ეს 5 უმარტივესი სავარჯიშო სამუდამოდ გაგიქრობთ ღაბაბს!

Загрузка...

ღაბაბი ბევრი ქალბატონისთვისაა პრობლემა, განსაკუთრებით კი 40-ს გადაცილებულთათვის. არც იფიქროთ, რომ თუ თქვენ არ გაწუხებთ ჭარბი წონა, ეს პრობლემა არ შეგაწუხებთ. ღაბაბის გაჩენაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: გენეტიკა, კანის სირბილე, არასწორი ძილი. წარმოგიდგენთ 5 მარტივ სავარჯიშოს ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად.

მაშ ასე, სავარჯიშოები ღაბაბის მოსაშორებლად:

გახურება
როგორც სპორტსი, ნებისმიერ სავარჯიშოს გახურება სჭირდება. ამოძრავეთ ქვედა ყბა მაქსიმალურად ქვემოთ და წინ-უკან.

ჩამჩა
ფართოდ გახსენით პირი და ქვედა ტუჩი შეიტანეთ შიგნით, თითქოს რაღაცის კბენას აპირებთ. შემდეგ ეცადეთ დახუროთ პირი. ამ დროს სახის ყველა კუნთი დაჭიმული უნდა იყოს.

კოცნა ცაზე
მაქსიმალურად გადაწიეთ თავი უკან, შემდეგ "აკოცეთ" ცას. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 5 წამით და შემდეგ მოეშვით.

ენა ცხვირისაკენ
გამოყეთ ენა და მიზიდეთ იგი ცხვირისკენ, ეცადეთ, გაჩერდით რამდენიმე წამით ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი მოეშვით.

წინაღობა
მუშტები მიიწყვეთ ქვედა ყბაზე ქვემოდან. შემდეგ მთელი ძალით მიაჭირეთ ხელებით ზემოთ, ქვედა ყბით - ქვემოთ. როცა მაქსიმალურ წინაღობას მიაღწევთ, გაჩერდით ასე 5 წამით და მოეშვით.

იდეალური ოვალი
მიაბრუნეთ თავი მარცხნივ, გამოწიეთ ქვედა ყბა მაქსიმალურად, კისრის კუნთების ძლიერად დაჭიმვით. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც.

გახსოვდეთ, ყველა სავარჯიშო 5-7ჯერ უნდა შესრულდეს დღეში რამდენჯერმე.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

ამ სავარჯიშოების სწორად გასაკეთებლად უყურეთ ვიდეოს:

მკითხველთა შთაბეჭდილებები