როგორ გადავაკეთოთ სააბაზანო რამდენიმე დღეში რემონტის გარეშე: 7 გენიალური იდეა

Загрузка...

სააბაზანო ოთახი სარემონტო ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხარჯიანი დეტალია. ხანდახან, ძალიან გვინდა ინტერიერის შეცვლა, თუმცა ამის არც ძალა და არც საშუალება არ გვაქვს. ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა ეს რჩევები გამოგადგეთ.

როგორ გადავაკეთოთ სააბაზანო რამდენიმე დღეში რემონტის გარეშე: 7 გენიალური იდეა

  1. გაათავისუფლეთ სივრცე
    რემონტი იმისთვისაა საჭირო, რომ საცხოვრებელში ქაოსისგან კოსმოსი გაჩნდეს. დაიწყეთ უსარგებლო ნივთების მოცილება ოთახიდან. გადაახარისხეთ შამპუნებისა და გელების ბოთლები და ქილები. გამოიყენეთ ორგანეიზერი თავის მოვლის საშუალებებისთვის, პირსახოცი და მსგავსი ნივთები კი შეინახეთ კარადაში.

  2. გააკეთეთ განათების ორგანიზება
    აბაზანაში კარგი იქნება რამდენიმე ლოკალური განათების ქონა. იდეალურია, თუ არის საერთო სანათი, კარადა თავისი განათებით და შხაპიც, ასევე, ცალკე განათებით. თუ სანათები გაფუჭდა, აუცილებლად გამოცვალეთ. შეგიძლიათ ლედ-განათებისა და ლენტების გამოყენებაც, რაც სიღრმის შეგრძნებას გააჩენს.

    როგორ გადავაკეთოთ სააბაზანო რამდენიმე დღეში რემონტის გარეშე: 7 გენიალური იდეა

  3. შეცვალეთ ონკანები
    მწყობრიდან ყველაზე სწრაფად სწორედ ისინი გამოდის. წყლის ხარისხისა და დინების მიხედვით, ონკანი ხშირად ფუჭდება ან გროვდება ნალექი, ამიტომაც წვეთვას იწყებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გადაიხადეთ მასში თავის დროზე, თუ გაფუჭდა, აუცილებლად გამოცვალეთ!.

  4. დაკიდეთ სუფთა ფარდა
    აბაზანის ფარდაც ძალიან სწრაფად ცვთება და ფუჭდება. ახალი ფარდით კი ინტერიერს განაახლებთ.

  5. განაახლეთ ვენტილები
    სოკო და ობი ზედაპირის დაუძინებელი მტერია, ყველაზე მეტად კი ისინი ნაწიბურებს აზარალებენ. შეცვალეთ გაფუჭებული ვენტილები. შეარჩიეთ კლასიკური თეთრი ან განაახლეთ ძველი.

    როგორ გადავაკეთოთ სააბაზანო რამდენიმე დღეში რემონტის გარეშე: 7 გენიალური იდეა

  6. შეარჩიეთ ახალი აქსესუარები
    აბაზანის ინტერიერში სიმკვეთრის შესატანად ყველაზე კარგი საშუალება ახალი აქსესუარების შეძენაა: თხევადი საპნის დისპენსერი, კბილის ჯაგრისების ჭიქა, სასაპნე, კოსმეტიკის ორგანეიზერი.

  7. შექმენით კაფელის აქცენტი
    იმის ნაცვლად, რომ შეცვალოთ მთელი კაფელის ზედაპირი, შეგიძლიათ უბრალოდ მისი პატარა მონაკვეთი განაახლოთ, სადაც ყველაზე მკვეთრი დაზიანებებია. ასე აბაზანაში ორიგინალური პანელის გაკეთებაც შეგიძლიათ.
ყველა ეს მცირე გაუმჯობესება თქვენს აბაზანას უკეთესობისკენ შეცვლის, დილით კი გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდება შხაპის მიღება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები