6 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გარშემომყოფებთან შედარებით უფრო ჭკვიანი ხართ

Загрузка...

ჭკვიანი ადამიანის შესახებ საუბრისას არ ვთვლი სწორად IQ-ს შედეგებისა და აკადემიური მოსწრების მოყვანას არგუმენტებად. ჭკვიანი ადამიანი - ეს, პირველ რიგში, მრავალმხრივი, შემდგარი პიროვნებაა. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტი მშრალი სუბსტრატი კი არა, "ქმნილების გვირგვინი" იყოს(რაოდენ ხმამაღალიც არ უნდა იყოს ეს ნათქვამი).

ა. ჩეხოვის თქმით: "ადამიანი ყველაფრით ლამაზი უნდა იყოს: სახით, ტანსაცმლით, გონებითა და აზრებით." როგორ უნდა გაიგოთ, განსხვავდებით თუ არა ინტელექტუალურად სხვებისგან, ამ სტატიაში მოგიყვებით. ეს დაგეხმარებათ თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანის ცხოვრების სწორად წარმართვაში.

6 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გარშემომყოფებთან შედარებით უფრო ჭკვიანი ხართ

  1. ნაადრევი შემეცნება
    ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სხვებზე აზრე დაიწყეთ აზრების "უფროსების ენაზე" ჩამოყალიბება. ცნობილია, რომ კითხვა ზრდის ფანტაზიისა და ლოგიკური აზროვნების უნარს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ვინც წიგნს ნაადრევად მოჰკიდა ხელი, ნაადრევად დაიწყეს ღრმა კითხვების დასმა. კარგი ლიტერატურა ეხმარება მოზარდს მკვეთრი ორიენტირების გამოკვეთაში, ამდიდრებს სულიერად და ასწავლის ფიქრს. თავად ადამიანი სხვებისგან ძალიან განსხვავებული იქნება, არ იქნება დამოკიდებული მასმედიაზე, ტელევიზიასა და სხვის აზრზე. ნაკითხი და მოაზროვნე ადამიანის მართვაც გაცილებით რთულია.

  2. ცაციაობა
    დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ გამოჩენილ ადამიანებს შორის უმრავლესობა მემარცხენეა. მათ შორის არიან ლეონარდო დავინჩი, რომელმაც დროს საუკუნეებით გაუსწრო, მწერალი ლუის კეროლი, იულიუს კეისარი და ბეთჰოვენი. მათ ბუნებამ უფრო მეტი რამ აჩუქა, ვიდრე ცაციაობაა. საქმე, რა თქმა უნდა, დომინანტურ ხელში კი არა, დომინანტურ მარჯვენა ნახევარსფეროშია. იგი პასუხს აგებს ლოგიკასა და ანალიზზე, კითხვასა და ასოების, სიმბოლოების, მუსიკალურობისა და ემოციების აღქმასა და წარმოსახვაზე. როგორც ხედავთ, მემარცხენეობა კარგი დასაწყისია განვითარებული პიროვნების აღსაზრდელად.

    6 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გარშემომყოფებთან შედარებით უფრო ჭკვიანი ხართ

  3. მუსიკით დაკავება
    დამტკიცებულია, რომ მუსიკით დაკავება ავითარებს ინტელექტს. ეს როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებსაც ეხება. განსაკუთრებით გულუხვად კლასიკა მოქმედებს. ასე, რომ თუ თქვენ ფლობთ ნიჭს და უკრავთ რომელიმე ინსტრუმენტზე, თქვენ სხვებზე უფრო ჭკვიანი ხართ! თუ არა - დროა ჩაეწეროთ ფორტეპიანოს კურსებზე.

  4. იუმორის კარგი გრძნობა
    კარგი ამბავი ისაა, რომ იუმორი თანდათან ვითარდება. რასაკვირველია, ვიღაცას იგი ბუნებამ უხვად მიანიჭა, ვიღაცას კი განვითარება სჭირდება. და, უნდა ითქვას, რომ ნამდვილმა ინტელექტუალმა იცის, სად, როდის და როგორ უნდა იხუმროს. იგი არასდროს იხარხარებს იაფფასიან შეურაცხყოფებსა და სარკაზმზე და, რაც მთავარია, შეუძლია საკუთარი თავის დაცინვაც.

  5. შინაგანი მოუსვენრობა
    ის ფაქტი, რომ ჭკვიანი ადამიანები ბევრს ფიქრობენ ყოველდღიურობასა და თითოეულ დეტალზე, მათ შინაგან მოუსვენრობას ანიჭებს. ეს ინდიკატორია იმისა, რომ ადამიანისთვის სულ ერთი არ არის, რა ხდება მის ცხოვრებაში. ამიტომაც, მოუსვენრობის რაღაც დოზა კარგიც კია. მთავარია, არ მიიყვანოთ მისი კონცენტრაცია ნერვოზამდე ან ფსიქოზამდე.

    6 ნიშანი იმისა, რომ თქვენ გარშემომყოფებთან შედარებით უფრო ჭკვიანი ხართ

  6. სხვის შეცდომებზე სწავლის უნარი
    შეუძლებელია შეცდომების გარეშე ცხოვრება, თუმცა, ყველა განსაცდელში გაკვეთილი უნდა დაინახოთ. ამბობენ, რომ ჭკვიანი ადამიანები უფრო ბევრს სწავლობენ სულელებისგან, ვიდრე სულელები - ჭკვიანებისგან. თუ თქვენ აანალიზებთ სხვის მტკივნეულ გამოცდილებას და ცდილობთ, არ დაუშვათ იგივე შეცდომები, თქვენ ნამდვილად ჭკვიანი ხართ, რადგან ზოგ ადამიანს საკუთარ შეცდომებზეც კი არ უნდათ სწავლა.
გახსოვდეთ - ჭკუა პანაცეა არ არის. თავად მაღალი ინტელექტი არავის აბედნიერებს. იმისთვის, რომ იგი ბედნიერების გასაღებად გამოიყენოთ, უნდა აქციოთ იგი საშუალებად და არა მიზნად. მიზნები აუცილებლად მაღალი და კეთილშობილური უნდა იყოს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: