როგორ აისახება მამის დამოკიდებულება ქალიშვილისადმი მის მომავალ ურთიერთობებზე მამაკაცებთან

Загрузка...

ალბათ, რთულია ამის დაჯერება, მაგრამ მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს სამომავლოდ ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთობებზე. ქალები თავს იმით იმართლებენ, რომ მამასთან პრობლემური ურთიერთობა აქვთ, როცა რომანტიკულ ურთიერთობებში შეცდომებს უშვებენ. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი პრობლემა ნამდვილად არსებობს.

როგორ აისახება მამის დამოკიდებულება ქალიშვილისადმი მის მომავალ ურთიერთობებზე მამაკაცებთან

ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი, შერი ბლეიქი ამტკიცებს, რომ მამა - ეს ქალიშვილისთვის პირველი მოდელია მამაკაცისა, რომელზეც დამოკიდებული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მამაა მისთვის. ეს ურთიერთობები აუცილებლად იმოქმედებს თქვენს შეხედულებაზე მამაკაცებისადმი.

მამაკაცებისა და მამათქვენის ურთიერთობებს შორის კავშირის გარკვევას პროფესიონალის გარეშე ვერ შეძლებთ. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომელთა მიხედვითაც დაადგენთ, თუ რა გაიძულებთ ამა თუ იმ შეცდომის დაშვებას ურთიერთობაში.

თუ თქვენი და მამათქვენის ურთიერთობას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პუნქტი ასახავს, ექიმი ბლეიქი გირჩევთ, გაამახვილოთ ყურადღება რამდენიმე დეტალზე:

  1. მამათქვენი მუდმივად გაკლიათ
    რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: შესაძლოა, თქვენ ძალიან აბეზარი ხართ და მთელი დროის გატარება თქვენს პარტნიორთან ერთად გსურთ. გეშინიატ, რომ იგი უარგყოფთ და მიგატოვებთ. ქმნით არაჯანსაღ ურთიერთობებს და ხშირად იცვლით პარტნიორებს, ვინაიდან ფიქრობთ, რომ ცხოვრების სიყვარულს ვერასდროს იპოვით. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხართ, თუმცა, თუ გექნებათ თქვენი პარტნიორის ზარების, მესიჯებისა და სოციალური ქსელების შემოწმების საშუალება, ამას დაუფიქრებლად გააკეთებდით.

    როგორ აისახება მამის დამოკიდებულება ქალიშვილისადმი მის მომავალ ურთიერთობებზე მამაკაცებთან

  2. მამათქვენი არ გამოხატავს ემოციებს
    რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა კაცი ერთნაირია და მათგან არაფერს ელით. გეშინიათ, რომ არავინ შეგიყვარებთ, ამიტომაც მამაკაცებისგან თავს შორს იჭერთ. თქვენი ქცევები, შესაძლოა, ცივი და გაურკვეველი იყოს, თუმცა, სინამდვილეში თქვენ უბრალოდ გეშინიათ წარუმატებელი ურთიერთობებისა.

  3. მკაცრი მამა გყავთ, რომელიც მუდმივად შეურაცხგყოფთ და არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა

    როგორ აისახება მამის დამოკიდებულება ქალიშვილისადმი მის მომავალ ურთიერთობებზე მამაკაცებთან

    რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება: სარწმუნოა, რომ თქვენ აირჩევთ მამაკაცს, რომელიც მამათქვენისგან სრულიად განსხვავებული იქნება. შესაძლოა, ნდობასთან პრობლემები გქონდეთ. უარესის მოლოდინში ასრულებთ ურთიერთობებს, რომლებიც უფრო დიდხანს გასტანდა. ალბათ, ერთ-ერთმა მამაკაცმა ძალიან გატკინათ გული, რის გამოც სამომავლოდ პრობლემები შეგექმნებათ.

  4. მამასთან ჯანმრთელი ურთიერთობა გაქვთ, მას უყვარხართ და მხარს გიჭერთ
    თქვენ, შესაძლოა, დიდხანს მოუნდეთ ისეთი მამაკაცის შერჩევას, რომელიც მამათქვენს ჰგავს. მუდმივი შედარებები მამისა და სხვა მამაკაცებისა გამოიწვევს არასაფუძვლიან და მოკლევადიან ურთიერთობებს, პარტნიორის ძიება კი ძალიან დიდ დროს წაგართმევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები აუცილებლად დაგეხმარებათ იმ პრობლემების გაანალიზებაში, რომლებიც თქვენს ურთიერთობაშია, ექიმი ბლეიქი გვირჩევს, მივმართოთ სპეციალისტს, რათა გავერკვეთ, რა როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობებში მამისადმი დამოკიდებულება.

-"თერაპია დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებაში მშობლების როლის განსაზღვრაში. ქალების უმეტესობა ვერ ხვდება, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს მამისადმი დამოკიდებულება მათ სამომავლო ურთიერთობებზე."

თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: