სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს

Загрузка...

უზარმაზარი საგარდერობო ოთახი უამრავი ლამაზი ფეხსაცმლით... ამაზე, ალბათ ყველა ქალი ოცნებობს. და მართლაც, რა შეიძლება მოხდენილად ჩაცმულ ქალზე ლამაზი იყოს? მაგრამ ხდება ისე, რომ საყვარელი ფეხსაცმელი გიჭერს. როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ამ ხრიკების გამოყენებით, ფეხსაცმლის ჩაცმა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ხრიკი №1

სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
ვიწრო ფეხსაცმლის გასაწელად, ჩაისცით 2 წყვილი თბილი წინდა და სახლში გაიარ-გამოიარეთ. უმჯობესია, წინდები დაასველოთ და ატაროთ იქამდე, სანამ არ გაშრება. ამგვარად, ნახევარი ზომით გაადიდებთ ფეხსაცმელს.

ხრიკი №2
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
ფეხსაცმლის ჩასაფენის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ქალის ყოველდღიური საფენი. ამგვარად, აირიდებთ გახეხვისას მტკივნეულ შეგრძნებებს და ოფლიანობას.

ხრიკი №3
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
მთელი დღის განმავლობაში მაღალ ქუსლზე კომფორტულად რომ იაროთ, ჩაცმამდე მე-3 და მე-4 თითზე შემოიხვიეთ წებოვანი პლასტირები. ამ ორ თითს საერთო ნერვი აქვს, რომელიც ტკივილის მაპროვოცირებელია სიარულისას. თ მათ შეატყუპებთ, ნერვიც არ შეიკუმშება, თითები კი არ აგკტივდებათ.

ხრიკი №4
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
ხანდახან ფეხსაცმელი ისე სრიალებს, რომ სიარული გიძნელდება. ამის თავიდან ასარიდებლად, ლანჩებს მოუსვით ზუმფარის ქაღალდი.

ხრიკი №5
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
კოჟრებისა და ბებერას გაჩენის თავიდან ასარიდებლად, შეიძინეთ აფთიაქში ან ინტერნეტში ფეხსაცმლის სპეციალური ხაზები, რომლებიც შიდა მხარეს კარგად ეკრობა და კანს კარგად იცავს. ან თუ ეს საშუალება არ გაქვთ, კანზე წაისვით მშრალი დეოდორანტი.

ხრიკი №6
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
ტერფის ფეხსაცმელში დასაფიქსირებლად და კანის გახეხვის თავიდან ასარიდებლად, შეისხურეთ თმის ლაქი. ეს ხერხი არამხოლოდ უზრუნველჰყოფს ფიქსაციას, არამედ მას კარგად იტანს კანი.

ხრიკი №7
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
კოჯრების მოსაცილებლად, დაგეხმარებათ ჩაის აბაზანა. ის დაამშვიდებს დაღლილ ფეხებს, მოხსნის შეშუპებას და შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

ხრიკი №8
სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
ზამშის ფეხსაცმლიდან ჭუჭყიან ლაქებსა და ნაკაწრებს მოაცილებთ ჩვეულებრივი მანიკურის ქლიბით. მოუსვით ფეხსაცმელს მშრალი ტილო, შემდეგ ქლიბით მსუბუქად მოუსვით. ეცადეტ ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ დააზიანოთ ფეხსაცმელი.

ხრიკი №9

სიმაღლეზე: 9 სასარგებლო ხრიკი, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს ცხოვრებას გაუადვილებს
ცხიმიანი ლაქების ზამშიდან მოცილება შესაძ₾ებელია შვრიის ფქვილით. ცოტაოდენი ფქვილი შეაზილეთ ლაქას და გააჩერეთ 30 წუთთ. შემდეგ მოუსვით სუფთა ქსოვილი.

ბონუს-ვიდეო:

მკითხველთა შთაბეჭდილებები