10 ყველაზე საშინელაი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

Загрузка...

10 ყველაზე საშინელი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს:

10. ნეგლერია ფოულერა

10 ყველაზე საშინელაი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

ზომბი - არსება, რომელიც იკვებება ადამიანის ტვინით. ნეგლერია ფოულერას ახასიათებს ზუსტად ანალოგიურ ქმედება ადამიანის ორგანიზმზე. მას მწყობრიდან გამოჰყავს ნერვული სისტემა და იკვებება ჩვენი ტვინით. ამ პარაზიტის არსებობას ორგანიზმში თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება და რიგ შემთხვევაში სიკვდილიც კი. ნეგლერია ფოულერა ერთ-ერთი უიშვიათესი პარაზიტია და მსოფლიოში დაფიქსირებულია მისით დაავადების მხოლოდ 1000 შემთხვევა. დაავადების წყარო გახლავთ ბუნებრივი თბილი წყლები.

9. ონქოცერკოზი

10 ყველაზე საშინელაი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

ონქოცერკოზი - ჭია, რომელიც იწვევს სიბრმავეს. არაცივილიზირებულ რეგიონებში მისით დაავადების შანსი საკმაოდ მაღალია. პარაზიტი სპობს თვალის რქოვანას, რის შედეგადაც იწვევს აბსოლიტურ სიბრმავეს. ადამიანის იმუნიტეტს არ შეუძლია ამ პარაზიტის ამოცნობა, შესაბამისად სიბრმავე გარდაუალია.

8. ბენკროფტის ფილარია

10 ყველაზე საშინელაი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

ამ პარაზიტს ხშირად სპილოს პარაზიტს უწოდებენ, თუმცა არა იმიტომ, რომ იგი უზარმაზარი ზომისაა, არამედ იმიტომ, რომ იწვევს ადამიანის კიდურის ჯერადად გაზრდას და მის დამახინჯებას. ორგანიზმში მოხვედრიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ეს პარაზიტი იზრდება და ხვდება ლიმფურ სისტემაში, რომელიც განაპირობებს სითხის გადადინებას ორგანიზმიდან. მოზრდილი ჭია ბლოკავს სადრენაჟე არხებს, რის გამოც სითხე აღარ გადაედინება, გროვდება და კიდური ემსგავსება სპილოს ფეხს.

7. ლოა ლოა

10 ყველაზე საშინელაი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

სახელწოდება ''ლოა ლოა'' რომელიმე კოქტეილის დასახელებას უფრო ჰგავს, რომელიც ტროპიკულ პლიაჟზე, ან ეგზოტიკურ კუნძულზე მოიპოვება, თუმცა სინამდვილეში ეს გახლავთ პარაზიტი, რომელიც ორგანიზმში მწერების ნაკბენისგან ხვდება. თავდაპირველად ეს პარაზიტი ცხოვრობს ნაკბენში და იწვევს მის შესიებას, ხოლო ზრდის დასრულების შემდეგ ჭია ინაცვლებს თვალში და ადამიანი, რომელიც ამ პარაზიტითაა შეპყრობილი, მის თითოეულ მოძრაობას შეიგრძნობს.

6. ბუზის ჭია

10 ყველაზე საშინელაი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

მაწუხელას ბუზი მსხვერპლის ამორჩევის შემდეგ მის ორგანიზმში დებს ათასობით კვერცხს, საიდანაც პარაზიტი ჭიები იჩეკებიან. ჭიები ზრდისთვის იკვებებიან ყველაფრით, რაც კი მათ გარშემო მოიპოვება. ამ შემთხვევაში საუბარია ქსოვილებზე, რის შედეგადაც ადამიანს კანზე უჩნდება უზარმაზარი ხვრელები, ჩაღრმავებები. ამ პარაზიტის და მისი კვერცხების მოსაშორებლად აუცილებელია ქირურგთან მისვლა.

გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: