უზადო პედიკურის ოქროს წესები. და, არავითარი სალონები საჭირო არ არის!

Загрузка...

ცხოვრების გიჟური რიტმის გამო, ხშირად, ჩვენი გარეგნობა ზარალდება. ფასთფუდი ნეგატიურად ზემოქმედებს კანზე, ფენი თმას აშრობს, ჩვენი ფეხები კი ყველაზე მეტად იტანჯება მთელი დღის განმავლობაში. ფეხები ტონუსში რომ გვქონდეს, მათ მუდმივი მოვლა სჭირდება. არ გაქვთ სალონში სიარულის დრო? მაშინ, მოაწყვეთ სახლში სპა სალონი.

ფეხის კანის მოვლა
ფეხების სიგლუვისთვის, გამოიყენეთ საცხები. წაისვით სუფთა ფეხის გულებზე, გარდა თითებს შორის. ჩაატარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ. შემდეგ შეგიძლიათ ჩაიცვათ წინდები, რათა საშუალებამ კანზე საუნის ეფექტით იმოქმედოს.

აკურატულად დაიჭერით ფრჩხილები

ნუ დაამრგვალებთ კუთხეებს, ნუ დაიჭრით ძირში, რათა შემდგომში ფრჩხილი არ ჩაიზარდოს.

მოიცილეთ ჩაზრდილი ფრჩხილები
თუ ფრჩხილი მაინც ჩაგეზარდათ, შეგიძლიათ ეს პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროთ. ჩაყავით ფეხები ცხელ წყალში, ჩაყარეთ 1 ს.კ. სოდა. მოუსვით ჩაზრდილ ფრჩხილს კბილის ძაფი, შემდეგ დაამუშავეთ ანტისეპტიკით და დააწებეთ ლეიკოპლასტირი. გაიმეორეთ ყოველდღე.

გამოიყენეთ პემზა სწორად

უზადო პედიკურის ოქროს წესები. და, არავითარი სალონები საჭირო არ არის!
ყველაზე გავრცელებული შეცდომა - სველ ქუსლების გახეხვაა. აი, როგორ უნდა მოიქცეთ: ჩაალბეთ წყალში ფეხები, კარგად გაიმშრალეთ, და მხოლოდ შემდეგ მოუსვით პემზა. მშრალ ქულსზე უკეთ ჩანს ადგილები, რომლებსაც დამუშავება სჭირდება.

მიიღეთ აბაზანები
აბაზანაში ფეხის ჩალბობა საჭიროა კვირაში ერთხელ 15 წუთით. დაამატეთ თბილ წყალში სოდა, ბალახები და ეთერზეთები. ეთერზეთების დოზებს სიფრთხილით უნდა მიუდგეთ: 8 ლიტრ წყალზე მხოლოდ 5 წვეთი.

გაიმაგრეთ ფრჩხილის პლასტინა

ეთერზეთები ასევე ფრჩხილის პლასტინის გასამაგრებლად გამოგადგებათ. უბრალოდ, წაისვით ფრჩხილებზე, საუკეთესოდ გამოგადგებათ ნუშის ან ატმის ზეთი.

ჩაიტარეთ ფეხების მასაჟი
უზადო პედიკურის ოქროს წესები. და, არავითარი სალონები საჭირო არ არის!
მასაჟი დაგეხმარებათ ფეხების ტონუსის ასამაღლებლად, გაამაგრებს იმუნიტეტს, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გამოიყენეთ ჩოგბურთის ბურთი. დაადგით ფეხი და დააგორეთ ის ფრჩხილებიდან ქუსლებამდე. შესანიშნავია კომპიუტერთან ჯდომის დროს.

ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი
ფეხსაცმელი მოხერხებული და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული უნდა იყოს. ნუ გასწევთ ეკონომიას საკუთარ ჯანმრთელობაზე!


მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: