5 უცნობი ფაქტი, რომელზეც ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტები არასოდეს ჰყვებიან!

Загрузка...

ტანსაცმლის მაღაზიებში გაყიდვების კონსულტანტები ხანდახან უცნაურები არიან. მყიდველების მსგავსად, ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან - აწესრიგენენ თაროებს და საკიდებს, მაგრამ არ დაივიწყებენ შემოგთავაზონ დახმარება ტანსაცმლის შერჩევისას. ხშირად ჩვენ უარს ვამბობთ ასეთ მომსახურებებზე, მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი მიზანია მაქსიმალურად მეტი ტანსაცმლის გაყიდვა. აქ არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ.
5 უცნობი ფაქტი, რომელზეც ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტები არასოდეს ჰყვებიან!

  1. ისინი არ იტყუებიან და არ წითლდებიან
    არ შეგეშინდეთ ჰკითხოთ რჩევა პროფესიონალ კონსულტანტს, მაშინაც კი, თუ მაღაზიაში თქვენს ახლობელ ადამიანთან ერთად შეხვედით. ეს არ არის ბაზარი, კარგი კონსულტანტი ყოველთვის გეტყვით თუ რაიმე არ გიხდებათ, შემოგთავაზებთ სხვა მოდელს, რომელიც თქვენს სახეს უფრო მოუხდება.

  2. ზოგიერთი შემთვევის გარდა
    უნდა გვახსოვდეს, რომ კონსულტანტიც ადამიანია. მთელი დღე ფეხზეა და რა თქმა უნდა, იღლება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკრეტული მოდელის ზომა აღარ არის ხელმისაწვდომი, შეუძლებელია ყოველთვის მართალი იყოს. კონსულტანტს უბრალოდ აღარ დარჩა იმის ძალა, რომ შეამოწმოს ყველა თარო ან საკიდი, რათა თქვენთვის სასურველი ზომა მოძებნოს.

  3. ეს არის ძალიან დამღლელი სამუშაო
    არც ისეთი ადვილია იყო ტანსაცმლის გამყიდველი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ის მაღაზიაში მოდის იმაზე ადრე, ვიდრე ისხნება იმისათვის, რომ მოაწესრიგოს ოთახი, დაითვალოს და დაალაგოს საქონელი და ტოვებს იქაურობას გაცილებით გვიან, ვიდრე იკეტება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთ ბუტიკებში არც ისე მაღალი ხელფასია. დაძაბულობას წარმოქმნის ის, რომ კონსულტანტები მთელი დღის განმავლობაში ათჯერ მაინც ალაგებენ და საკიდებზე კიდებენ ტანსაცმელს, მყიდველებს აძლევენ უამრავ რჩევას და უწევთ რამდენჯერმე ერთი და იმავე კითხვებზე პასუხების გაცემა.

  4. კონსულტანტები არ არიან ყველაფრის მცოდნენი
    ნებისმიერ კლიენტს შეუძლია კონსულტანტს ჰკითხოს რაიმე და მასზე ამომწურავი პასუხო მოსთხოვოს. პირველ რიგში, კონსულტანტმა შეუძლებელია იცოდეს ყველა ქსოვილის შემადგენლობა განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი მაღაზია. მეორე, ტანსაცმლის ადგილმდებარეობა ყოველდღიურად იცვლება, და ამას აკეთებენ დისტრიბუტორები. შესაბამისად, შესაძლებელია კონსულტანტმა საერთოდ არ იცოდეს სად დევს თქვენთვის სასურველი ნივთი.

  5. გასახდელში არ არის ვიდეოთვალთვალი
    რაც შეეხება კამერებს, ვიდეოთვალთვალი არის მხოლოდ სავაჭრო ოთახში, ვინაიდან კანონით აკრძალული აქვთ გასახდელში გადაღება. არ გაგიკვირდეთ, რომ ზოგიერთ მაღაზიაში კონსულტანტები გასახდელებში ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან. თუ გამოვლინდება ქურდობის ფაქტი, მოპარული ნივთის ღირებულება კონსულტანტის ხელფასიდან იქვითება, რომელიც ისედაც ძალიან დაბალია.

სხვა ადამიანის მიმართ სოლიდარობა - აი რა უნდა ვისწავლოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. ჩვენ, ყველა ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, და ვცდილობთ მის ეფექტურად შესრულებას. თუ ჩვენ ცოტა მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ, ჩვენს სიტყვებს და ქეცვებს დავუკვირდებით, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ უაზრო კონფლიქტები, ვეცადოთ რომ გვერდით დავუდგეთ და ვუგულშემატკივროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღაზიებში გვემსახურებიან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: