მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

Загрузка...

წელიწადში ორჯერ, სამხრეთ კორეის კუნძულ ჩინდოში საოცარი მოვლენის თვითმხილველი შეიძლება გახდე, რომელიც ბიბლიურ სიუჯეტს გაგონებს, როცა მოსეს წინაშე ზღვა ორად გაიყო. წყლები, რომლებიც კუნძულებს მოდო და ჩინდო აერთებს, მთელი ერთი საათით ორად იყოფა და 40 მეტრი სიფართისა და 2,8 კილომეტრის სიგრძის გზას ხსნის.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზღვის წყლების ასეთი გაყოფა ხდება მოდინება-გადინების სხვაობის შედეგად, რომლებიც თავის მხრივ მთვარის ციკლებზეა დამოკიდებული. ამ საოცრების სანახავად ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი სეირნობს ზღვაში გახსნილ „ბილიკზე“ და ხმელეთზე გადმოგდებულ ზღვის ბინადრებს აგროვებენ. იდუმალი ზღვის გზის ხილვა პროვინციაში ჩოლა-ნამდო არის შესაძლებელი. ყველაზე ხშირად ტურისტები აქ მაისში ჩამოდიან, თუმცა, ძლიერი გადინებები აქ შემოდგომაზე ხდება.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

ეს მოვლენა საყოველთაოდ ცნობილი საფრანგეთის ელჩის, პიერ რანდის წყალობით გახდა, რმელმაც 1975 წელს ჩინდოში ვიზიტისას მას ადგილობრივ გაზეთში სტატია მიუძღვნა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ „მოსეს გზა“ შეგიძლია გაიარო მატერიკიდან კუნძულამდე.

კორეელებს ამ მოვლენის საკუთარი ახსნა აქვთ. ლეგენდის თანახმად, გასამართლებული სახელად სონ დონ ჩჟინი კუნძულ ჩეჩჟუდოზე გადაასახლეს. თუმცა მან და მისმა თანმხლებებმა მოახერხეს გაქცევა და უახლოეს კუნძლამდე გაცურეს, რომელიც ჩინდო აღმოჩნდა.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

დონ ჩჟინის შთამომავლები აქ 200 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ, რომლის განმავლობაშიც არაერთხელ დასხმიათ თავს აქ მობინადრე ვეფხვები. ამის გამო გადაწყვიტეს, ახლობლად მდებარე კუნძულ მოდოზე გადასულიყვნენ საცხოვრებლად. როდესაც გადაბარგდნენ, აღმოჩნდა, რომ კუნძულზე ერთი მოხუცი ქალი დარჩა. მან ზღვის დრაკონს შესთხოვა ნათესავებთან დაკავშირება. მაშინ დრაკონმა უბრძანა, ზღვის ნაპირზე მისულიყო.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

ზღვა ორად გაიყო და მოხუცი ქალი გზას გაუდგა, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოჩნდა, გზის გასაგრძელებლად. მაშინ მისი ახლობლები მოხუცის შესახვედრად გამოემართნენ და ქალი წაიყვანეს. სიკვდილის პირას მყოფმა მოხუცმა დრაკონს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. ამ დროიდან მოყოლებული, ქალისა და ამ საოცარი მოვლენის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება ღონისძიებები. „ზღვის გზას“ კი ახლა ვეფხვისა და მოხუცი ქალის ძეგლები ამშვენებს.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

ზღვა მხოლოდ 1-2 საათით იყოფა, ასე რომ ტურისტებს აჩქარება მართებთ ხმელეთზე დასაბრუნებლად. მათ, ვინც ვერ მოასწრო დროულად დახმარება, უამრავი პოლიციელი ეხმარება ნავებით.

მოსეს სასწაული ჩინდოს კუნძულზე. ლეგენდა, რომლის ცოცხლად დანახვა არის შესაძლებელი

რამდენი საოცარი ადგილია ჩვენს პლანეტაზე!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: