შევაჩეროთ სიბერე! 7 ჩვევა, რომლებიც ასაკოვან იერს გვანიჭებს

Загрузка...

როგორც არ უნდა ოცნებობდეს კაცობრიობა მუდმივ ახალგაზრდობაზე, წლებთან ერთად, ჩვენ ვბერდებით. სამწუხაროა. თუმცა, უფრო სამწუხარო ისაა, რომ ადამიანები სიბერეს თავიანთი ცხოვრების რეჟიმისა და მავნე ჩვევების გამო თავს ნაადრევად იბერებენ. ქალბატონების უმრავლესობისთვის 7იდან ერთი ჩვევა მაინცაა ნაცნობი, თუმცა, მისი გადაჩვევა უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ!

  1. სტრესში ვიმყოფებით
    შევაჩეროთ სიბერე! 7 ჩვევა, რომლებიც ასაკოვან იერს გვანიჭებს

    ფრაზა "ყველა დაავადება ნერვების ბრალია" უკვე ჰიტი გახდა. ნებისმიერი სტრესული სიტუაცია ჩვენს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება - თმები მჩატდება, კანი ძალიან ცხიმიანი ან მეტისმეტად მშრალი ხდება, ფრჩხილები - მსხვრევადი, ხოლო გამოხედვა - ჩამქრალი. ყველაფერი ეს კი არ გვაახალგაზრდავებს, არამედ ასაკს გვიმატებს.

  2. არ ვიყენებთ მზისგან დამცავ სათვალეებს
    ექიმი-კოსმეტოლოგები დიდხნიანი კვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ მზისგან გამოყოფილი ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს კოლაგენს, რომელაც კანი შეიცავს და იგი პასუხისმგებელია კანის ახალგაზრდობასა და სილამაზეს. ქალბატონებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ მზისგან დამცავი კრემები მხოლოდ პლიაჟზე, მზის ქვეშ უნდა წაისვათ, თუმცა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ულტრაიისფერი სხივები ზამთრის პერიოდშიც გამოიყოფა, მაშინაც კი, თუ მზე ღრუბლებშია. მნიშვნელოვანია კრემის სწორად შერჩევა, რადგანაც იგი უნდა ერგებოდეს გარემო-ფაქტორებს და თქვენი კანის ტიპს. ეს შეიძლება იყოს ხარისხიანი, SPF-ფაქტორის შემცველი დღის კრემი ან ტონალური კრემი იმავე შემცველობით.

  3. ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით ვიღებთ
    შევაჩეროთ სიბერე! 7 ჩვევა, რომლებიც ასაკოვან იერს გვანიჭებს

    ალკოჰოლი მთელს ორგანიზმზე გამანადგურებლად მოქმედებს. ის გამოდევნის წყალს, ანადგურებს ანტიოქსიდანტებს და ათავისუფლებს რადიკალებს. ერთი ბოკალი მშრალი ღვინო სადილზე სასარგებლოც კია(თუ, რა თქმა უნდა, არ გაქვთ განსაკუთრებული რეაქცია ქან ქრონიკული დაავადებები), თუმცაღა, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას აუცილებლად უნდა მოერიდოთ.

  4. ვიღებთ დიდი რაოდენობით შაქარს
    ფუნთუშები, კანფეტები, შოკოლადი, მარმელადი - ეს ყველაფერი სახეზე შეშუპებას იწვევს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ორგანიზმში მოხვედრისას შაქარი ერწყმება კოლაგენს, რის შედეგადაც იგი არამხოლოდ მოცულობაში იზრდება, არამედ თითქმის უძრავიც ხდება. შედეგად მიიღებთ ნაადრევ ნაოჭებს.

  5. გვძინავს ცოტა
    შევაჩეროთ სიბერე! 7 ჩვევა, რომლებიც ასაკოვან იერს გვანიჭებს

    ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმი ბიოლოგიური საათის მიხედვით ცხოვრობს. რაც არ უნდა თქვათ ბუებისა და ღამურების შესახებ, ბუნებას მაინც ვერ მოატყუებთ. ძილს საღამოს 9-იდან დილის 5 საათამდე ორგანიზმისთვის სამკურნალო ეფექტი აქვს. საღამოს 9-12 საათამდე ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების აქტიური აღდგენა მიმდინარეობს. თუ ამ პერიოდს გადააცილებთ(რასაც ახლა მე თვითონ ვაკეთებ), მთელ ამ პროცესს გამოტოვებთ, რაც სახეზეც უარყოფითად აისახება.

  6. ვეწევით
    თუ ახლა სიგარეტის მომდევნო ღერისკენ მიგიწევთ ხელი, გაიხსენეთ, რომ ამით მხოლოდ ფილტვებს არ იზიანებთ. ტყუპებზე ხანგრძლივი დაკვირვებით დადგინდა სიგარეტისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები, რომლებიც პირველ რიგში, გარეგნობაზე აისახება.

  7. ვიღებთ ნაკლებ ცელულოზას
    ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში შედის, აუცილებელია ორგანიზმში პროცესების აღდგენისთვის. ცელულოზა გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან, წმენდს სისხლს, ამდიდრებს კანს სისხლითა და ჟანგბადით და აღასავსებს ორგანიზმს ენერგიით.
მუდმივი სილამაზე ჩვენს სამყაროში არარეალური ოცნებაა, თუმცა, თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი იგრძნობთ თავს ახალგაზრდად და ლამაზად.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: