როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

Загрузка...

ქვედა ბოლო ყველაზე ლამაზი და ქალური ნივთია გარდერობში. ისინი, ვინც კაბის ძალა გაიგო, შარვლებს იშვიათად ეტანება. ისინი თითქოს საიდუმლო იარაღია, რომელიც 150 ათას ქულას გიმატებთ სილამაზეში. გავსებთ სუპერშესაძლებლობებით და აიძულებს მამაკაცებს, დაგითმოთ ადგილი ტრანსპორტში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეცოდინებათ მისი სინაზის მთლიანად გამოვლენის ხრიკები.

  1. ქვედა ბოლო-მაქსი
    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

    უხდება:
    • მოკლე/აკეცილი ბლუზა მსუბუქი სილუეტით;
    • სვიტრი/ჯემპრი;
    • მსუბუქი, ტრიკოტაჟული ანგორას კოფტა(თბილ დღეებში);
    • ზაფხულში მხრებზე გახსნილი ტოპი.
    არ ჩაიცვათ მაქსი-კაბა ტრიკოტაჟის მაისურთან. ასე 7-10 წლის წინ იცვამდნენ და ეს ლუქი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. მაქსის უხდება გრძელი ჟაკეტი და თავისუფალი პიჯაკები. სტილის ბოლო წვეთს ქალურობას ტყავის ქურთუკი დაუმატებს.

    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

  2. ქვედა ბოლო-მიდი
    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

    ყველაზე მეტად უხდება:
    • მამაკაცის ზედა(ასე მოდური და დინამიური გახდებით);
    • ტრიკოტაჟური ჯემპრები და სვითშოტები;
    • ბლუზა + ჟაკეტი;
    • მოცულობითი ბლუზა;
    • უმკლავო ბლუზა;
    • მაისურები.
    საშუალო სიგრძის ქვედაბოლოსთან შეხამებისას უნდა გაითვალისწინოთ პროპორციები, თუ არადა უფრო დაბალი გამოჩნდებით. უნდა ითქვას, რომ მიდი ყველაზე მოხერხებული კაბაა, რადგანაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ღონისძიებაზე გამოდგება - გააჩნია მხოლოდ ფერს, მოდასა და მატერიალს.

    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

  3. მინი-ქვედა ბოლო
    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

    უხდება:
    • გოლფებს(ფუმფულებისთვის);
    • მოცულობითი ბლუზა(სწორტანიანებისთვის);
    • მაისურები(ფუმფულა და სწორი);
    • მამაკაცის ზედა;
    • ჯემპრი და სვიტრი;
    • მოგრძელებული კარდიგანი;
    • მრავალფენიანი შეთავსება - კოფტა + ჯემპრი/კარდიგანი.
    მოკლე კაბა - სადავო და პროვოკაციული ნივთია. ის არ უნდა ატაროს მსხვილი და/ან მოკლე ფეხების ან ელეგანტური აღნაგობის მქონე ქალბატონმა. თუ მაინც გადაწყიტეთ ფეხების გამოჩენა, ზედა საკმაოდ თავშეკავებული უნდა იყოს. ასე თავს დაიზღვევთ ვულგარულობისა და უგემოვნობისგან.

    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

  4. კაბა-ფანქარი
    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება

    უხდება:
    • მაისურები და ბლუზები;
    • სვიტრი;
    • სვითშოტები.
    ამ სტილის კაბაზე ცალკე საუბარი იმიტომ ღირს, რომ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც, იგი ნებისმიერ ფიგურას უხდება.

  5. კაბა-ტიტა
    როგორ უნდა ატაროთ ქვედა ბოლოები: მოდის გიდი, რომელიც ნებისმიერ გოგონას გამოადგება
უხდება:

  • ბლუზები და თავისუფალი კოფტები;
  • მაისურები.
ამ სტილის კაბა სპეციალურად ფართოთეძოიანი ქალბატონებისთვისაა შექმნილი. ასიმეტრული ნაკერების წყალობით იგი ფარავს მოცულობას. გამხდარ ქალზეც, სხვათაშორის, ეს კაბა კარგად ზის.

თუ თქვენ არ ატარებთ კაბებს, გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები