ეს ოთხი საშინაო საშუალება დაგეხმარებათ ქუთუთოს ჯიბლიბოსგან გათავისუფლებასა და მხედველობის აღდგენაში

Загрузка...

კიბლიბო არისქუთუთოს კისტა, რომელიც თვალის ერთ-ერთი საცრემლე ჯირკვლის დაბინძურების შედეგად ჩნდება. ჯირკვლის დაბლოკვა კი იწვევს ანთებით პროცესს, ჩნდება კისტა და სიწითლე. გთავაზობთ ამ უსიამოვნო დაავადების სამკურნალო 4 ეფექტურ მეთოდს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიბლიბო არ არის სახიფათო დაავადება, იგი მტკივნეულია, თუმცა, ჩვეულებრივ, თავისით გადადის, ეს პროცესი კი რამდენიმე კვირასაც შეიძლება გაგრძელდეს. ზოგ შემთხვევაში, თვალის ანთება შესაძლოა გაუარესდეს, ამიტომაც, უკეთესი იქნება, თუ ექიმს მიმართავთ.

ჯიბლიბოს სამკურნალო რამდენიმე ყველაზე ეფექტური მეთოდი მოიცავს მალამოს, ხსნარებს, თბილ კომპრესებსა და სამკურნალო ბალიშებს. თუმცაღა, როგორც წესი, ეს საშუალებები გამოსაყენებლად რთულია ან მოითხოვს დიდ დროსა და რესურსს.

ხელმისაწვდომია უფრო იაფი და მარტივი მეთოდებიც ჯიბლიბოს სამკურნალოდ. გთავაზობთ 4 საშუალებას:

  1. ხახვი
    ხახვის აქტიური ინგრედიენტები ფლობენ ანტიბაქტერიულ, ანტიოქსიდანტურ და ანტივირუსულ ბუნებას. თქვენ მხოლოდ დღეში რამდენჯერმე აკურატულად მოიწმინდეთ ჯიბლიბო ხახვის წვენით.

  2. ალოე ვერა
    ეს მცენარე ცნობილია, როგორც დედამიწაზე ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ალოეს გელი წაისვით შეშუპებულ ქუთუთოზე - მალე დისკომფორტი შეგიმსუბუქდებათ და დაგიბრუნდებათ ნორმალური მხედველობა.

  3. მწვანე ჩაის პაკეტები
    მწვანე ჩაის მოდუღების შემდეგ არ გადააგდოთ გამოყენებული პაკეტი - გააგრილეთ იგი. დაიდეთ მწვანე ჩაის გრილი პაკეტი თვალზე და მიეცით მას საშუალება, იმოქმედოს საცრემლე ჯირკვალზე ანტიოქსიდანტური თვალსაზრისით.

  4. აბუსალათინის ზეთი
    ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით შეშუპებულ ქუთუთოზე რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი. რეაქციას დაუყოვნებლივ შეამჩნევთ.

    როცა შეშუპების მოცულობა შემცირდება და ჯირკვლებიც ნაკლებად შეშუპებული გახდება, მათ მარტივად გაწმენდთ, რაც თვალს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. დაიცავით თვალი გარეგანი დაზიანებისგან, რაც, ძირითადად, თქვენი შეცდომითაა განპირობებული. მაგალითად, არ მოიქავოთ თვალი თუ ხელები არ გაქვთ დაბანილი. მაშინაც კი, თუ ხელები სუფთა გაქვთ, თვალი ძალიან ნაზად უნდა მოიქავოთ, რათა ანთება აირიდოთ თავიდან.
ამას გარდა, დაიცავით თვალი მტვრისა და სიბინძურისგან ქარიან ამინდში სეირნობისას.

თქვენ გაქვთ ჯიბლიბოს მკურნალობის თქვენეული მეთოდი? გაგვიზიარეთ გამოცდილება!

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: