სურვილების ცა: ჩაიფიქრეთ სურვილი, აირჩიეთ ვარსკვლავი და გაიგეთ, აგიხდებათ თუ არა

Загрузка...

თქვენ წინაშეა გასაოცარი ღამის ცა. ჩაიფიქრეთ თქვენთვის ყველაზე სანატრელი სურვილი და აირჩიეთ ერთ-ერთი ვარკვლავი. ქვემოთ გაიგებთ, ახდება თუ არა თქვენი სურვილი და რა უნდა გააკეთოთ ამ მომენტის მოსაახლოებლად.

  1. თქვენი მოუთმენლობა და ამბიციურობა ხშირად გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში. მოადუნეთ ძალაუფლება, შეეშვით ყველაფრის მკაცრ კონტროლში მოქცევას და თქვენი სურვილი აუცილებლად ახდება;

  2. თქვენ როგორღაც ჩაციკლული ხართ სურვილზე. ნუღარ დაივიწყებთ საკუთარ თავს სხვადასხვა ფიქრებში გართვისას და თქვენი ჩაფიქრებული სურვილიც დიდხანს აღარ დააყოვნებს;

  3. თქვენს ოცნებას ახდენა უწერია - საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი ლოდინი;

  4. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც მიეჩვია დინების მიმართულებით ცურვას და სხვადასხვა გარემოებებზე მორგებას. არ ხარტ მიზანმიმართული - ირწმუნეთ საკუთარი ძალებისა და სურვილები სწრაფად აგიხდებათ!

  5. თქვენს ოცნებას ახდენა ახლო მომავალში უწერია, თუმცა, როცა ეს მოხდება, შესაძლოა იკითხოთ: "მჭირდებოდა ეს?"

  6. თქვენ მიზანმიმართული და თავდაჯერებული ხართ, ასეთებს კი ფორტუნა ხშირად უღიმის. თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე დაუჯერებელი ოცნებაც კი ახდეს;

  7. თქვენ ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ხართ, თუმცა, მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიზარმაცე გეღობებათ ხოლმე. ეცადეთ, თავს ძალა დაატანოთ და აისრულოთ ოცნებები!

  8. თქვენი სურვილი, ფაქტობრივად, ახდა, უბრალოდ ცოტაც მოითმინეთ;

  9. თქვენ მაღლა ფრენთ და ყველაფერზე გრანდიოზულად ფიქრობთ. ეცადეთ, სურვილებში უფრო მოკრძალებული იყოთ, თორემ არ აგიხდებათ...

  10. ძალიან მომთხოვნი ხართ როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავის მიმართ. თუ რაღაც დაისახეთ მიზნად, მის მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგიშლით - სწორედ ეს დაგეხმარებათ ოცნებების ასრულებაში;

  11. თქვენი სურვილი, სადაცაა, ასრულდება. მთავარია, ამის მუდამ გჯეროდეთ!

  12. თქვენი სურვილი არ ასრულდება, თუ ამაში წვლილს თქვენ არ შეიტანთ. დაიწყეთ წინსვლა თქვენი სურვილისკენ და ბედიც ხელს შეგიწყობთ.
გახსოვდეთ: სურვილების ასრულება თქვენზეა დამოკიდებული! არ დაგეზაროთ და გააკეთეთ ყველაფერი საკუთარი მოხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: