ამ მამამ თავისი შვილებისთვის ნამდვილი ზღაპრული სახლი ააშენა!

Загрузка...

ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს საკუთარ სათამაშო სახლზე და თუ ის მშობლებმა აუშენეს, საერთოდ, ფასდაუდებელი იქნება მისთვის. ადამ ბოიდი მიჩიგანის შტატიდან კომპანია “ATB Building Inc"-ის პრეზიდენტია. ის ყოველთვის ოცნებობდა ხელოვნების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანასა და ოცნების სახლების აშენებაზე.

ცოტა ხნის წინ, ბოიდმა თავის შვილებს, ვაიოლეტსა და ეივერის განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო. მან ბავშვებისთვის დაგეგმა და ააშენა ნამდვილი ორსართულიანი სათამაშო სახლი.

ამ მამამ თავისი შვილებისთვის ნამდვილი ზღაპრული სახლი ააშენა!

ზღაპრული სახლის, "ფერიას" სიმაღლე დაახლ. 7 მეტრია. აქ თამაშიც და სტუმრების მოწვევაც სრულიად შესაძლებელია.

ამ მამამ თავისი შვილებისთვის ნამდვილი ზღაპრული სახლი ააშენა!

ბოიდის ქალიშვილები "ბარბის სახლზე" მუდმივად ოცნებობდნენ, ამიტომაც მამამ მათი ბავშვური ოცნების განხორციელება გადაწყვიტა. ამ უჩვეულო პროექტს მამა რამდენიმე თვე ამუშავებდა, რადგანაც მასზე მხოლოდ საღამოობით და გამოსასვლელ დღეებში მუშაობდა.

ამ მამამ თავისი შვილებისთვის ნამდვილი ზღაპრული სახლი ააშენა!

"შედეგით კმაყოფილი ვარ და მაბედნიერებს იმის ცქერა, თუ როგორ ერთობიან ჩემი შვილები ამ სახლში. ეს ყველა იმ მონეტად ღირს, რომელიც მე დავხარჯე. მთავარი კი ისაა, რომ ჩემი ქალიშვილები ბედნიერები არიან!" - გააზიარა საკუთარი ემოცია ადამმა.

ამ მამამ თავისი შვილებისთვის ნამდვილი ზღაპრული სახლი ააშენა!

ამ მამამ თავისი შვილებისთვის ნამდვილი ზღაპრული სახლი ააშენა!

ბოიდი ამბობს, რომ მისთვის თავისი შვილების ბედნიერი სახეები საუკეთესო გასამრჯელოა. მისი სიტყვებით, არამხოლოდ მისი შვილები, არამედ მთელი ოჯახი სიამოვნებით ატარებს დროს ამ სახლში.

თქვენ რა აზრის ხართ ამ სახლზე?

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: