ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს


ახლა ქალსა და მამაკაცს თანასწორი უფლებები აქვთ. ისინი მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, აქვთ ქონების ქონის უფლება და საჯაროდ აზრის გამოხატვის თავისუფლება. თავისუფლება ზოგს ისე აუვარდა თავში, რომ ფემინისტებად იქცნენ - თითქოს მათ ჯერ კიდევ ზღუდავენ. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. წარმოგიდგენთ ქალების დასჯის ხერხებს ძველი დროიდან.

ანტიკურ ხანებში ქალებს თითქმის არავითარი უფლება არ ჰქონდათ. შუასაუკუნეებში კი მათ ხმის ამოღებაც კი ეშინოდათ. მაშინ ხომ ყველაფერი ინკვიზიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. ინკვიზიცია სიამოვნებით "ასამართლებდა" ყველას, ვისაც ჯადოქრობაში სწამებდნენ ცილს.

ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს

გასამართლებულის ბედი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა - მათ დღედაღამ აწამებდნენ, რათა ჯადოქრობა ეღიარებინათ. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ინკვიზიციის ყველაზე გავრცელებულ და ცნობილ საშუალებებს, რომელთაც ჯადოქრობაში ბრალდებული ქალების "სწორ გზაზე" დასაყენებლად იყენებდნენ.

ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს

  1. საცურაო სავარძელი
    ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო ჯადოქრის გამოსატეხად - "დამნაშავეს" აბამდნენ სკამზე, შემდეგ კი მდინარეში უშვებდნენ, მერე ამოჰყავდათ და ასე ძალიან დიდ ხანს. კონსტრუქცია ძალიან მარტივი იყო - ძელის ერთ მხარეს სკამი იყო ჩამოკიდული, მეორეზე კი თოკი, რომლსაც ექაჩებოდნენ ან უშვებდნენ.

    ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს

  2. ყარყატი
    ეს ძალიან უბრალო იარაღი იყო წამებისთვის. ხელსაწყო სრულიად უმოძრაოს ხდიდა მსხვერპლს. ქალებს უმაგრებდნენ ბორკილებს ხელებსა და ფეხებზე, მუხლებს კი მკერდისკენ წევდნენ. ასეთი ფორმით ქალი მალე იწყებდა გაბუჟებას და ეწყებოდა ჯოჯოხეთური ტკივილები, რომლებიც წელიდან იწყებოდა. ასეთი ტკივილების შედეგად, ხშირად, მსხვერპლები რამდენიმე დღეში ჭკუიდან იშლებოდნენ.

    ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს

  3. "კუდიანის სკამი"
    ეს საშინელება, რომელიც ცნობილია, როგორც "კუდიანის სკამი" ან "ინკვიზიციის სკამი", შედგებოდა ბორკილებისა და რკინის "ეკლებისგან", რომლებიც მარტივად ხვრეტენ ხორცს. ჯადოქრობაში ბრალდებულებს სვამდნენ ამ სკამზე და პარალელურად ცხელი რკინითა და წყლით აწამებდნენ. ძალიან ამტანები რამდენიმე დღე ძლებდნენ, თუმცა ასეთ სასჯელს ვერავინ გადაურჩა.

    ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს

  4. წყლით წამება
    ბრალდებულს მაგიდაზე ან ძელზე ისე აბამდნენ, რომ ზურგი მოხრილი ჰქონოდა, შემდეგ პირში ძაბრს ან მილს უდებდნენ და იწყებდნენ წყლის ჩასხმას მილებში შეუჩერებლად. თავიდან, მსხვერპლი განიცდიდა ძლიერ ტკივილებს, შემდეგ კი იხრჩობოდა. ამ სასჯელის უფრო დაუნდობელი ფორმა იყო წყლის შეშვება ანალურ და ვაგინალურ ხვრელებში. ხშირად, მილებში უშვებდნენ მწერებსაც, რომლებიც აუტანელ ტკივილს აყენებდნენ მსხვერპლს.

    ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს

  5. "მსხალი"
    თუ მსხვერპლები სასწაულს ახდენდნენ და იტანდნენ სასჯელს, შემდეგ კი სატანასთან კავშირს აღიარებდნენ, მათ ასეთი საყვარელი სათამაშო ელოდათ. ამ ხელსაწყოს ქალის ინტიმურ ადგილში დაკეტილ მდგომარეობაში დებდნენ და შემდეგ გასაღებს ატრიალებდნენ - ასე "მსხლის" ფოთლები იშლებოდა და ქალს შიგნიდან ნაწილებად ხლეჩდა.

    ინკვიზიციის კოშმარები: როგორ სჯიდნენ ქალებს, რომლებსაც ჯადოქრობაში სდებდნენ ბრალს
არსებობდა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმებიც, თუმცა, ინკვიზიცია ხელიდან არ უშვებდა მსხვერლის სიკვდილით დასჯის შანსს.

ისტორიაში რას არ აკეთებდნენ - ღმერთის სახელით ამართლებდნენ საკუთარ საქციელებს და ამას საღვთო საქმეებს უწოდებდნენ. საკუთარ არასამართლიან ქცევებს ამგვარად ამართლებდნენ, რათა მშვიდად დაეძინათ და სინდისსაც არ შეეწუხებინათ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები