10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

Загрузка...

მსახიობები საკუთარ თავს სხვადასხვა კუთხით ცდიან და უამრავი სახის ქასთინგზე გადიან. თუმცა, ისინი ყოველთვის ვერ იღებენ იმათ, რაც სურთ. ფილმის გაჰიტების შემდეგ ხვდებიან, რომ როლამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ, ახლა კი ხალხი მათ ნაცვლად მათ კოლეგებს აღიარებს. წარმოგიდგენთ 10 მსახიობს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

  1. გალ გადოტი - მეომარი ფურიოსა ფილმში "შეშლილი მაქსი"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    გალ გადოტი, ამჯერად ცნობილი, როგორც ვანდერ-ვუმენი ამავე სახელწოდების ფილმიდან, "შეშლილი მაქსის" ქასთინგზეც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, ეს როლი მეტად ცნობილ შარლიზ ტერონს ერგო.

    "ხშირად, ცნობილ ფილმებში თითქმის მივიღე მონაწილეობა, თუმცა, მე არ ვიყავი იმდენად ცნობილი. არჩევანი ყოველთვის ჩემსა და უფრო მეტად ცნობილ მსახიობს შორის იყო"- თქვა გალ გადოტმა. დღეს კი ვხედავთ, რომ დირექტორებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თანაც, დამარცხებული ძალიან მალე აღიარეს სხვა ფილმში.

  2. ივან რეონი - ჯონ სნოუ, ჩრდილოეთის მეფე, დაბადებული თარგარიანი "სამეფო კარის თამაშებიდან"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    ივან რეონი, რომელმაც, საბოლოოდ, ამავე ტელე-შოუში ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მკაცრი მბრძანებლის, რამსი ბალტონის როლი ითამაშა, ქასთინგზე ბედს პატივსაცემი ჯონ სნოუს როლზეც ცდიდა. ქასთინგის შედეგად იგი კიტ ჰარინგსტონმა დაამარცხა.

  3. კრისტინ დევისი - ქერი ბრედშოუ სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    თავიდან, კრისტინ დევისიც ცდილობდა მთავარი, ქერი ბრედშოუს როლის მოპოვებას. თუმცა, ამ როლზე სარა ჯესიკა პარკერი დაამტკიცეს, კრისტინი კი შარლოტას როლზე აიყვანეს. კრისტინი ამბობს, რომ სცენარის პირველ ვარიანტში მთავარი როლი უფრო განსხვავებული იყო და მას უფრო უხდებოდა, ვიდრე სარას.

  4. მაიკლ კიტონი - დოქტორი ჯეკ შეფერდი სერიალიდან "დარჩი ცოცხალი"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    ჯეკ შეფერდის როლი მაიკლ კიტონს შესთავაზეს, რომელმაც მანამდე წარმატებით ითამაშა ბეტმენი და ბიტლჯუსი. იგეგმებოდა, რომ მისი გმირი პირველი სერიის ბოლოს უნდა მომკვდარიყო, თუმცა, სცენარისტებმა გადაიფიქრეს, მსახიობი კი არ იყო მზად რამდენიმე წელი ერთი პროექტისთვის მიეძღვნა. ამიტომაც როლი მეთიუ ფოქსს დაუმტკიცდა. მაიკლს კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში კატასტროფულად აღარ უმართლებდა როლებზე.

  5. ჯუდ ლოუ - ფილმ "პრესტიჟის" ერთ-ერთი მთავარი როლი
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    დასაწყისში ქრისტოფერ ნოლანს როლზე ჯუდ ლოუს აყვანა უნდოდა, თუმცა, ზუსტად რომელ როლზე(ენჯერის თუ ბორდენის), ცნობილი არ არის. თუმცაღა, კრისტიან ბეილთან მუშაობისას მან გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ჯეკმენის როლზე ბეილის ტანდემი დაუვიწყარი იქნებოდა.

  6. ჯიმ ქერი - კაპიტანი ჯეკ-ბეღურა ფილმში "კარიბის ზღვის მეკობრეები"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    ამ ფილმის აღიარება მეტწილად ჯეკ-ბეღურას დამსახურებაა, რომელიც ჯონი დეპმა შეასრულა. ეს როლი ჯიმ ქერისაც კარგად გამოუვიდოდა, თუმცა, მად "ყოვლისშემძლე ბრიუსის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რაც, ცუდი არ იყო, თუმცა იმდენად სარგებლიანი არ აღმოჩნდა, რამდენადაც მეტად აღიარებული მეკობრეები.

  7. ემილი ვოტსონი - ამელი ამავე სახელწოდების ფილმიდან
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    რეჟისორი ჟან პერ ჟონე ოცნებობდა მთავარ როლზე ემილი ვოტსონის ნახვაზე. ის თანახმა იყო, თუმცა იგი ფრანგულად არ ლაპარაკობდა და, თანაც, ის უკვე აყვანილი იყო როლზე ფილმში "გოსფორდის პარკი".

  8. ლივ ტაილერი - მატილდა ფილმში "ლეონი"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    რეჟისორის დამხმარემ ქასთინგის ჩატარებამდე გადაწყვიტა, რომ ნატალი პორტმანი ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა, კანდიდატურების განხვილვისას 17 წლის ლივ ტაილერი უკვე ძალიან დიდი იყო ამ როლისთვის. 11 წლის ნატალიმ კი ახალ ქასთინგზე ისევ სცადა ბედი და დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილი მსახიობია.

  9. მეთიუ მაკონაჰი და გვინეტ პელტროუ - ჯეკი და როუზი "ტიტანიკიდან"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ

    დიკაპრიომდე და ვინსლეტამდე გაცილებით ადრე რეჟისორმა როუზისა და ჯეკის როლი მაკონაჰსა და პელტროუს შესთავაზა. მეთიუმ განაცხადა, რომ როლი მოსაწყენი იყო და ცუდად დადგმული, გვინეტმაც იმავე მიზეზის გამო თქვა უარი როლზე.

  10. ალ პაჩინო - ჰან სოლო ფილმში "ვარსკვლავური ომები"
    10 მსახიობი, რომლებსაც ყველაზე ცნობილ როლებამდე 1 ნაბიჯიღა აკლდათ
ალ პაჩინოს სთავაზობდნენ კოსმიური კონტრაბანდისტის, ჰან სოლოს როლს, თუმცა მან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ სცენარი "ვერ გაიგგო". ალ პაჩინოს ვერც გავამტყუნებთ, რადგან იმ დროს არავის ეგონა, რომ ფილმი გაჰიტდებოდა. საქმეს სკეპტიკურად მოჰკიდა ხელი ამ როლზე აყვანილმა ჰარისონ ფორდმაც, რადგანაც, ალ პაჩინოსგან განსხვავებით, მას როლებში დიდი არჩევანი ნამდვილად არ ჰქონდა ნაკლებად წარმატებული სამსახიობო კარიერის გამო.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: