როგორ გავიგონოთ ჩვენი რეალური ხმა(დიქტოფონის გარეშე)?

Загрузка...

თქვენ გეცნობათ გრძნობა, როცა თქვენს ხმას ჩანაწერში უსმენთ და არ იცით, იცინოთ თუ იტიროთ? თავში მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებთ - "შეუძლებელია, ეს ჩემი ხმა ვერ იქნება!" არ იღელვოთ, ყველასთვის ნაცნობია ეს გრძნობა. კარგი ამბავი გვაქვს: ჩანაწერი ხმას გარდატეხს, განსაკუთრებით კი დიქტოფონში. ცუდი ამბავი: ეს გარდატეხილი ხმა უფრო ახლოს დგას თქვენს ნამდვილ ხმასთან, ვიდრე ის, როგორიც წარმოგიდგენიათ. როგორ გავიგონოთ საკუთარი რეალური ტემბრი? გაიგეთ ამ ნიუსში.

როგორ გავიგონოთ ჩვენი რეალური ხმა(დიქტოფონის გარეშე)?

"დიქტოფონის ეფექტთან" ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია შეხება. გვერდიდან საკუთარი ხმის გაგონება ძალიან დამაბნეველი და შემაწუხებელია. ხანდახან კი საერთოდ შოკისმომგვრელი. ეს ხომ ასეთი უცხოა... საქმე კი ისაა, რომ ყოველდღიურად, ახლობლებთან საუბრის დროს ჩვენი ხმა არასწორად გვესმის. ჩვენ გვესმის დამახინჯებული ხმა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ხმის იოგებიდან ხმა სითხეში გადმოდის. მაგალითად, შიდა ყურის სითხიდან შუა ყურის ჰაერში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. შედეგად კი ხმა, რომელიც ჩვენ გვესმის და ხმა, რომელიც ჩვენს ახლობლებს ესმით, ძალიან განსხვავდება.

როგორ გავიგონოთ ჩვენი რეალური ხმა(დიქტოფონის გარეშე)?

ტექნიკურ მხარეში, ასე თუ ისე, გავერკვიეთ. როგორღა გავიგონოთ ჩვენი "შინაგანი" ხმა ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე? არსებობს ერთი მეთოდი, რომელსაც ვოკალის პედაგოგები დიდი ხანია იყენებენ. უბრალოდ მიიდეთ ყურებთან ერთგვარი ეკრანი - თხელი ჟურნალი, პაპკა ან სხვა რამ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ახლა თვქენი რეალური ხმის "ანარეკლს" გაიგონებთ. არ მოგწონთ? არა, უბრალოდ გეუცხოვებათ, მალე შეეჩვევით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები