შეწყვიტეთ ავოკადოს ხის ყიდვა! აი, სწორედ ასე უნდა გაზარდოთ ის სახლის პირობებში.

Загрузка...

ავოკადო ძალიან გემრიელი ხილია, რომელიც დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას უამრავ კერძში ამატებენ. იგი დიდი რაოდენობით საკვებ უჯრედისს, პოტაზიუმს, ვიტამნებ B5, B6, C, K, და E-ს შეიცავს. ავოკადოს ხის შეძენა წელს უკვე ერთგვარ ტრენდად იქცა, თუმცა ჩვენ გასწავლით მეთოდს, რომელიც ამ მხრივ ბევრ ფულს დაგაზოგინებთ.

საქმე იმაშია, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ სახლში საკუთარი ავოკადოს ხე გაზარდოთ. ამისათვის თქვენ მისი თესლი დაგჭირდებათ. თესლში 4ც კბილის ჩხირი თანაბარი მანძილის დაშორებით ჩაარჭეთ, შემდეგ კი ის წლიან ჭიქაში ჩადეთ.

ჭიქა თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ, ოღონდ მას მზე პირდაპირ არაფრის დიდებით უნდა ურტყამდეს. აქ იგი მანამ უნდა გააჩეროთ, სანამ თესლი არ გაღვივდება, 6 დიუმამდე არ გაიზრდება და ფესვები შესამჩნევი არ გახდება. ეს პროცესი დაახლოებით 2-6 კვირას საჭიროებს.

ამ ყველაფრის მერე თქვენ 6 დიუმს 3 დიუმი მაკრატლით უნდა მოაკლოთ და დაელოდოთ, სანამ ის კვლავ არ გაიზრდება. ამჯერად მას ფოთლებიც უნდა გაეზარდოს.

შემდეგ თქვენ 10 დიუმის დიამეტრის მქონე თასი უნდა აიღოთ, რომელსაც ძირზე ნახვრეტი ექნება (დრენაჟისთვის). თასი მკვებავი ნივთიერებებით სავსე მიწით აავსეთ და თესლი მასში ჩამარხეთ, ოღონდ ძალიან ღრმად არა. არ დაგავიწყდეთ, რომ ძირზე ნახვრეტის ქონე აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ვერ გაიხარებს.

საბოლოოდ ისღა დაგრჩენიათ თასი მზიან ადგილას მოათავსოთ და მცენარე რეგულარულად მორწათ. თუკი მისი ფოთლები მშრალი და მოყავისფრო გახდება, ჩათვალეთ, რომ ავოკადოს საკმარისი რაოდენობის წყალს არ აწვდით. ამის გამოსასწორებლად თასი ნიჟარაში უნდა ჩადოთ, მოუშვათ წყალი და მას საშუალება მისცეთ მცენარის ნიადაგი კარგად გაწმინდოს.

რეალურად ყოველივე ეს რთული სულაც არ გახლავთ, ამიტომ სცადეთ ავოკადოს სახლის პირობებში გაზრდა, რას კარგავთ? : )

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: