7 წლის ბავშვს სკოლაში მონსტრს უწოდებდნენ, ხოლო მამამისმა ის სწორედ ასე დაიცვა.

Загрузка...

7 წლის ჯექსონ ბეზზენს სკოლაში 3 უფროსკლასელი სასტიკად ამცირებდა. ისინი მასთან მიდიოდნენ და ბიჭს "მონსტრს" ან "უშნოს" უწოდებდნენ ხოლმე. ეს 3 მოსწავლე ჯექსონს გამუდმებით აწვალებდა და ბავშვობას ფაქტობრივად ართმევდა კიდეც.

ერთხელაც ეს ყველაფერი მასწავლებლის დამხმარემ შენიშნა და ბიჭების საქციელი მანამ აღკვეთა, სანამ ის უფრო სერიოზულ ხასიათს შეიძენდა. ასეთი მოზარდები ბავშვებს გონებას უმახინჯებენ და სუიციდისკენაც კი უბიძგებენ. საქმე იმაშა, რომ ჯექსონი იშვიათი დაავადებით დაიბადა, რომელსაც კოლინზის სინდრომი ეწოდება. ასეთ დროს ინდივიდს სათანადოდ ვერ უვითარდება ძვლოვანი ქსოვილები და სახის არე.

7 წლის ბავშვს სკოლაში მონსტრს უწოდებდნენ, ხოლო მამამისმა ის სწორედ ასე დაიცვა.

7 წლის ბავშვს სკოლაში მონსტრს უწოდებდნენ, ხოლო მამამისმა ის სწორედ ასე დაიცვა.

მისი მამა დენი ყოველივე ამას კარგად ხედავდა და მას ეს ძალიან სწყინდა. ერთხელ, როდესაც ის შვილთან ერთად სეირნობდა, გამვლელმა ქალმა მეორე გკითხა, თუ დაინახა ბავშვის სახე. ამ ფაქტმა დენს მოქმედებისკენ უბიძგა და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩემი გული უამრავ პატარა ნაწილად იხლიჩება, როდესაც ვხედავ, თუ, როგორ ჩაგრავენ ჩემს შვილს. ის მხოლოდ 7 წლის გახლავთ და უკვე თვითმკველობაზე საუბრობს! თანატოლები მას ხშირ შემთხვევაში ან მონსტრს ან ურჩხულს უწოდებენ, ამასთან ისინი მისთვის არც ქვების სროლას ერიდებიან. სათამაშო ეზოში მას ხელს რკავენ და არ ემეგობრებიან. ჯექსონი ძალიან განიცდის, რომ მარტოსულია და მასთან ურთიერთობა არავის სურს.

მინდა სხვა ბავშვების მშობლებს მივმართო და ვუთხრა მათ, რომ შვილებს ზრდილობა ასწავლონ. ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავის ჩემს ადგილას. რას გააკეთებდით თქვენი შვილის დამცირების შემხედვარე? მე არ ვადანაშაულებ სკოლის მასწავლებლებსა ან თითონ სკოლას, პირიქით, ვფიქრობ, რომ ბავშვის აღზრდა სწორედ მშობლის მოვალეობაა. გთხოვთ, აუხსენით ბავშვებს, რომ ვინმეს დაჩაგვრა არაა სწორი საქციელი."

დენი არ ელოდა, რომ მისი წერილი ინტერნეტში ხანძარივით გავრცელდებოდა და ასეც მოხდა. მისი პოსტი უამრავმა ადამიანმა წაიკითხა, ასევე ის მათაც გაავრცელეს, რის შემდეგაც დენმა მისსავე რაიონში კიდევ 2ოჯახი აღმოაჩინა, რომელთა პატარებს იგივე სინდრომი ჰქონდათ. ოჯახები ერთმანეთთან დაახლოვდნენ და დროის ერთად გატარებასაც კი გეგმავენ. დენმა საფოსტო ყუთი შექმნა ჯექსონის სახელზე, რომელიც უკვე სავსეა გამამხნევებელი წერილებით.

7 წლის ბავშვს სკოლაში მონსტრს უწოდებდნენ, ხოლო მამამისმა ის სწორედ ასე დაიცვა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: