აი, როგორ უნდა გაარკვიოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა განავალის ფერის მიხედვით. გაიგეთ, გაქვთ თუ არა შფოთვის მიზეზი!

Загрузка...

დაფიქრებულხართ ოდესმე თქვენი განავალის ფერზე? შესაძლოა, ეს ცოტათი უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამას ბევრი რამ შეუძლია მოგითხროთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. უმეტესწილად, ფეკალიების ფერის შეცვლა საკვებს უკავშირდება, თუმცა, ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელი იყოს. მოდით, გავერკვიოთ, რაზე მოწმობს განავალის შავი, თეთრი თუ მწვანე ფერი.

მწვანე

მწვანე განავალი შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ საჭმელი, რომელსაც მოიხმართ, სწრაფად გადის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ასევე, შესაძლოა ეს დიარეის ნიშანიც იყოს. ამ შემთხვევაში, ნაღველი - სპეციალური ნივთიერება, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს ცხიმების გადასამუშავებლად - ვერ ასწრებს მათ წვას. გარდა ამისა, მწვანე ფერი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ დიდი ოდენობით მწვანე ბოსტნეულს მიირთმევთ.

ღია ან თეთრი

ეს იმის ნიშანია, რომ მასში ნაღველი არ არის. ეს შეიძლება იყოს ნაღველის ნაკადის დაბინძურების მინიშნება იყოს. ასევე, თეთრ განავალს ზოგიერთ პრეპარატიც იწვევს.

ყვითელი

აი, როგორ უნდა გაარკვიოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა განავალის ფერის მიხედვით. გაიგეთ, გაქვთ თუ არა შფოთვის მიზეზი!

ეს ნიშნავს, რომ თქვენს განავალში დიდი ოდენობით ცხიმია, რაც ცელიაკიის ნიშანი შეიძლება იყოს. ხანდახან, ასეთ ცვლილებებს ცილოვანი გლუტენის მიღებაც იწვევს.

შავი

ეს ცვლილება უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილში სისხლდენაა. ასევე, ეს გახლავთ ზოგიერთი პრეპარატის მიღების შედეგიც.

წითელი

წითელი ფერი შეიძლება მიუთითებდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილში სისხლდენაზე. ასევე, ეს შეიძლება ბუასილის ნიშანიც იყოს. ზოგიერთ პროდუქტი, მაგალითად ჭარხალი, ტომატის წვენი ან კეკნკრა, იწვევს მსგავსი ფერის განავალს.

აი, როგორ უნდა გაარკვიოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა განავალის ფერის მიხედვით. გაიგეთ, გაქვთ თუ არა შფოთვის მიზეზი!

თუ თქვენი განავალის ფერი გაწუხებთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. მნიშვნელოვანია, იცოდეთ მსგავსი ცვლილებების მიზეზი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები