მუსიკის ჰანგებისგან ტანში ჟრუანტელი გივლით? ეს შეიძლება ტვინის განსაკუთრებულ სტრუქტურაზე მოწმობდეს

Загрузка...

გაქვთ თუ არა განსაკუთრებით საყვარელი სიმღერა, რომლის მოსმენისას ტანში ჟრუანტელი გივლით? ეს საკმაოდ იშვიათ მოვლენად მიიჩნევა.
ჰარვარდის ნიჭიერმა კურსდამთავრებულმა მეთიუ საქსმა საკმაოდ არაორდინალური კვლევა ჩაატარა, რათა დაედგინა ამ მოვლენის მიზეზი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანი ასეთი ემოციური არ არის, ბევრს არასოდეს განუცდია მსგავსი რამ.

მუსიკის ჰანგებისგან ტანში ჟრუანტელი გივლით? ეს შეიძლება ტვინის განსაკუთრებულ სტრუქტურაზე მოწმობდეს

ექსპერიმენტში 20-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, 10-მა მათგანმა აღიარა, რომ ჟრუანტელის შეგრძნება აქვთ ზოგი კომპოზიციის მოსმენისას. საკსმა გააანალიზა ყოველი მონაწილის თავის ტვინის სკანირების მონაცემები და აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჟრუანტელი აღენიშნებათ, ტვინის ბოჭკოების უფრო მყარი სტრუქტურა აქვთ, რომლებიც სმენით აღქმასა და ემოციურ განყოფილებებს აერთებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც თანაგრძნობისკენ არიან მიდრეკილნი და მგრძნობიარები არიან, უფრო იოლად სოციალიზდებიან და გააცნიათ უფრო განვითარებული კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.

ბოჭკოვანი შენაერთების მაღალი სიმყარე უზრუნველჰყოფს იმპულსების უკეთეს ცვლას თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილებებს შორის, შედეგად კი ემოციები უფრო ძლიერდება.

მიუხედავად იმისა, რომ საკსის კვლევას მასშტაბურს ვერ უწოდებ, ის განაგრძნობს მუსიკის ტვინზე ზემოქმედების კვლევას. ის მიიჩნევს, რომ ნევროლოგიური რეაქციების საბაზისო ცოდნამ შეიძლება სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გარღვევები მოახდინოს.

მსგავსი ემოციურობა კიდევ მიუთითებს უფრო ფაქიზ სიტუატიურ აღქმაზე და სრულიად ჩვეულებრივი რამეებისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობაზე. მსგავსი ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიებისკენ.

ვინ იფიქრებდა, რომ მელოდიებით გამოწვეული გრძნობები არა უბრალო სენტიმენტალობით, არამედ, ჩვენი ტვინის შესაძლებლობებით აიხსნება! ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი კვლევები სპეციალისტებს მუსიკის გამოყენების ახალ დარგებს გაუხსნის თერაპევტიული მიზნებისთვის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: