიღოთ გულის ბურაცი და გავიკეთოთ სპეციალური მასაჟები სისხლის მიმოქცევისა და დაბოლოებების გასაუმჯობესებლად.

თუმცა, ყველაზე ეფექტური რეცეპტი გავიგე ამერიკელი პენსიონერებისგან, როდესაც ნათესავებთან ვიყავი ხმელთაშუაზღვისპირეთში, საფრანგეთში(კანში). მოცემული რეცეპტი მიზანშეწონილია იმ მოხუცებისთვის, რომლებიც ყოველნაბიჯზე ისვენებენ ამოსასუნთქავად.

რეცეპტი ძალიან მარტივია, თუმცა გულს არაჩვეულებრივად ეხმარება!

შეიძინეთ ბაზარში 1 ლ თაფლი, 10 ცალი ლიმონი და მთელი 10 თავი ნიორი. ლიმონი დაწურეთ, ნიორი გაარჩიეთ და დაჭყიპეთ. შემდეგ ქილაში მოათავსეთ ლიმონის წვენი, დაჭყეპილი ნიორი და თაფლი, კარგად შეანჯღრიეთ და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიიღეთ დღეში ერთხელ 4 ჩ/კ. ეს აუცილებელი პირობაა! ოღონდ, არ გადაყლაპოთ მასა პირდაპირ, კოვზი ენაზე გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს.

ეს რაოდენობა დაახლ. ორი თვე გეყოფათ. არ გამოტოვოთ დღე, აუცილებელია რეგულარულობა!

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: