ქალის 11 ფიზიკური თვისება, რომელიც მამაკაცებს ატყვევებს (დამტკიცებულია მეცნიერულად)

Загрузка...

გსმენიათ, რომ მამაკაცებს თვალებით უყვარს? დაფიქრებულხართ, საიდან მოდის ეს გამონათქვამი? მეცნიერებამ ახსნა იპოვა, თუ რატომ უყვართ მამაკაცებს ქალების თავიდან ფეხებამდე თვალიერება. ყოველ ჯერზე ისინი რეპროდუქტიულ შეფასებას ატარებენ. რაც უფრო მიმზიდველია ქალი, მით უფრო ჯანმრთელად ეჩვენებათ. მამაკაცები, სხვადასხვა თვისების აღმოჩენისას, ქვეცნობიერად ფიქრობენ, თუ როგორი შვილები შეიძლება მათ ეყოლოთ.

კვლევების თანახმად, მამაკაცებს ქალების სხეულის ეს 11 თვისება იზიდავს.



  1. ღიმილი
    ქალის 11 ფიზიკური თვისება, რომელიც მამაკაცებს ატყვევებს (დამტკიცებულია მეცნიერულად)
    ცხადია, რომ ბედნიერი ადამიანები ძალიან მიმზიდველები არიან. მაგრამ ლამაზ ღიმილში დიდი როლი ჯანსაღ კბილებს უკავია.


  2. მაღალი ხმა
    კვლევების თანახმად, მაღალი ხმა ახალგაზრდობასთან და ქალის ნატიფ სხეულთან ასოცირდება, ეს ორი თვისება კი ძალიან მიმზიდველია მამაკაცისთვის.

  3. ნაკლები მაკიაჟი
    შეიძლება იფიქროთ, რომ შეღებილი ტუჩები, თვალები და მიწებებული წამწამები უფრო გალამაზებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს ბუნებრივობა უფრო იზიდავთ.

  4. ჯანმრთელი თმა
    გრძელი, სქელი და მბზინვარე თმა - ჯანმრთელობის და ნაყოფიერების ნიშანია. გახსოვდეთ ეს, სანამ თმას შეიჭრით, ან თმის დალალებს მიიწებებთ.

  5. მუქი თმა
    მიიჩნევა, რომ მამაკაცებს ქერები მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ქერათმიანი ქალები უფრო მიმზიდველები არიან, კვლევებმა დაამტკიცა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მამაკაცები მაინც მუქთმიანებს ირჩევენ.


  6. წელზე განიერი თეძოები
    წელი და თეძოები 7:10 შეფარდებით, განსაკუთრებით სასიამოვნოდ გამოიყურება. სხეულის ეს ნაწილი პირდაპირ კავშირშია ორსულობასთან და მშობიარობასთან. შესაბამისად, მამაკაცები ქვეცნობიერად ირჩევენ უკეთეს ვარიანტს შვილების გასაჩენად.

  7. სიმაღლე
    2010 წლის ანალიზმა, რომელიც სიდნეის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს, უჩვენა, რომ წელისა და თეძოების შეფარდება და მკერდის ზომა კი მოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მამაკაცები ქალებს, მაგრამ ეს არ ასახავს აღქმის სრულ სურათს მთლიანობაში. მაღალი ქალები დანარჩენებზე მიმზიდველები არიან, რადგან ევოლუციურად უფრო განვითარებულად მიიჩნევიან.

  8. გრძელი ხელები
    გრძელი და თხელი ხელების მქონე ქალები ისევე იზიდავენ მამაკაცებს, როგორც გრძელფეხება ქალები.


  9. წითელი სამოსი
    ქალის 11 ფიზიკური თვისება, რომელიც მამაკაცებს ატყვევებს (დამტკიცებულია მეცნიერულად)
    ეს გახლავთ მიზეზი, თუ რატომ ასოცირდება წითელი ვნებასთან. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ტანსაცმელი წარმოუდგენლად იზიდავს მამაკაცებს. ამიტომ, თამამად ჩაიცვით წითელი კაბა პაემანზე.

  10. დიდი მკერდი
    ბევრმა იცის, რომ დიდმკერდიანი ქალები ძალიან იზიდავს მამაკაცებს, განსაკუთრებით თუ ამთ ვიწრო წელი აქვთ. ჩატარებულ ექსპერიმენტში აშკარად ჩანდა, თუ როგორ აქცევდნენ მამაკაცები პირველ რიგში ყურადღებას მკერდს, ქალების ფოტოების თვალიერებისას.

  11. საერთო გარეგნობა
    კვლევებმა უჩვენა, რომ ცვალებადი მახასიათებლები, ისეთები, როგორებიცაა პოზა, ჟესტიკულაცია, სისუფთავე, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულის ფორმები და სიმაღლე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: