ეს ბიჭუნა სრულიად შემთხვევით უკანა ეზოში გავიდა. იმან, რაც აუზში დაინახა, აიძულა უმალვე გადამხტარიყო წყალში

Загрузка...

ლუიზიანას შტატის ქალაქ მონროში მცხოვრები 6 წლის მამაცი ბიჭუნას წყალობით, ნამდვილი ტრაგედიის თავიდან არიდება მოხერხდა! 2 წლის ტყუპები კადენი და ისააკი მშობლების თვალს მიეფარნენ და აუზს მიუახლოვდნენ. ეს ისტორია ნამდვილ კოშმარად იქცეოდა, რომ არა ნორჩი მაშველი ბრენსონი.

 ეს ბიჭუნა სრულიად შემთხვევით უკანა ეზოში გავიდა. იმან, რაც აუზში დაინახა, აიძულა უმალვე გადამხტარიყო წყალში

კელის ოჯახი კვირა დღეს ერთად შეიკრიბა ეკლესიაში წასასვლელად. შემდეგ ამთ გადაწყვიტეს აუზთან წვეულება მოეწყოთ. საღამოს, როცა ყველა დაიშალა, ვიღაცას უკანა ეზოს კარი დარჩა ღია, რომელიც აუზისკენ გადის. ბავშვები წყალში აღმოჩნდნენ...
კორტნიმ, 6 წლის ბრენსონის დედამ, ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ერთ წუთში ის თავის დას, ტყუპების დედას ემშვიდებოდა, სანამ ბავშვები ტელეშოუს უყურებდნენ, მეორე წამს კი აღმოაჩინა, რომ ბავშვები ოთახში აღარ არიან. ჯინი კელი, კადენისა და ისააკის დედა ამ დღეს იხსენებს.

 ეს ბიჭუნა სრულიად შემთხვევით უკანა ეზოში გავიდა. იმან, რაც აუზში დაინახა, აიძულა უმალვე გადამხტარიყო წყალში

ჩემმა დისშვილმა სრულიად შემთხვევით გადაწყვიტა უკანა ეზოში გასვლა, რადგან თავისი პატარა ძმისთვის უნდა დაეძახა. ამ მომენტში ჩემი პატარები შენიშნა აუზის ფსკერზე! არ დაიბნა და უმალვე დაიწყო მათი წყლიდან ამოყვანა, შემდეგ ჩვენ გვიხმო.

6 წლის ასაკში ბრენსონმა ნამდვილი გმირული საქციელი ჩაიდინა. ყველაფერთან ერთად, მან პირველადი სამედიცინო დახმარებაც გასწია. როდესაც დაინახა, როგორ უკეთებს ერთ პატარას გულის მასაჯს დედამისი, ისიც ასე მოიქცა. ტყუპები გალურჯებული იყვნენ, გულისცემა გაჩერებული ჰქონდათ. მამამ სწრაფად მოირბინა და განაგრძო გულის მასაჟის ჩატარება. სასწრაფო დახმარება უკვე გზაში იყო.

30 წამის შემდეგ კადენს სიცოცხლის ნიშანწყალი შეენიშნა, წყალი ამოუშვა და მძიმედ სუნთვა დაიწყო. ნახევარ წუთში ისააკიც გონზე მოვიდა. ბიჭუნებს სერიოზული ტრავმები არ მიუღიათ, ამიტომ უკვე მეორე დღესვე თავი კარგად იგრძნეს. და მაინც, სიტუაცია ძალიან ცუდად შეიძლება შემობრუნებულიყო! 2 დღეში სამედიცინო კვლევა დასრულდა და ტყუპები შინ დაბრუნდნენ.

არ შეიძლება, ხაზი არ გაუსვა ბრენსონის სიმამაცეს. სწორედ მან შეძლო სიტუაციის სწორად გაანალიზება და მყისიერად იმოქმედა ტყუპების გადასარჩენად. ის ნამდვილი გმირია!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: