კორეელი ბებო: როგორ გახდა მხიარული პენსიონერი YouTube -ის ვარსკვლავი

Загрузка...

სწავლა არასოდეს არის გვიან. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს უცხო ენები თუ ქსოვა, კოპოეირა თუ ვიდეო-ბლოგები. და შემდეგში, როცა უარს იტყვით ძველ ოცნებაზე იმ მიზეზით, რომ „ბებერი ვარ საამისოდ“, გახსენით YouTube და უყურეთ ამ მომხიბვლელი ქალის ვიდეოებს: 70 წელს გადაცილებული კორეელი ბებო მოგზაურობს, აძლევს კულინარიულ რჩევებს, სწავლობს მაკიაჟის გაკეთებას - ერთი სიტყვით, იპყრობს ინტერნეტს ახალგაზრდებზე უკეთ!

კორეელი ბებო: როგორ გახდა მხიარული პენსიონერი YouTube -ის ვარსკვლავი

მოდური კაფეს სტუმრობა შვილიშვილებთან ერთად? სადღესასწაულო მაკიაჟის გაკეთება? მსოფლიოს მეორე კუთხეში მოგზაურობა? კორეელი პენსიონერი პარკ მაკრე ყველაფრისთვის ზმადაა! მას კი ათასობით ადამიანი სიამოვნებით აკვირდება. პარკი ინტერნეტის ამომავალი ვარსკვლავია (მიუხედავად ასაკისა).

კორეელი ბებო: როგორ გახდა მხიარული პენსიონერი YouTube -ის ვარსკვლავიკორეელი ბებო: როგორ გახდა მხიარული პენსიონერი YouTube -ის ვარსკვლავი

პარკმა პირველი ვიდეო 2017 წლის დასასყისში ატვირთა შვილიშვილის YouTube არხზე. მიზეზი კი მნიშვნელოვანი იყო: გოგონა ბებიასთან ერთად შორეულ ავსტრალიაში გაემგზავრა. მაგრამ უმთავრესი კი ის იყო, რომ კიმმა (შვილიშვილი) და პარკმა გადაწყვიტეს, რომ ეს ჰობი სიბერის დიმენციის კარგი პროფილაქტიკა იქნებოდა. ეს პრობლემა კი ოჯახისთვის ნაცნობი იყო.

კორეელი ბებო: როგორ გახდა მხიარული პენსიონერი YouTube -ის ვარსკვლავი

პირველივე ვიდეომ ათასობით ნახვა მოაგროვა და აქტიურ პენსიონერს საკუთარი YouTube-არხი გაუჩნდა, შემდეგ კი ინსტაგრამ-ექაუნთისაყვარელი სახელწოდებით Korea Grandma. მას უკვე 300 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ყველას სურს პოზიტივით აღივსოს და საკუთარი თვალით იხილოს, რომ პენსია შეიძლება ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გახდეს.

„როდესაც ახალი ჰობით სერიოზულად დავკავდი, მივხვდი, რომ 71 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება“, - ამბობს კორეელი ბებო. როგორ გინდა, ამას არ დაუჯერო!

მკითხველთა შთაბეჭდილებები